HunterchupaColibrASainTგუშინ ვეღარ მოვიცალე და დღეს დავშალე და შევცვალე,
თხევადი მეტალი აღარ უნდა გამოიყენო რა არსად, ჯერ საშინელი გასაწმენდია, მერე გადადის ზედაპირებზე და აზიანებს დროთა განმავლობაში, (სურათები სპოილერშია) მერე თუ დაგეწვეთა დედაპლატაზე დაამოკლებს, ანუ ძაან ფრთხილად უნდა იყო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Thinkpad P1 Gen 5 არის ჩემი ლეპტოპი, i7 12800H (100w და გათიშული მაქვს e-core-ები) და RTX 3070Ti (80W)
თავის ორიგინალ თხევად მეტალზე (მარტო CPU, GPU თერმოპასტაზე იყო რატომღაც) დატვირთვაზე ხომ 100 მდე ადიოდა, მერე სიხშირეებს აგდებდა და ბორძიკობდა 1.7-2.7 GHz-ზე
GPU-ც 90 მდე ცხელდებოდა და ისიც 500 MhZ-ზე აგდებდა სიხშირეს, ფანები კი რეაქტიული ძრავებივით უბერავდა
PTM 7950 რომ დავადე ორივეზე, ახლა CPU დატვირთვაზე ისევ ადის 97-99 ℃-ზე, მაგრამ ხანგრძლივად ინარჩუნებს სიმძლავრეს (100w) და სიხშირეს (3.4-3.7 Ghz all core) და ვენტილატორის ხმაურიც გაცილებით ნაკლებია ამავდროულად,
GPU დატვირთვაზე კი ახლა 90-მდეც არ გაცხელებულა და სიხშირეები 650-700 Mhz ეკავა უპრობლემოდ
მოკლედ ჩემგანაც დიდი + PTM 7950-ს, თან რაც უფო მეტი გაცხელება/გაგრილების ციკლი აქვს, მით უმჯობესდება დროთა განმავლობაში (სავარაუდოდ უფრო "ერგება" კონკრეტულ ზედაპირებს), თან დიდი ალბათობით ლეპტოპის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში შეცვლა არ დაგჭირდება
რავ შეეხება ყიდვას, აქ გარკვეული პრობლემებია,
ამაზონზე, ებაი-ზე, ბლომადაა რომ ჩაუწერო, მაგრამ არაა გამორიცხული რომ არ იყოს კარგი ხარისხის,
მე რომელი სელერისგანაც ვიყიდე გამომადგა (სხვა ლეპტოპზე ვსინჯე მანამდე) და ახლა აღარ ყიდის საერთოდ,
ebay7 არის კიდევ ერთი სადაც შეიძლება იშოვოო, მაგრამ თუ გარანტირებული ხარისხი გინდა, ლაინუსისგან იყიდო უნდა (თუმცა შედარებით ძვირია სადღაც 20%):
https://www.lttstore.com/products/ptm7950-p...nge-thermal-padან გარისკო და სინჯო ნებისმიერი და თუ გამოგადგა შეუკვეთო ბლომად და ჩააგდო საყინულეში (ცივის დადება უფრო მარტივია)
ისე მონაცრისფროები არის უკეთესი როგორც ჩანს
16×8 სმ-ზე ვიყიდე მე 23 დოლარად (0.18 დოლარი /1 კვადრატულ სანტიმეტრზე) და LTTSore-ზე 20×16 არის 70 დოლარად ანუ 0.22 დოლარი/ კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით (შიპინგი მგონი უფასოა, ან usa2georgia-თი ძაან იაფი გამოვა)