მგზავრებმა რო არ იმღერეს მაგის ბრალი იყო
კახა კალაძე - უსამშობლო ადამიანები გახარებულები იყვნენ, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო - არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.
23.10.2024 / 11:48
https://www.interpressnews.ge/ka/article/81...ier-dros-moxdes„თემქის პარკში“ წყლის მილი დაზიანდა და პარკის ნაწილი დატბორა
14 წუთის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/33170083.htmlთემქის პარკი მისი გახსნიდან რამდენიმე საათში წყლის დიდმა ნაკადმა დატბორა. პარკის მოწყობა 40 მილიონი ლარი დაჯდა.
„თემქის პარკში“ წყლის მილი დაზიანდა და პარკის ნაწილი დატბორა
გუშინ, 22 ოქტომბერს ერთ-ერთ ფეისბუკგვერდში („ჩემი ქალაქი მკლავს“), რომელიც ქალაქის პრობლემების შესახებ ავრცელებს ცნობებს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ ჩამოიტანა პარკის ერთი ფერდიდან ბილიკზე წყალმა მიწა.
„ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე“, - ასე აღწერს მერია გუშინ თემქის პარკში მომხდარ ამბავს.
მერიაში ამბობენ, რომ წყალი, მათი მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წუთში გადაკეტა წყალგამანაწილებელმა კომპანიამ - GWP-მ, მილის შეკეთება უკვე დაიწყეს, პარკი კი სუფთავდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაზიანებული მილი მერიის საკუთრებაა.