"რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა საბუთები, რომლებიც რუსეთმა უკრაინას გადასცა 2022 წლის 7 მარტს. ომის შესაჩერებლად რუსეთმა წამოაყენა შემდეგი პირობები.
1) უკრაინა ამცირებს შეიარაღებულ ძალებს 50 000 ადამიანამდე (მათ შორის 1500 ოფიცერი). ეს 5 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის დასაწყისში ყავდა უკრაინას.
შეთანხმების პირობებით უკრაინისთვის დაშვებული ქინებოდა მაქსიმუმ 4 გემი, 55 ვერტმფრენი და 300 ტანკი. 2022 წლის მდგომარეობით ეს ბელარუსის ჯარზე ნაკლები ტექნიკა იყო.
2) უკრაინა პირობას დებს არ შექმნას, არ იყიდოს და არ განათავსოს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სარაკეტო შეიარაღება, რომელიც 250 კილომეტრზე მიფრინავს.
ამის გარდა რუსეთი იტოვებდა უფლებას მომავალში უკრაინას აუკრძალოს ნებისმიერი სხვა ტიპის შეიარაღების შექმნას, რაც უკრაინაში შეიძლება ეწარმოებინათ და რუსეთს ჩაეთვალა საჭიროდ რომ არ უნდა აწარამოონ3) უკრაინა აღიარებს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებლობას, თანაც მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში. ანუ უკრაინა უნდა გასულიყო იმ ტერიტორიებიდანაც რასაც აკონტროლებდა.
4) უკრაინა იღებს დონბასის აღდგენის ხარჯებს, რაც 2014 წლის კონფლიქტის დროს დაზიანდა.
5) რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ყველა სანქცია უქმდება. როგორც საერთაშორისო, ასევე უკრაინული.
6) რუსული ენა ისევ სახელმწიფო ენა ხდება. უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ყველა უფლება და ქონება უბრუნდება.
7) უკრაინა პირობას დებს რომ აღარ აკრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას
8) რუსეთი ასევე ითხოვდა რომ უკრაინამ აღადგინოს ყირიმის წყლით მომარაგება.
რაც მთავარია
9) ნეიტრალური სტატუსი და NATO-ზე სამუდამო უარის თქმა. შემდგომში როცა რუსებმა ნახეს რომ ომს ვერ იგებენ, პირობები ოდნავ "გააუმჯობესეს", მაგალითად ჯარის ზომა 50 000-დან 85 000-მდე დაუშვეს. ძალიან მაგარი შეთავაზება იყო! (არა)
როგორ გაბედა ზელენსკიმ და არ დათანხმდა ამ მაგარ პირობებს
როგორ ჩაითრია ქვეყანა ომში
როგორ ვერ აარიდა ქვეყანას ომი
რას ფიქრობთ ბატონებო?
https://www.radiosvoboda.org/a/rfe-rl-rosij...a/33185063.html