2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქოცობის მიერ "აღებული ხმების" რაოდენობა პირდაპირ პროპორციულია არჩევნებში კაცების ანომალიურად მაღალ მონაწილეობასთან.
მოკლედ რომ ავხსნათ, ყველა რეგიონსა თუ რაიონში სადაც კი "ოცნებამ" მაღალი პროცენტი აჩვენა, ფიქსირდება ანომალიები კაცების მაღალ აქტივობასთან დაკავშირებით.
ზოგადად ყველაფერს აქვს თავისი პატერნი, ანუ იგივე დიაგრამა, ერთხელაც როდესაც წლების განმავლობაში განმეორებითი დიაგრამა ირღვევა, ესეგი იქ მოხდა ჩარევა. 2024 წლის არჩევნებზე ეს დიაგრამა დაირღვა, დაფიქსირდა ანომალია, და ეს ანომალია "კაცების მაღალი აქტივობაა". განსაკუთრებით რაიონებში.
მოდი ვნახოთ კონკრეტულად, დიაგრამა გვაჩვენებს, რომ არჩევნებში ქალები მეტად მონაწილეობენ ვიდრე კაცები, ეს იმიტომ, რომ დემოგრაფიულად ქალები კაცებზე მეტნი არიან. 2016 წლის საპარტლამენტო არჩევნებზე ქალების გამოცხადება 40 ათასით მეტი იყო კაცებზე, 2017 წლის არჩევნებზე 9 ათასით მეტი იყო.
2017 წელს 927 ათასი ქალი მოვიდა არჩევნებზე, კაცი კი - 887 ათასი.
2024 წელს კი 961 ათასი ქალი მოვიდა არჩევნებზე, 34 ათასით მეტი, მაგრამ კაცი - მილიონ ასიათასი. 213 ათასით მეტი, რაც ანომალიაა.
ცესკოს ოფიციალური სტატისტიკა - 2024 წელი

ცესკოს ოფიციალური სტატისტიკა - 2016 წელი

ამ სტატისტიკაში ხედავთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე 140 ათასით მეტი კაცი გამოცხადდა ვიდრე ქალი, დაფიქსირდა ანომალია, ესეგი მოხდა ჩარევა.
მოდი ეხლა ვნახოთ ის, თუ ქოცებმა რა პროცენტები აიღეს კონკრეტულად დასახლებების მიხედვით:
დმანისში აიღეს - 75%. კაცების აქტივობა - 31%, ქალები - 23%
ამბროლაურში აიღეს - 64%. კაცების აქტივობა - 41%, ქალები - 29%
ბორჯომში აიღეს - 61%. კაცების აქტივობა - 34%, ქალები - 26%
ლანჩხუთში აიღეს - 61%. კაცების აქტივობა - 34%, ქალები - 27%
ქედაში აიღეს - 68%. კაცების აქტივობა - 47%, ქალები - 27%
ცაგერში აიღეს - 63%. კაცების აქტივობა - 41%, ქალები - 25%
ხობში აიღეს - 58%. კაცების აქტივობა - 35%, ქალები - 25%
მოკლედ, ამის წერა შეიძლება უსასრულოდ, მოდი ეხლა ვნახოთ თბილისი:
ვაკეში აიღეს - 38%. კაცების აქტივობა - 34%, ქალები - 35%
საბურთალოზე აიღეს - 39%. კაცების აქტივობა - 32%, ქალები - 34%
გლდანში აიღეს - 40%. კაცების აქტივობა - 28%, ქალები - 28%
რუსთავში ქოცებმა აიღეს - 41%. კაცების აქტივობა - 26%, ქალები - 32%
ქუთაისში ქოცებმა აიღეს - 47%. კაცების აქტივობა - 25%, ქალები - 27%
ბათუმში ქოცებმა აიღეს - 49%. კაცების აქტივობა - 30%, ქალები - 30%
როგორც ხედავთ, გენდერის მიხედვით აქტივობაში უზარმაზარი სხვაობაა ქალაქებსა და რაიონებს შორის.
კარგი მოდი დავუშვათ, რომ ქოცები პოპულარულები არიან კაცებში და ამით აიხსნება ეს ყველაფერი, მაგრამ ლოგიკაში მაინც არ ჯდება. თუ ქოცები მეტად პოპულარულები არიან კაცებში, მაშინ თანაბრად პოპულარულები იქნებოდნენ თბილისელ, დმანისელ, ქუთაისელ თუ ქედელ კაცებში. აქ განსხვავებას არ უნდა იძლეოდეს.
ასევე 2016 წელს, რაიონებში კაცების და ქალების აქტივობა თითქმის იდენტური იყო.
ყველაფერი აიხსნება მარტივად, ქოცობამ მასიურად დაატრიალა კარუსელი. როგორც წესი კარუსელში იყენებენ კაცებს, რადგან უწევთ ბევრი გადაადგილება უბნიდან უბანზე. კი, გადაადგილება ხდება ორგანიზებულად ავტომანქანების საშუალებით, მაგრამ მაინც.
ზუსტად ამით აიხსნება კაცების ესეთი ანომალიური აქტივობა ქოცების სასარგებლოდ. ქოცებმა სხვისი ID ბარათებით, ან სულაც ამოწერილი პირადი ნომრებით, მინიმუმ 140 ათასიანი კარუსელი დაატრიალეს, ეს მინიმუმ.
ერთ კაცზე გაცემულია სადღაც 30-60 ID ბარათი, ან სულაც ამოწერილი პირადი ნომრები, კარუსელში მონაწილეობდა რამოდენიმე ათასი კაცი.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ უბნებზე ცესკოს რეგისტრატორები მთლიანად ქოცებისგან შედგებოდა, რეგისტრატორები კი ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით რაიონებში ხელს უშლიდნენ დამკვირვებლებს დაკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს. ასევე მოშლილი იყო მარკირების პროცედურები, ეს ფაქტებიც ადატურებს იმას, რომ კარუსელი აქტიურად მუშაობდა.
შესაბამისად, გაყალბების სქემაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულში მონაწილე პირების რაოდენობა რამოდენიმე ათას კაცზე გადის.
This post has been edited by გიო88 on 31 Oct 2024, 16:34