#61763249 · 7 Dec 2024, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია ვამბობ, რომ "არჩევნებამდე ქოც-ხროვა და აწ უკვე ქოც-ხუნტა 37-იანებს მოგვიწყობს თქო. და აჰა, იწყება. დაძრწიან ნეობერიები და შავპლაშიანი კომისრები. მხოლოდ მომიტინგეებს ვერ სჯერდებიან და ტერორი და დაკავებები დაიწყეს უკვე მეტროში, ქუჩებში, სახლებში. ხუნტა იმიტომა ხუნტა, რომ ის არ ექვემდებარება არავითარ კანონს. უკანონო ხუნტას არაფერში ადარდებს კანონი. როგორც 37-იანებში, მათთვის "ხალხის მტერია" ყველა განათლებული, მოაზროვნე, ინტელექტუალი, ხელოვანი, ყველა, ვინც ქვეყნის და პიროვნების თავისუფლებას იცავს და აქტიურობს ამ მიმართულებით. მათ სჭირდებათ მხოლოდ მათსავით გაპირუტყვებული მასა, რომელიც მათ გულებს უდებს , აღმართულ ცერა თითს უჩვენებს და, რახან აზრის და არგუმენტის ჩამოყალიბება და გააზრება არ შეუძლია და ამიტომ მხოლოდ სალაქუცო სიმბოლოებით გამოხატავს მათივე პირუტყვობას. ყველაზე განათლებულები ამ პირუტყვებში, შემოიფარგლებიან მაქსიმუმ რაიმე ერთი სიტყვით, როგორიცაა - წარმატებები, ამინ, დასცხეთ და ა.შ. ხუნტას ჰყავს მაქებრები საპატრიარქოში, თანამედროვე მწიგნობრები თვით ანთროპოსოფიული საზოგადოებიდან, რომელიც თავისი არსით სულის მეცნიერებაა და აბსოლუტურად საპირისპირო რამ ვიდრე ხუნტა და ხუნტის ბრუტალური არსი. სამწუხაროდ ამ სულისმეცნიების მიმდევრებშიც გაჩნდნენ ახალი მწიგნობრები, როგორც ქრისტეს განკაცების დროს იყვნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები, რომელთაც შეასრულეს ჯვარცმის რიტუალი. საკმაოდ დიდ ლეგიონს ჰქმნიან ისინი. ძალზე დასანანია, რომ ამ მწიგნობართა რიგში აღმოჩნდა თვით კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, რომელიც ხან ქოცების ატაშე თუ დესპანი იყო, ახლა კი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ევროპელებსაც კი არ უშვებს მის განკარგულებაში მყოფ შენობაში. ის ჩემი ფბ. მეგობარი იყო თუ არის და ბევრჯერ "ლაითად" მივანიშნე იმაზე, რასაც ახლა პირდაპირ და რაიმე "გალაითების" გარეშე ვამბობ. ბატონ ზვიად გამსახურდიას დროს გავიფორმეთ დამოუკიდებლობა და ახლა ხუნტა ამ დამოუკიდებობის უკუგადაცემა-დაბრუნებას ახდენს რუსებისთვის. არც ერთი საპროტესტო წამოლუღლუღება კონსტანტინეს მხრიდან! დასანანია. ბეწვის ხიდზე გავდივართ. მხოლოდ ჩვენი ერის პოზიტიური ნაწილის დიდი ძალისხმევით, დაუღლელობით და ზანტი ევროპული და დასავლური დახმარებით თუ შევძლებთ ამ ბეწვის ხიდით გაღწევას ნათელ მხარეს. ნათელ მხარეს გაღწევის დიადი პერსპექტივის იმედით და რწმენით, ერთად დგომით, დაუღლელობით და უშიშრობით გავალთ სამშვიდობოს. დაე იყოს ასე!
This post has been edited by dylan on 7 Dec 2024, 12:46
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|