#61690538 · 13 Nov 2024, 09:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი არაა, კოპი პეისტია ფბ-დან. არ ვეთანხმები ბოლოს (კისერიმც უტეხნიათო) მსჯელობა არის ხარისხიანი.
"ჰოოოოოოოო აი ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავია. იმიტომ, რომ РИА Новости არ არის ნახევრად კერძო Комсомольская правда, სადაც ასეთებს (სეპარატისტთა შესახებ) საქართველოდან სამართლიანად გაპანღურებული ვორსობინი აქვეყნებდა ხოლმე ბოღმით: "Спасибо что вы стали свиньями"
РИА Новости სახელმწიფო უწყებაა და იმ დიდ კონგლომერატში შედის, რომელსაც პირდაპირ სახელმწიფო აფინანსებს. ანუ Самостоятельность они себе позволить не могут. - - - - - - - - - - - - - - - თუმცაღა მე კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული ოთხ პოსტულატში და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში:
ა) აფხაზეთში ატეხილი „დაგნარით“, ოპოზიციონერთა რამდენიმე საათიანი დაპატიმრებით (მოსალოდნელ რეაქციათა იოლად გათვლის პირობებში) აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს „დააბოლოს“ მოსკოვი, რაკი ამ კანონის მიღება (უფრო ზუსტად ხელშეკრულების რატიფიცირება) თვითონ არ აწყობს: ე.წ. „Договор об инвестиционной деятельности"-თ აფხაზური კლანები ყველაფერს დაკარგავენ. ამიტომაც, რატიფიცირებას ან გადადებენ „არეულობის და შესაძლო სისხლისღვრის“ დემაგოგიური მომიზეზებით ან ისეთ ცვლილებებს შეიტანენ დოკუმენტში, რაც მას უაზრობად აქცევს! როგორც ეს მოხდა „პიცუნდის აგარაკის“ შემთხვევაში და მერე სეროჟა ლავროვის უწყებამ ოფიციალური „ნოტაც“ კი გაუგზავნა სოხუმს საპროტესტოდ: „ეს ის დოკუმენტი არ არის, რასაც ხელი მოვაწერეთ, სადაური წესია პარაფირებულ დოკუმენტში რატიფიცირებისას ცვლილებების შეტანაო“. „სადოური წესია და აქოური წესიაო“ - უპასუხეს აფხაზებმა. რეალურად რა მიიღო პუტინმა „პიცუნდას აგარაკის“ ნაცვლად? - ბუს კვერცხები!
ბ) პუტინი ამგვარი პუბლიკაციებით (ეს ქალბატონი ალკსნისი, ნეტავ, „იმ“ პოლკოვნიკ ალკსნისის შვილი ან შვილიშვილი ხომ არაა?-დ) აფხაზურ ელიტებს - ანუ იმავე მაფიოზურ კლანებს, რომლებიც საკუთარ თავს „სახელმწიფოს“ უწოდებენ ეთნოწმენდის კვალობაზე - მხოლოდ აფრთხილებს! თუნდაც უკვე „მერამდენედ აფრთხილებს“, მაგრამ მაინც მხოლოდ აფრთხილებს; ხოლო რეალური, ნამდვილი რესტრიქციებისთვის, მართლა ქმედითი სანქციებისთვის, უკრაინის ომის ფონზე არ არის მზად.
მაგალითად რუსული პასპორტების მასობრივი ჩამორთმევის და რაც მთავარია საზღვრის ჩაკეტვისთვის.
გ) არავითარი გეგმა არც ერთ შემთხვევაში „აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებისა“ კრემლს არ აქვს და არც ექნება არასდროს - სულაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხმოცდამეათე (90-ე) სუბიექტად რომ ვდურთოთ თავი. ყველა „ჩვენებური“, ვინც ამას „ანამიოკებს“ არა უბრალოდ თაღლითია, არამედ ნაძირალაა! იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი მოატყუო: „მამაშენი ომში არ მომკვდარა თურმე, - გუშინ ცოცხალი ვნახე ქუჩაშიო“.
დ) იმ ადამიანთა ამოცანა, ვისაც რაიმე შეუძლია და რაიმე „სიტყვა ეთქმის“ ამ ქვეყანაში...... ახლა, როცა მოსკოვ-სოხუმის კლინჩი კულმინაციას უახლოვდება...... პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი „სასარგებლო იდიოტების“ მტკიცედ „დატორმუზება“: აი ამათი: „ძმებო....... ჩვენ ვიყიდით თქვენს მანდარინებს მოსკოვის ჯინაზე ჩვეეეეენ......“ როგორც 2006 წელს, როცა მოსკოვმა ფსოუ ჩაკეტა აფხაზური მანდარინებისთვის და ამ ჩვენს „შინნაზარდ“ იდიოტთა ბღავილის გამო (მათ შორის ერთი იმდროინდელი კრეტინი სახმინისტრისა) მეორე დღესვე გახსნა. იმიტომ, რომ სწორედ ეს ჩვენი ეროვნული უბედურება, ეს ჩლუნგი „სასარგებლო იდიოტები“, ქვეყნის და ლტოლვილთა (!) ინტერესების საზიანოდ, - საკუთარი ღირებულებების ნარცისისტული, სლუკუნა „ფერების“ პროცესში, - აძლევდნენ და აძლევენ ეთნოწმენდის ორგანიზატორ სეპარატისტებს საშუალებას, მუდამ „ლბილად აშანტაჟონ“ მოსკოვი ცრუ ნარატივით: „აი ხომ ხედავთ თბილისიდან რეები ისმის...აქვეა NATO და......“
ხოლო ჯანსაღი მიდგომა იქნება არა „სასარგებლო იდიოტთა“ ეს „სველი ნარატივი“, არამედ ცივი დუმილი(!) „მქუხარედ ჩუმი“ სლოგანით: „საქართველოს მოსისხლე მტრებს დაგიჭამიათ ერთმანეთი!“
დათო"
This post has been edited by axalirevolucia on 13 Nov 2024, 09:12
|