#61680113 · 8 Nov 2024, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
Passat b5 4motion, 2000 წლის, ყველაფერი მუშაობს. რა გამოვცვალე და როდის ყველაფრის ფურცლები მაქვს, რა გამოვიწერე ინტერნეტიდან მაგასაც განახებთ. 5-40 სინთეტიკას ვასხავ 11 წელიწადია და ვცვლი 8000 კმ-ზე . სალონი ტყავის შენახული. თუ ტრასაზე გიწევთ ძირითადად სიარული მაშინ 8 ლიტრია წვა(80 კმ/სთ), ქალაქში გააჩნია საცობს. დაახლოებით 12-14 ლიტრს. გარბენი 152000კმ, ვინ კოდით გადაამოწმეთ WVWUH23B1YE323569, 63000 კმ(39 000 მილით) ჩამოვიდა და დანარჩენი საქართელოში გაიარა. პროფილაკტიკის მიზნით 111000 კმ გარბენზე კოლოფში შევცვალე ზეთი და ფილტრი. ზეთი პენტოსინი atf 1(ავტობანში ნაყიდი) ჩავასხი. შეცვლილი აქვს ძრავის და კოლოფის ბალიშები. ასევე შეცვლილი მაქვს რასპრედვალის(ეს ტყვილა შემაცვლევინეს) და კალენვალის სენსორები, ორივე ახალია დაყენებული, გამოვიწერე. ასევე გამოვცვალე წყლის ტემპრერატურის სენსორი. კონდიციონერი მუშაობს, ჟანგი არ აქვს, ტექდათვალიერება გავლილი. აქვს თავისი ქარხნული კატალიზატორი(არა უნივერსალური), გამონაბოლქვის მაჩვენებელი, 7-ჯერ ნაკლებია დასაშვებზე.
This post has been edited by EDSONA on 8 Nov 2024, 19:14
|