აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სამუშაო საუზმემდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებმაც გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ მშენებლობას დაუჭირეს მხარი.
„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. გერმანია რუსეთის ტყვეობაშია. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/50...kontrolebs.htmlჩვენ როდის გავახსენდებით ბიძია ტრამპს?
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“