მეგობარნო
სამწუხაროდ არ მაქვს ის ბაზა საუკეთესო ნოველებზე ვიმსჯელო
ძალიან ვულგარულად ვიტყვი
პირანდელო თუ კალვინო მახსენდება ამ წამს
უფრო მოძველებული

ოჰენრი
ბოლო დროიდან
მახსენდება არ მახსოვს ვინ ცნობადი სახეა და მწერალი არაა, ცოლი მოუკვდა და ნოველა აქვს ცოლი რომ უსახლკარო ძაღლს აჭმევდა (ჟურნალში იყო მგონი ლიტ-პალიტრაში) დოკუმენტური სენტიმენტალური ბელეტრისტული :დ
ასევე უზრდელურია :დ მაგას "ბიტნიკ კლასიკობშიც" ვერ ვიტან მაგრამ ზურაბ ლეჟავა დამაფიქრებელ-სასაცილო-რეალისტურებს წერდა
ასევე ჟან ჟიონო ხეებს რგავდა კაცი ჩამრჩა :დ
ახლახანს მონრო-ქალი მწერალი ნობელიანტი არის ქართულად თარგმნილი? დევს სადმე? რაღაც წავიკითხე მანგლისურად აქვს ნიჭი :დდ
ასევე ცოტა საშუალოდ ძველი და გალეანო, თარგმნილია?
მთლად კაფკას მოკლე ისტორიები არ მინდა და არც გრძელი "1 დღიანი"
აი ტიკტოკ მაინდმა რომ გავქაჩო
მირჩიეთ რამე
დანაშაულია გაუნათლებლობა ციხეში უნდა იჯდეს კაცი რომელიც არ კითხულობს :მად:ან ძველი ჟურნალები გადასაყრელი თუ გაქვთ მე წავიღებ რამეს ამოვქექავ (ვხუმრობ მეზარება)
პ.ს. დავსერჩე თემა ვერ ვნახე "ნოველა" ან "ნოველები" ამ კონტექსტით (სადაც ასახელებენ საუკეთესოებს და ურჩევენ ერთმანეთს :დ)