Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(24)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს სულიერი მისია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60404919
· 26 May 2023, 23:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქართველოს აღმშენებლობა ქვეყნის სულიერი აღორძინებით იწყება.
***
უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში
https://www.orthodoxy.ge/skhva/kvarti.htm
***
ბაგრატიონების უძველესი დინასტია
https://www.youtube.com/watch?v=IjXf77ePYTg
ეკლესია და ბაგრატიონები
https://www.youtube.com/watch?v=GDWGRK7K96E
This post has been edited by
Катеньки
on 27 May 2023, 00:12
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15428
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#60405242
· 27 May 2023, 09:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი საქართველოს "სულიერების" შესახებ:
https://www.youtube.com/watch?v=WBGDW7yidtg
და აი ეს, მე-40 წუთიდან:
https://www.youtube.com/watch?v=9SFULm2bU8g
--------------------
არ უღალატო საქართველოს!
და ცოლს.
karma is a boss.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60405396
· 27 May 2023, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რას ნიშნავს "სულიერი მისია" იმ შემთხვევაში როდესაც კრებით ფორმაში ერზე ვსაუბრობთ?
სულიერება ადამიანური თვისებაა, თანაც ინდივიდუალური.
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი ერი არ შედგება მხოლოდ ქრისტიანებით.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60458026
· 14 Jun 2023, 10:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
რას ნიშნავს "სულიერი მისია" იმ შემთხვევაში როდესაც კრებით ფორმაში ერზე ვსაუბრობთ?
იმას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში 326 წელს.
ეს სასწაული, წყალობა წმიდა სამებისა უკვე გადმოვიდა მთელს ერზე. ვმადლობდეთ უფალს.
ნახეთ, რას მინდა მივაქციო ყურადღება. ერთი ქრისტიანის სულიერი მისია - ჩვენი ჯვარი
არათუ არ ეწინააღმდეგება მთელი ერის სულიერი განვითარების გზას, არამედ პირიქით:
სრულ ჰარმონიაში, ბალანსში, წონასწორობასა და თანხმობაში მოდის ერთურთთან.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს დედაეკლესია, რომლის თავიცაა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე.
⚜ ქადაგება 11.06.2023 | პირდაპირი ჩართვა
https://www.youtube.com/watch?v=m0z5j9xka-M
მღვდელი კახაბერ ტვილდიანი - მისიონერული ცხოვრების არსი
https://www.youtube.com/watch?v=Hi9ZNLiSdUc
This post has been edited by
Катеньки
on 14 Jun 2023, 10:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3669
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#60458109
· 14 Jun 2023, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბულშიტ
ქრისტიანობა საქართველოში გავრცელდა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნების გამო და არა რწმენის გამო
ძალით გავრცელდა და ხელოვნურად ჩაანაცვლა კერპთაყვანისმცემლობა
ჯავახიშვილს უწერია ასეთი რამ - ვისაც ჩვენ წმინდა ნინოს ვეძახით, იმას არ ვიცითო რა ერქვა. ქართლის მოსახლეობაში ხმა გავრცელდა რომ მცხეთაში იყო ქალი, რომელიც სასწაულებს ახდენდა. ქართლელებმა მიიჩნიეს რომ ეს უეჭველად მათი ღვთაება აინინა მოვიდა მათთანო. დროთა განმავლობაში აინინა ჩამოყალიბდაო ნინოდ.
სულიერი მისია არის ნონსენსი. საუკუნეებია მეცნიერება ადამიანის არსებობის აზრს ცდილობენ ჩაწვდნენ და ვერ ჩაწვდნენ. მივიდნენ დასკვნამდე რომ ადამიანის ყოფნის არსი უბრალოდ ყოფნაა და შემდეგ ყველაფერი ის, რასაც ეს ადამიანი თავად მიიჩნევს ყოფიერების არსად.
სულიერი მისიები და რაღაცები რომ ვიცოდეთ, ღმერთი აღარ იქნებოდა საჭირო
რომ არ ვიცით, ამიტომ ვეპოტინებით არარსებულს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60459205
· 14 Jun 2023, 17:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
იმას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში 326 წელს.
დიდი ხანია აღარ არის ეგ ეგრე და კონსტიტუციით სეკულარული სახელმწიფო ვართ!
QUOTE
ეს სასწაული, წყალობა წმიდა სამებისა უკვე გადმოვიდა მთელს ერზე.
ხო ძაან გვეტყობა
QUOTE
ნახეთ, რას მინდა მივაქციო ყურადღება. ერთი ქრისტიანის სულიერი მისია - ჩვენი ჯვარი
არათუ არ ეწინააღმდეგება მთელი ერის სულიერი განვითარების გზას, არამედ პირიქით:
სრულ ჰარმონიაში, ბალანსში, წონასწორობასა და თანხმობაში მოდის ერთურთთან.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს დედაეკლესია, რომლის თავიცაა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე.
მტყუანს მოუტ.ყდეს ლეღვის ტოტი!! ყოველდღე კარგავს ეგ ეკლესია მოაზროვნე ხალხს ამ ინფორმაციულ ეპოქაში და მარტო ტვინდაკეტილები იხედებიან მაქეთ.
განვითარებაზე რამის თქმა ხო საერთოდ მაქსიმუმ სასაცილოა
This post has been edited by
Saturnus
on 14 Jun 2023, 18:05
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60461209
· 15 Jun 2023, 14:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
იმას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში 326 წელს.
ეს სასწაული, წყალობა წმიდა სამებისა უკვე გადმოვიდა მთელს ერზე. ვმადლობდეთ უფალს.
ნახეთ, რას მინდა მივაქციო ყურადღება. ერთი ქრისტიანის სულიერი მისია - ჩვენი ჯვარი
არათუ არ ეწინააღმდეგება მთელი ერის სულიერი განვითარების გზას, არამედ პირიქით:
სრულ ჰარმონიაში, ბალანსში, წონასწორობასა და თანხმობაში მოდის ერთურთთან.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს დედაეკლესია, რომლის თავიცაა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე.
ნებისმიერი რელიგია (მათ შორის მართლმადიდებლობა) არ არის სულიერი ხსნის განმაპირობებელი. ქრისტიანობა ინდივიდუალური გამოხნის რელიგიაა. ყველა ადამიანი საკუთარ სულზე და გამოხსნაზეა პასუხისმგებელი.
ის რასაც შენ აქ ამტკიცებ, მსგავსია ებრელთა დამოკიდებულებისა, როდესაც ეროვნება გაიგივებულია რელიგიასთან. რაც, ცხადია, არასწორია!
არანაირი ჰარმონია, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველო გაქრისტიანდა, არ არსებობს. ეს ფაქტია! მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ნომინალური ქრისტიანია. ისინი მხოლოდ ახლობლის სიკვდილის, ქორწილისა და ნათლობის დროს იხსენებენ ეკლესიას, სხვა დანარჩენ დროს კი საერთოდ არ ახსოვთ. (და რომც იყოს მთელი ერი ეკლესიური, მაინც არ იქნება ქრისტიანობა ეროვნული რელიგია. თავად სახარებამ გვამცნო, რომ აღარ არსებობს არც ქალი, არც კაცი და არც ეროვნება, როდესაც ქრისტეს გზას შევუდგებით).
ეკლესიის მრევლიც კი, რომლებიც ესწრებიან წირვა-ლოცვას და ეზიარება, ხშირ შემთხევაში მხოლოდ წესისა და რიტუალის მიმდევარია და არა ჭეშმარიტი გამოხსნის გზისა.
აქედან გამომდინარე, არანაირი ერის სულიერი მისია არ არსებობს. სულიერი მისია, საერთოდ, როგორც ტერმინი, რა ფენომენია ეგაა ჯერ გასარკვევი.
ამ ფსევდო-რელიგიურ აბდაუბდას არანაირი ხელი არა აქვს ქრისტიანობასთან. ეს ურაპატრიოტული წარმონაქმნია, რომლის იდეოლოგიაც საფუძველშივე მცდარია.
ქრისტე არის მხსნელი კონკრეტული ადამიანის და არა ერის, თემის, ოჯახის ან რაიმე სხვა გაერთიანების. ეკლესიის წევრი, შეუძლებელია იყოს ერი, მარტო იმიტომ, რომ ის ინდივიდებისგან შედგება. მათი, როგორც ერთიანობის გამოხსნა შეუძლებელია კრებითად. ეს მხოლოდ ინდივიდუალურად ხდება.
This post has been edited by
დათიკო
on 15 Jun 2023, 14:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60461730
· 15 Jun 2023, 17:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
მაშ, რას ნიშნავს ერის, სახელმწიფოს ერთსულოვნება ჭირსა თუ ლხინში?
მტერი რომ შემოგვესეოდა, ცალ-ცალკე ვიბრძოდით თუ ვერთიანდებოდით?
ვინ გვამთლიანებდა თუ არა ქრისტე? ვინ გვმფარველობდა, თუ არა წმიდა სამება?
ახლა ვინმე მოვა და იტყვის, პოლიტიკური იდეოლოგიები და კაცთა აზრები გვიცავდაო,
დიდი შეიარაღებით ვიყავით გამორჩეულნიო, საბრძოლო ხელოვნების იმედად ვმოქმედებდითო,
ძალზედ ურიცხვი არმია გვყავდაო და ა.შ... ეს მცდარი წარმოდგენაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩვენ თითქმის არაფერი გვებადა ქრისტეს ერთგულების გარდა. ეს არის ჩვენი ერის, სახელმწიფოს ისტორია.
რასაც ვფლობდით და რაც გვქონდა, ისიც მხოლოდ ღმერთის წყალობით გვეძლეოდა ხოლმე.
ეს ჭეშმარიტებაა, რასაც კარგად აცნობიერებდნენ ჩვენი წინაპრები.
ჩვენ მუდმივად გვიწევდა უზარმაზარ იმპერიათა დაუცხრომელ მადასთან გამკლავება, მათგან თავდაცვა.
სიბრძნისმეტყველება - თამარ მეფის პასუხი რუქნადინს
https://www.youtube.com/watch?v=aMpMyF_YbM4
***
სამაგიეროდ მტერმაც იცის: საქართველო მშვენიერია, ოღონდ ქართველების გარეშე.
რას ვაკეთებთ აქ - საქართველოში? ჩვენ ხომ არაფერი აგვირჩევია?
გიფიქრიათ, რატომ დავიბადეთ საქართველოში, კონკრეტულ გვარში,
კონკრეტულ ოჯახში და არა სადმე სხვაგან: თუნდაც, ბრიტანეთში ან სომალში?
იქნებ იმას, რომ იმ მიწაზე გადმოდის ღმერთისგან ადამიანზე კურთხევა, სადაც ის დაიბადა.
იქნებ იმას, რომ ეს ვერ შეიმეცნა ჩვენმა ხალხმა და ამიტომაც გაიქცნენ სამშობლოდან სხვა ქვეყნებში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი საკითხია.
This post has been edited by
Катеньки
on 15 Jun 2023, 18:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60462681
· 15 Jun 2023, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
დიდი შეიარაღებით ვიყავით გამორჩეულნიო,
არა. არავინ ამბობს მაგას.
QUOTE
საბრძოლო ხელოვნების იმედად ვმოქმედებდითო,
მოტივაცია და ბრძოლის უნარი გვქონდა ნამდვილად
QUOTE
ძალზედ ურიცხვი არმია გვყავდაო
არანაირად.
QUOTE
ეს მცდარი წარმოდგენაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
შენგარდა არც არავინ ამბობს მერე მაგ რაღაცებს
QUOTE
ჩვენ თითქმის არაფერი გვებადა ქრისტეს ერთგულების გარდა. ეს არის ჩვენი ერის, სახელმწიფოს ისტორია.
ქრისტიანობამდე ცუდი მებრძოლები ვიყავით წარმართობის დროს?
სად იყო თქვენი ძვირფასი ნინაჩკა, ფარსმან ქველი როცა რომში შედიოდა??
აბოლეთ პატარა ბავშვები და ეგ ებრაული ზღაპრები თქვენს გონებადახშულ მრევლს მოუყევით!
This post has been edited by
Saturnus
on 15 Jun 2023, 23:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60466250
· 17 Jun 2023, 01:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
მაშ, რას ნიშნავს ერის, სახელმწიფოს ერთსულოვნება ჭირსა თუ ლხინში?
მებრძოლი ერი ვართ. თავგანწირვა და ბრძოლის ხელოვნება ნამდვილად. არ დაგვეწუნება. აი, ერთსულოვნებაზე კი რა მოგახსენო. პირიქით, ყველა სამთავრო მუდმივად ცდილობდა თავისთვის ყოფილიყო და ერთიან ცენტრალიზებულ სამეფოს არ დამორჩილებოდა. მარტო ძალა აიძულებდა ასეთ ურჩ მთავრებს დამორჩილებულიყვნენ. პარალელურად რა თქმა უნდა არ ეშლებოდათ არც ეკლესიების აგება და არც სანთლების დანთება, მაგრამ ერის მთლიანობასთან მაგას არანაირი კავშირი არ ჰქონია.
QUOTE
მტერი რომ შემოგვესეოდა, ცალ-ცალკე ვიბრძოდით თუ ვერთიანდებოდით?
ჩემო კარგო, გადაიკითხე ისტორია. არც თუ ისე საამაყო ფურცლებსაც ნახავ...
ამ ერთიანობასთან, რომელიც რა თქმა უნდა იყო ხოლმე, დაკავშორებული არა მხოლოდ რელიგია იყო, არამედ ბევრი სხვა ფაქტორი. მაგალითად ფული - დაქირავებული ჯარები ბევრჯერ ჰყოლიათ ჩვენს მეფეებს. ასევე ძალით ხდებოდა მათი იძულება. ბევრს არ ეხალისებოდა საერთო ომში თავისი ხალხის გაშვება, მაგრამ იძულებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ.
QUOTE
ვინ გვამთლიანებდა თუ არა ქრისტე? ვინ გვმფარველობდა, თუ არა წმიდა სამება?
ქრისტე და წმინდა სამება ყველა ადამიანს მფარველობს ამ სამყაროში. კარგსაც და ცუდსად. არა იმიტომ რომ ის ქართველია ან მოზამბიკელი, არამედ იმიტომ რომ ადამიანია. ხოლო ის, ვინც ღვთის გზაზე დგას, მადლია მისკენ და არა მტერზე გამარჯვება. მტერზე ძალა იმარჯვებდა და ის ლეგენდები თითქოს წმინდა გიორგი თვითონ ჩეხავდა მტერს, ვინმე სხვა, უფრო მიამიტ ადამიანებს მოუყევით....
QUOTE
ახლა ვინმე მოვა და იტყვის, პოლიტიკური იდეოლოგიები და კაცთა აზრები გვიცავდაო,
დიდი შეიარაღებით ვიყავით გამორჩეულნიო, საბრძოლო ხელოვნების იმედად ვმოქმედებდითო,
ძალზედ ურიცხვი არმია გვყავდაო და ა.შ... ეს მცდარი წარმოდგენაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩვენ არ გვყავდა არც დიდი არმია, არც დიპლომატიით გამოვირჩოდით და არც. მოკავშირეები გვყავდა, ვინც გვერდზე დაგვიდგებოდა, მაგრამ აპელირება იმაზე, თითქოს მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, რომ ღმერთი ჩვენს მხარეზე იყო, სრულიად არალოგიკური და არათეოლოგიურია. ღმერთი არ არის ნატო, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და ომშიც კი დაეხმაროს. თუმცა, იმას არ გამოვრიცხავ, რომ. რწმენა ბევრ ადამიანს გამბედაობას მატებს, მაგრამ შეუძლებელია ეს იყოს ის ფაქტორი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა.
კიდევ ვიმეორებ, არანაირი ერის სულიერი მისია არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს, რადგან არც წმინდა წერილი და არც წმინდა მამების ამას არ გვასწავლიან.
ქრისტიანობა არ არის ეროვნული რელიგია. მეტსაც გეტყვი, ის ანტიეროვნული რელიგიაა, რაც პირდაპირ წერია სახარებაში. თუ გინდა ქრისტეს გზას მისდევდე, უნდა დაივიწყო დედაც, მამაც, ერიც და საკუთარი თავიც.
არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. (გალ. 3:28)
This post has been edited by
დათიკო
on 17 Jun 2023, 01:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60466903
· 17 Jun 2023, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველა ფრონტზე წაგებული თემაა მოკლედ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60474884
· 19 Jun 2023, 23:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
განსხვავება მართლმადიდებლობასა და სომხეთის სარწმუნოებას შორის დეკანოზი დავით ქვლივიძე
https://www.youtube.com/watch?v=sNmjc1ViI-M
***
დათიკო
QUOTE
ის რასაც შენ აქ ამტკიცებ, მსგავსია ებრელთა დამოკიდებულებისა,
როდესაც ეროვნება გაიგივებულია რელიგიასთან. რაც, ცხადია, არასწორია!
საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო გახდა და ეს იქმნა
წმიდა სამების წყალობით. რომ არა უფლის ნება, ჩვენზე ეს მადლი არ გადმოვიდოდა.
ეს ღვთივდადგენილი ჭეშმარიტებაა გუშინ, დღეს, ხვალ, მარადიულად ისევე, როგორც ნება ღვთისა,
რომ საქართველო ჩვენი ზეციური დედოფლის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
პ.ს. მე არ ვიცნობ ებრაელთა რჯულს. წმინდა წერილში ისინი ძველი აღთქმის რჩეულ ერად მოიხსენიება.
This post has been edited by
Катеньки
on 20 Jun 2023, 01:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60480184
· 21 Jun 2023, 06:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო გახდა და ეს იქმნა
წმიდა სამების წყალობით.
QUOTE
რომ არა უფლის ნება, ჩვენზე ეს მადლი არ გადმოვიდოდა.
უფალი არ ჭირდება მისიონერის ქვეყანაში შესვლას და იდეის შეტანას. მთელმა ევროპამ გამოიარა იგივე
QUOTE
ეს ღვთივდადგენილი ჭეშმარიტებაა გუშინ, დღეს, ხვალ, მარადიულად ისევე, როგორც ნება ღვთისა,
რომ საქართველო ჩვენი ზეციური დედოფლის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
და რაში გამოიხატება კონკრეტულად ეგ წილხვედრობა? რამე გვაქვს გამორჩეული? ჭაობია აქაურობა და ვისაც თავში ტვინი აქვს გარბის ისე რო უკან აღარ იხედება
QUOTE
პ.ს. მე არ ვიცნობ ებრაელთა რჯულს. წმინდა წერილში ისინი ძველი აღთქმის რჩეულ ერად მოიხსენიება.
მაგ წმინდა წერილის პირველი ნახევარი ებრაელთა რჯული და ფოლკლორია რეალურად. მაგ ზღაპრებზეა ზემოდან დაშენებული მერე თქვენი ძვირფასი დურგლის ამბებიც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60480391
· 21 Jun 2023, 10:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო გახდა და ეს იქმნა
წმიდა სამების წყალობით
წმინდა სამების წყალობით ხდება ზოგადად ყველაფერი. უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება ამ სამყაროში. მაგრამ კონკრეტულად ჩვენ რა შუაში ვართ?
ერთი კითხვა მაქვს:
შეგიძლია მითხრა არის თუ არა რამე დამსახურება რის გამოც ჩვენზე გადმოვიდა მადლი და ამის საფუძველზე მივიღეთ ქრისტიანობა?
მიგაჩნია, რომ რჩეული ერი ვართ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15428
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#60480665
· 21 Jun 2023, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქართველოს სულიერი მისაა გახდეს ევროკავშირის წევრი და შემდეგ, გარყვნილ და გათახსირებულ ევროპელებს ასწავლოს პატრიარქის სადთღეგრძელოების დალევა და მამაოს კურთხევით ცხოვრება
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(24)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0382 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.