#61652527 · 29 Oct 2024, 13:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ დავიწყებ იმით, როგორ მოვხვდი დამკვირვებლად (მნიშვნელოვანია). მინდოდა დამკვირვებლად დარეგისტრირება არასამთავრობოების კოალიცია რომ გაკეთდა. რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ბოლოს ერთერთმა პარტიამ დამაკავშირა ერთერთ არასამთავრობოს და მომცეს საშვი ჩემ უბანზე. მგონი მთელ ოლქში მარტო მე ვიყავი დამკვირვებელი ამ არასამთავრობოდან.
აქაც დავწერე უკვე ბევრჯერ, რომ რეგისტრატორების მაგიდები მიდგმული იყო კედელთან და ამაზე საჩივარიც დავწერე. დარჩა რეაგირების გარეშე. არ გვქონდა შესაძლებლობა კარგად დავკვირვებოდით პროცესს.
მეორე დღეს აქ დაიწერა, რომ რეგიონებში მამაკაცებმა საეჭვოდ ბევრი ხმა მისცეს ქალებთან შედარებით. ჩემ უბანზეც 127-ით მეტმა კაცმა მისცა ხმა. დიდი ალბათობით კარუსელი დაატრიალეს და ვიდეო კამერების (ამ და ახლოს მყოფი უბნების) ამოღებით ეს დადასტურდება.
ამის შესახებ ვუთხარი იმ პარტიის წარმომადგენელს, ვინც დამეხმარა დამკვირვებლის საშვის შოვნაში. ყურადღება გამოიჩინა და საჩივრის დაწერას ვაპირებდით საოლქოში. მაგრამ როგორც მხოლოდ ერთი უბნის დამკვირვებელი ვერ მოვითხოვდი რამოდენიმე უბნის ვიდეოებს, ამ პარტიის წარმომადგენელი საოლქოში აპირებდა საჩივრის დაწერას. დაურეკეს ამ პარტიის ხელმძღვანელობას და სთხოვეს იურისტის დახმარება. დაგვპირდნენ დახმარებას (ონლაინ შეგვიძლია საჩივრის გაგზავნაო) და ჩემი ნომერიც ჩაიწერეს.
უკვე 2 დღე გავიდა და მათგან რეაგირება 0. ვცდილობდი გარკვევას რატომ არ რეაგირებდნენ და მპირდებოდნენ, რომ დამირეკავდნენ. ან ვერ ხედავენ ამ ქეისში პოტენციალს ან ###ზე კიდიათ.
მოკლედ, თუ რომელიმე პარტიას და არასამთავრობოს აქვს დახმარების სურვილი, გამოვითხოვოთ ამ უბნების ვიდეო ჩანაწერები და 127 კაციდან 20-ის გამოჭერა როგორ ვერ მოხერხდება.
|