#61632937 · 25 Oct 2024, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ ბოლო დროს ქოცებმა რაღაც კანონების მიღება დაიწყეს, ბავშვები უნდა დავიცვათ მავნე ზეგავლენისგანო. ცენზურა დააწესეს ფილმებზე, "ეკლესიურები" გახდნენ და ეროვნულ ტალღაზე არიან. ებრძვიან დასავლეთს, და ნარკომან გირჩებს რათა მომავალი თაობა დაიცვან. პოსტ ტვ ყველაზე მეტად პოზიციონირებს ამ ბრძოლაში. "ეროვნული ტელევიზაა" შალვა, ბაჩო და გური ქართული ტრადიციების სადარაჯოზე არიან.
ამის პარალელურად ქმნიან სერიალს, (ad hoc) პოსტ ტვ-ის ფილიალია, რომელიც ბაჩოს და გურის აქვს მიბარებული. ეს ინტერნეტ ტელევიზია მხარს უჭერს სერიალს "usaშველოები", რომელიც გასართობად კარგია, სახასიათო პერსონაჟები არიან და ცოტას გაერთობი რომ უყურებ. მსახიობებს არაფერს ვერჩი ამ შემთხვევაში, როლი არაფერ შუაშია მსახიობის რეალურ ცხოვრებასთან.
მაგრამ შევაფასოთ ეხლა როგორი ტიპაჟები შექმნეს, და როგორ სერიალს უჭერს მხარს ოცნების ინტერნეტ ტელევიზია "ad hoc", და როგორი ტიპაჟების პროპაგანდას ეწევიან, მომავალ თაობებს რომ იცავენ პროპაგანდისgან ვითომ.
ერთ ერთი პერსონაჟი არის ეს.
რომელსაც პიროვნულად არაფერს ვერჩი, არ ვიცნობ. ერთი რაც ვიცი ბევრი ცოლები ყავდა რაც ოცნების ბოლო დროინდელ მისაბაძ "ეროვნულ სტანდარტში" არ ჯდება, ოცნების მხარდამჭერია და ყველა არჩევნების წინ 41-48 ს ყვირის. ეხლაც დაუჭირა მხარი ტრადიციულად, და ოცნების გვერდები აპიარებენ ამას, რომ "ლადო ძია" გვიჭერს მხარსო, ამის პიროვნებაზე კი არაა აქცენტი, არამედ სერიალის პერსონაჟ "ლადო ძიაზე"
რომლის პროპაგანდას ეწევიან გაქანებულები და ლამის ილია ჭავჭავაძეს გაუთანაბრონ "ლადო ძია"
ეხლა როგორი პერსონაჟია ლადო ძია. არის უსაქმური, რომანტიზებას ახდენს ქურდული ქუჩური ცხოვრების. ნარკომანი, რომელიც დილით რო იღვიძებს იმაზე ფიქრობს მოსაწევი და გასაჩხერი სად იშოვოს. შვილიც ესე ყავს გაზრდილი, შვილის მეგობრებიც ამ ტალღაზე ზის და მომავალ თაობასაც ესე ზრდის უბანში.
ამ პერსონაჟს აპიარებენ ტიპები, და რომ კითხოთ ვიღაცეებს ებძვიან რომ ბავშვები ცუდი პროპაგანდის შედეგად არ დაზიანდნენ.....
იქეთ კალაძე თავის ტიკ ტოკს "შავი შავი შავი უბანის" სიმღერებს ადებს.
ოცნების ოფისიდან ვიდეოებს დებენ ნახეთ როგორ ვუყურებთ უსაშველოებსო.
და ამას რომ აკეთებს პარტია რომელიც ფაფხურობს რომ ბავშვებს მავნე ზეგავლენისგან და პროპაგანდისგან ვიცავთო რა სტანდარტში ჯდება?
სქესობრივი გადახრა მდგომარეობაა რომელსაც არავინ ირჩევს, და ფილმს როგორსაც არ უნდა უყურო ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
მაგრამ რაც შეეხება ნარკომანიას, ქუჩაში უსაქმურობას, კრიმინალს, ამ ტიპის მატარებელი ტიპის პერსონაჟებს თუ შეტენი ბავშვებს როგორც კაი ტიპებს და მისაბაძ პერსონაჟებს, ეს მართლა იმოქმედებს მომავალი თაობის ფსიქიკაზე.
სინამდვილეში გულწრფელები არიან "ლადო ძია" არის ქოცის გონებაში "ტრადიცული ქართველი" ცოტა მოძველბიჭო, არაფრის მაქნისი, ნარკომანი "ქუჩა ესმის", ფულს ართმევს ვიღაცეებს. ოჯახს არაფერში არგია, უსაქმურია. მათხოვარი. თუ არ დაიჭერ და დაკრიშავ პატიოსან მშრომელ ადამიანს დაჩაგრავს.
ესაა მაგათი ტრადიციული ქართველი რომელსაც "პატივი სცემდნენ" სისხლიანი ნაცების მოსვლამდე....
This post has been edited by manuchari123456 on 25 Oct 2024, 20:51
|