#61662826 · 1 Nov 2024, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(ქოცნება მოდელირებულ ცხოვრებაში გვაცხოვრებს. მე კი მოდელირებულ სიტყვას გთავაზობთ - სფიჩს) ძვირფასო წაგებულებო - თქვენმა დასახელებულმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლობა ვერ შეინარჩუნა, იმ მას ჩამოართვა ქართველმა ხალხმა. ამიერიდან მას მოუწევს დასჯერდეს საქართველოს პარლამენტში ყველაზე დიდ ფრაქციობას და შესაბამისად, იზრუნოს, მოიპოვოს და განხირციელოს ის კეთილი სურვილები, რის აღმასრულებლად თქვენ ის საუკეთესო ძალად მიგაჩნიათ. კერძოდ, ვერავინ შეუშლის ქართულ ოცნებას იზრუნოს თქვენს უფლებებზე, პენიტეციალური სისტემის მანკიერებათა აღმოფხვრაზე, შრომით კანობმდებლობაზე, კერძო ქონების ხელშეუხებლობაზე, სოც დაუცველებსა და ნებისმიერ სხვა ასპარეზზე, რომელსაც დაისახავს მიზნად თქვენთან ერთად. მოგიწოდებთ განაგრძოთ მათ მიმართ ერთგულება და მათი მხარდაჭერა - კოალიციური ხელისუფლების მრავალფეროვნება ხელისუფლების სიძლიერეა.
ამასთანავე
მოგილოცავთ რომ თქვენი მთავარი მესიჯი გაგებულია და ჩვენ რეალურად გვაქვს უკეთესი ბერკეტები თქვენი სურვილების აღსასრულებლად.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ მიეცით ხმა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ღია კონფრონტაციაშია ევროპასთან, თქვენ არ ხართ ანტიევროპულად და პრორუსულად განწყობილნი. თქვენი არჩევანი ეყრდნობოდა ორ კოლოსს - პირველი: მესამე მსოფლიო ომი პროგრესშია, ცეცხლის რკალი საქართველოს გარს უვლის, და მთავარი მისია საქართველოსი ამ საშიშ პერიოდში, არის, არ მოვხვდეთ ცეცხლის რკალში, ჩვენ წარმოვადგენთ კოალიციურ პარლამენტს და ხელისუფლებას, რაც გარანტირებულად ნიშნავს რომ რუსეთს დაპყრობის გეგმაში ჰქონდეს არა დაიყოლიოს ქართული ოცნების ერთი იერარქია, არამედ მოდრიკოს კოალიციური ხელისუფლების ყველა ეშელონი - ანუ, ჩვენი საქართველოს დაპყრობა არის გაცილებით უფრო ძნელი ამოცანა, ვიდრე ქოცნების საქართველოსი, რაც იმუშავებს დაპყრობილობის პრევენციად - რუსეთი არ გადაიხდის ისეთ ფასს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისათვის, რომელი ფასიც იქნება 10-ჯერ მეტი, ვიდრე ეს ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში გექნებოდათ. ზეგ მრგვალი მაგიდის გარშემო იკრიბება საქართველოს ყველა პრეზიდენტი და გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას რუსეთის მიმართ, რომ საქართველოში სრული კონსენსუსი არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმპერიის შემადგენლობაში არცერთი პირობით არ დაბრუნდება. ამას ხელს მოაწერს სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი.
მეორე კოლოსი, რასაც ეფუძნებოდა თქვენი ერთგულება ქართული ოცნების მიმართ, ეს არის ეკონომიკური წარმატება. მოგახსენებთ რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დახარჯა 134მილიარდი 12 წლის განმავლობაში, ხოლო წინა ხელისუფლებამ, დაიწყო ერთი მილიარდიდან, დახარჯა 34 მილიარდი და თუ შეადარებთ წინა ხელისუფლებისა და ქართული ოცნების დანატოვარს, ქართული ოცნების დანატოვარი ჩამორჩება ნაციონალური მოძრაობის დანატოვარს. ეს ილუსტრაციაა იმისა, რომ ქართული ოცნება ბიუროკრატიულ კორუფციულ ჯიბეებში იჩურთავდა საერთო ფულს და გაცილებით ნაკლებ საქმეს აკეთებდა, ვიდრე იგივე ფულად შეძლებდა სხვა, რაციონალური ხელისუფლება. ანუ, ორივე კოლოსზე, როგორც მშვიდობის შენარჩუნებაზე ასევე ეკონომიკურ წინსვლაზე, ჩვენი ხელისუფლება - ახალი დემოკრატიული , კოალიციური სახელმწიფო იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლება.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|