მეგობრებო,
ერთ-ერთი იუზერი ჩამაცივდა და ძალიან საინტერესო ფორუმული თემის იდეაც გამომაცხობინა ფაქტიურად. ამისთვის დიდი მადლობა მას!
დამეთანხმებით, რომ ხშირად რაღაც თემას გახსნი, იშრომებ, იწვალებ, რაღაც სიჭკვიანესა თუ სისულელეს დაწერ და ამ დროს ფორუმელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი ძირითადად არა უშუალოდ თემით ინტერესდება და მსჯელობაში შემოდის, არამედ იმით, თუ "ვინ ხარ", "გიხდიან თუ არა", "ვის საქმეს ასრულებ", "რა მიზანი გაქვს", "რა შედეგის დადება გსურს" და ა.შ.
პირადად ჩემს მიმართ ასეთ დაინტერესებას მივესალმები და მადლობა, მაგრამ ხშირად შეუძლებელია ერთსა და იმავე კითხვებზე ათასჯერ პასუხი, დამეთანხმებით, ამიტომ ხშირად მიფიქრია მაგალითად, ცალკე თემა სპეციალურად ამისთვის ხომ არ გავხსნა მეთქი სათაურით: "შავლეგას შესახებ ხშირად დასმული კითხვები FAQ"
ვფიქრობ სულაც ეს თემა ხომ არ გამოვიყენო ამ მიზნისთვის...
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგი სერიოზულად ღელავს, რომ აი ეს იუზერი ახლა ვიღაცეებს გადააფიქრებინებს რაღაცას და ჩვენ უფრო ნაკლები ან უმცირესობაში დავრჩებით ან სულაც გავქრებითო...
საინტერესოა, ზოგადად როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, მართლა გვგონია, რომ ვინმე აქ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენას ვახდენთ? არადა, მე მგონია, რომ ორთქლის გამოსაშვებად უფრო ვიყენებთ ფორუმს და იშვიათობაა ისეთი იუზერი ან თემები, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას.
გთხოვთ, უპასუხოთ, პირადად თქვენ როგორ უყურებთ საკუთარ თავს, ფორუმზე ყოფნითა და მოღვაწეობით ახდენთ ფორუმული ან უფრო ვრცელ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას?