#61612945 · 18 Oct 2024, 09:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ვნახე სხვენში გაკეთებული ბინა. ძველ კორპუსში მგონი ლვოვის პროექტია ბინა ძაან მომეწონა, მაგრამ სინკარებებია აწეული და ეს რამდენადაა დაშვებული და უსაფრთხოა თუ არა. პატარა მიწისძვრა რომ მოხდეს, თავზე არ ჩამომემხოს ჭერი მე თვითონ მეცხრეზე, ბოლო სართულზე(ჩეხურ პროექტში, რომელსაც დაბალჭერიანი სხვენი აქვს) გავიზარდე და ჩვენც გვინდოდა სხვენის ჭერის ზემოთ აწევა და მეორე ბინის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი რატომ მამაჩემმა არ გააკეთა(ან ვერ გააკეთა), მითუმეტეს რომ არქიტექტორი იყო. ოკ მამაჩემი ცოტა ფეხებზემკიდია ტიპი იყო, და შეიძლება დაეზარა, ან დაიკიდა, მაგრამ მაგარი მაყუთა და გაქექილი ტიპებიც ცხოვრობენ ჩემი კორპუსის მეცხრეზე, მაგრამ არავის აუწევია, მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზებული აქვთ. ეს მაფიქრებუნებს, რომ არ შეიძლება და ამ ტიპს, ვისთანაც მე ვაპირბ ყიდვას, არაკანონიერად აქვს აწეული (რაც დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ საშიშია იქ ცხოვრება ). ერთი ის ვიცი, რომ სინკარებებით აშენებული კორპუსი შეიძლება დომინოსავით დაიშალოს და ასე აწევა-დაწევა სავარაუდოდ არ შეიძლება, ან მაშინ პროფესიონალმა პროფესიონალურად უნდა გაკეთოს და ვის შევამოწმებინო რამდენად კარგადაა გაკეთებული. ამ ბინას საბუთები კი წესრიგში აქვს, საკადასტრო კოდით და ყველაფრით, ბანკშიც კი უდევთ თურმე.
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|