ვდებ თამო კეშას პოსტს (სავარაუდოდ ჟურნალისტია)
იმდენი სისულელე და ტყუილი ვრცელდება, იმ ცნობილ სკინტლზე, მოვიცლი, ჯობია და ახლა კარგად მოგიყვებით რა ხდება რეალურად.
ნახეთ, თქვენს გონებაში ჩაჯდა 2 რამ – ერთი, რომ პაპაშვილი ქათმის განავალს, რომელსაც კილოს 5 თეთრად ყიდულობდა, აჭმევდა ძროხებს და მეორე – რომ ამ განავალმა მოკლა ძროხები და დააბინძურა რძე.
შესაბამისად, როცა სიცილ–ტირილმა გაგიარათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მობრუნდით და იკითხეთ, ქათმის განავალი თუ ასე მომწამვლელია, რა იქნება ქათამი?
ხომ?
ახლა მოგიყვებით რეალობას:
არსად არ დასტურდება, რომ ქათმის განავალმა მოკლა ძროხა, ან დააბინძურა რძე.
არაერთხელ შეამოწმა სურსათის უვნებლობამ და არ იყო განავალში მედიკამენტი.
მაგრამ ერთხელა შეამოწმა პაპაშვილმა და იყო – ვახ, რა უცნაურია?
მაგრამ აქ არის პაპაშვილის "თავი დასამარხი" – საკვლევი მასალის აღების ოქმი უკანონოდაა შევსებული, მეტიც გაყალბებულია, რადგან პირმა, თითქოსდა ვინც ესწრებოდა სკინტლის ნიმუშის აღებას, თქვა, რომ არ იყო ადგილზე.
ეს მასა, რომელზედაც პაპაშვილი ამტკიცებს, რომ არის ქათმის განავალი, წაიღეს არააკრედიტირებულ ლაბორატორიაში

ლაბორატორიის მკვლევარი ამბობს, მე არანაირი იურიდიული ძალა არა მაქვს, მხოლოდ კონსულტაცია გავუწიეო

და ხო, ეს ფურცელი სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად.
ამის მერე, რა უსინდისოები ვართ, რომ რაღაცას ვითხოვთ ამ სასამართლოდან.
ამ ყალბი ოქმის და ყალბი დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულება, რომ ქათმის განავალმა მოწამლა ძროხები, არ არსებობს.
სხვა მტკიცებულება, რომ აქედან მოხვდა რძეში მედიკამენტი არ არსებობს.
სხვათა შორის, ეს მედიკამენტი რომ მოხვედრილიყო კიდეც განავალში, არა უშავდა, რადგან ეს წამალი არაა აკრძალული. პრობლემა ისაა, რომ იგი არ გამოიყენება მეფრინველეობაში და გამოიყენება მეცხოველეობაში.
პაპაშვილი ნაკელად ყიდულობდა ამ განავალს, ნაკელის ფასად და არც ერთ ეტაპზე არ უთქვამს, რომ საკვებად იყენებდა, მაგრაამ, რომც ეთქვა, ეტყოდნენ, რას აკეთებთ, ბატონო, ევროკავშირში აკრძალულიაო და ეგ იქნებოდა, თორემ არ გამოიყენება ეს წამალი ქათმებთან, აი, ძროხებთან, კი ბატონო.
ჩირინას ვეტერინარი ამბობს, რომ მე ამ წამალს არ ვიყენებდიო, პაპაშვილის ვეტერინარი ამბობს – კი, მე ვიყენებდი ხოლმეო.
პაპაშვილი იყენებდა ამ წამალს და მაინც ჩირინამ მოკლა

ახლა მოვყვები, პაპაშვილის აზრით, როგორ მოკლა – ამ ანტიბიოტიკმა დაასუსტა საქონელი და სისუსტით დამეხოცაო...
ანუ, დასუსტდა, დასუსტდა და მოკვდაო.
ოღონდ, აგვისტოში რომ დაიწყო ქათმის განავლით გამოკვება, აგვისტოშივე რაც დაეხოცა, იმასაც ამათ აბრალებს და ასე უცებ, ვერ დახოცავდა საკვებიდან მიღებული ანტიბიოტიკი.
თაღლითობის მთელი თაიგულია, ხალხო.
ჭკუიდან გადაგიყვანთ სანტეს პასუხი – რამდენჯერმე აღმოვაჩინე რძეში ანტიბიოტიკიო და მაინც იმათგან ყიდულობდა. პირველად რომ აღმოაჩინა, კი არ დაურეკა სურსათის უვნებლობას, კი არ გაასაჯაროა, კი არ შეუწყვიტა კონტრაქტი.
აგროჰაბი ამტკიცებს, როცა მაგათგან რძეს ვყიდულობდი, არ ვიცოდი რას აჭმევდნენო და კიდევ, მე კი ვამოწმებდი რძეს, მაგრამ მაგ დროის საბუთები არ მაქვს შენახულიო

სურსათის უვნებლობა ამბობს, კიო, დარღვევააო, ასე კვებაო, მაგრამ რა ჯარიმა დააკისრა, რამე გააკეთა, თუ არა, არ ამბობს.
აი, თავის დროზე რომ არ გამოითხოვა არც ერთმა უწყებამ მისგან ეს დოკუმენტები, ამიტომაა ახლა დიდ გულზე.
ასევე, როცა საქონელს უკეთებ ტეტრაციკლინს, 8 დღე მინიმუმ, მისი რძე არ უნდა გამოიყენო – ხოდა, გეკითხებით, ადამიანი, რომელიც ფულის გამო გვხოცავდა, 5 თეთრად ყიდულობდა ნაკელად განავალს და აჭმევდა ძროხებს, თუ იგივე ძროხას თავად უკეთებს ტეტრაციკლინს და რომ უკეთებდნენ ხოლმე, ეგ დაადასტურეს, 8 დღე არ გაყიდის იმ რძეს? მაგას იზარალებს?
თაღლითობის მთელი თაიგულია აქ.
ჯერ არაკეთილსინდისიერი გარიგება – ყიდულობ "საკვებს", ნაკელის ფასად.
მერე – საქონლის დახოცვა ანტიბიოტიკით, თურმე, იმავე დღეს ლამის, როცა ეს განავალი მისცა როგორი ტყუილია.
მერე ეს ყალბი ოქმი დასკვნისთვის.
მერე ყალბი დასკვნის, კონსულტაციის გასაღება დასკვნად და ამის სასამართლოსთვის შეტენვა.
მერე, რძეში სანტემ აღმოაჩინაო, ანტიბიოტიკიო, არადა, ის ყიდდა ამ რძეს, მას უნდა შეემოწმებინა.
მერე, ევროკავშირში ყველგან არაა აკრძალული ქათმის განავალი საქონლის საკვებადო და ეგაც ტყუილია.
მისდგნენ ახლა პაპაშვილის დაქირავებულები, ვინც მისი რძის ბიზნესით ხეირობს და შეესივნენ ქათამს.
ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი კიდევ, თურმე, მარტო სათაურებს კითხულობს.
რავი, სანამ რამეს დაწერთ, ხალხო, ან გაიკითხოთ, ან წაიკითხოთ, ან გაიგოთ, – არა?
ტიპი ისეთი თაღლითია, რომ 5 თეთრად რომ აჭმევდა საქონელს, მათ რძეს ყიდდა მაღალ ფასად – გამოვლენ მერე და დაიწყებენ, რა ქნას ქართულმა ბიზნესმა, ძვირი უჯდება წარმოება, მაგიტომ ვერ იხდის მაღალ ხელფასს, მაგიტომ ღირს პროდუქტი ძვირი.
არა, ხალხო, იმიტომ არ იხდის ხელფასს, რომ მასაც, ივანიშვილივით მონები სჭირდება და იმიტომაა მისი პროდუქტი ძვირის – რომ ღორია, თაღლითი ღორი.
აბა, ღორი არ იყო, 5 თეთრად აჭმევ, აკრძალულს, იცი, რომ ხალხს დასახოცად გვიმეტებ, იქეთ უჩივი, დოკუმენტებს აყალბებ და 5 მილიონს ითხოვ, ისე, რომ ეს მკვდარი ძროხებიც კი არსად ჩანს და საერთოდაც, დაეხოცა, თუ არა, ეგაც არ ვიცით რეალურად და თან რძეს რა ფასი აქვს!
მოკლედ, ეს საქმე, ჩემგან შეფასებულია საუკუნის აფიორად და ეს არის თაღლითობის სქემა და არა სკინტლის სკანდალი.
და ამ თაღლითობის სქემის მონაწილეა სახელმწიფო, სამწუხაროდ! თავის სურსათის უვნებლობით, თავის პროკურატურით, რომელსაც ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე უნდა ჰყავდეს უკვე პაპაშვილი დაკავებული და თავის სასამართლოებით და თავის ბიზნესასოციაციებით და ა.შ,
აი, რა ნაძირალაა სურსათის უვნებლობა, რომ არასწორად ტრიალებს ინფო და სდუმს, ამდენი დღეა ამდენი ადამიანი ნერვიულობს და სდუმს, იმასაც კი არ ამბობს, ეს დახოცილი საქონელი ვჭამეთ, თუ დამარხეს, თუ არ იცის.
ხოდა, ამ საქმეს ვეღარ შეკერავთ, არ შეგაკერინებთ!
პ.ს.
მეგობრებო, ყველა ეს ფაქტი მოცემულია რადიო თავისუფლების მასალაში, მე მხოლოდ გადმოგეცით, ასე ვთქვათ, მოკლე ვარიანტად და ჩემი შეფასებით. საერთოდ არ ვგეგმავდი ამ თემაზე რამის დაწერას, მაგრამ დავინახე, რომ ბევრმა მხოლოდ სათაური წაიკითხა, ნაწილმა მხოლოდ პირველი აბზაცი, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებია, რომლებიც დაგვრჩა ამასობაში ყურადღების მიღმა. გარდა იმისა, რომ არ უნდა დაგვრჩენოდა ეს ყურადღების მიღმა, ვინც ბოლომდე არ წაიკითხა, მას დარჩა არასწორი შთაბეჭდილება, მაგალითად, ეგონა, რომ რაკი პაპაშვილი უჩიოდა, ესე იგი მას მტკიცებულება ჰქონდა, რომ საქონელი ამის გამო დაეხოცა, ან იმის მტკიცებულება, რომ ამის გამო დაბინძურდა რძე და ა.შ
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)