| #61645509 · 27 Oct 2024, 17:53  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  განვიხილოთ ესეთი სცენარი  
 ბიძინა ივანიშვილიც და ოპოზიიც მეთაურებიც არიან მართული რომელიმე გარე ძალის მიერ.
 ამ შემთხვევაში განვიხილოთ დასავლური ძალა.
 
 ქვეყანაში სიტუაცია რომ იყოს მართვადი მიზანი არის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა იყოს ამ ძალების მიერ მმართვადი ტიპებით დაკომპლექტებული.
 საქართველოში ეს ყველაფერი რომ ესე იყოს, მართვის სტილიდან გამომდიანრე სულ რამდენიმე კაცს უნდა აკონტროლებდე ეს რომ მოახერხო. ეს რამდენიმე კაცი მართავს მერე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.
 
 თუ მოქმედი ხელისუფალი ვეღარ ახერხებს სიტუაციის მართვას ქვეყანაში, ის უნდა ჩანაცვლდეს ოღონდ, უნდა ჩანაცვლდეს ისევ ამ გავლენის სფეროში მყოფი ტიპით და ამავ დროულად ამ გავლენის მქონე ტიპს უნდა ქონდეს იმის რესურსი რომ სიტუაცია მართოს, მოქმედ ხელისუფალზე უფრო მყარად.
 
 2003 წელს შევარდნაძის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მას შეიძლებოდა სიტუაცია გაქცეოდა პროცესები წასულიყო ისეთი მიმართულებით, რომ მასზე კონტროლი აეღოთ ისეთ ტიპებს რომელსაც ეს ძალები ვეღარ აკონტროლებდნენ, ამიტომ ჩანაცვლდა ის სააკაშვილით.  იგივე შეიძლება ითქვას 2012 წელზე, როცა ხალხში უკმაყოფილება ძალიან დიდი იყო და ამ უკმაყოფილების ლიდერად მოგვევლინა არსაიდან მოსული ივანიშვილი. რომელსაც იდეაში არაფერში ეს არ უნდა დაჭირვებოდა.
 
 
 ეხლა ამ არჩევნების წინ, დაიწყო უკრაინაში ომი,  და საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად, პროუკრაინულ და პრორუსული, და ასევე იმათი ვისაც ომის დასრულება უნდა ნებისმიერი შედეგით, მშვიდობა უნდა.
 
 ამ შემთხვევასი მიზანი რა უნდა ყოფილიყო?   პროუკრაინულ პოზიციის მართვაშიც და პრორუსული პოზიციის მმართვაშიც უნდა ყოფილიყო ზემოთ აღწერილი სისტემის ტიპი.  შემოდის ივანიშვილი აქტიურად პოლიტიკაში და ჯდება პრორუსულ ტალღაზე.
 ამით მან წაიღო პრორუსული პოზიციის ხმები სრულად, და ნებისმერ გარეშე ტიპს ჩაუჭრა გზა, ამ ტალღის ლიდერი გამხდარიყო.
 
 
 თან ეს ყველაფერი არის ხოლმე ძირითადად ემოციის დონეზე, სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის დიდი წილი არის ემოციების დონეზე და არა შინაარსის.  მთავარია იარლიყები და არა ის შინაარსი რაც ამ იარლიყების უკან დგას.
 
 
 
 ესაა კონსპირაციის თეორია. რომლის ეჭვებიც მიჩნება.
 
 
 
 მეც რომ ვიყო გარედან ტიპი ვისაც აქ სიტუაციის მართვა მინდა, ესე ვიზავდი თუნდაც ამ არჩევნების წინ, ბიძინას დავავალდებდი შენ იყვირე ეხლა პრორუსული პოზიციები, რომ ვიღაც მართლა გულანთებული პრორუსი არ გამოჩნდეს რომელსაც მე ვერ ვაკონტროლებ, და იმას არ გაყვეს ხალხი. და აქეთ მიშას-კეზერას დავავავლებდი რომ შენ იმ ხალხის ლიდერი იყავი ვინც პროუკრანულ მხარესაა.
 
 
 
 ამ არჩევნების შედეგაც სიტუაცია დარჩა უცვლელი. ისევ იგივე კონტექსტის მატარებელი ტიპები არიან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. ნებისმიერ უკმაყოფილების ტალღას ეს ორი ძალა ისრუტავს.
 
 This post has been edited by manuchari123456 on 27 Oct 2024, 18:17
 |