#61629766 · 24 Oct 2024, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირადად მე პენსიის საკითხი არ მადარდებს, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ პენსიონერი არ ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები არიან.
ესეგი, ქოციანობის 12 წლიანი ზეობის ხანაში, რეალურად პენსია გაიზარდა სულ რაღაც 90 ლარით. ჩვენ ვიცით, რომ ვალუტას აქვს თავისი მყიდველუნარიანობა, ხოდა სულ მარტივად გამოვითვალოთ ლარის მყიდველუნარიანობა:
2012 წლამდე, ლარი დოლართან მიმართებით 1.6 იყო.
დღეს კი არის 2.7.
125 / 1.6 = 78 დოლარს.
300 / 2.7 = 111 დოლარს.
111 - 78 = 33 დოლარს.
33 X 2.7 = 89 ლარს.
12 წლის განმავლობაში პენსია გაიზარდა - 90 ლარით.
აქ მე კიდევ დავინდე აფერისტული მოდგმის ქოცობა, და ინფლაციის ფაქტორი არ შევიყვანე.
მარტივად რომ დავასკვნათ - პენსიონერებთან მიმართებით ქოცობა როგორც მინიმუმ მთელი 12 წელიწადი ერთ ადგილს ტკეპნის, ხოლო მაქსიმუმ კი გაუარესებაა. წარმოიდგინეთ, რამხელა დროა უბრალოდ გაფლანგული, 12 წელი გაიფლანგა.
ეგეც თქვენი ბიძინოიდური - "აყვავილებული ეკონომიკა".
This post has been edited by გიო88 on 24 Oct 2024, 20:14
|