axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#61689731 · 12 Nov 2024, 20:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალგაზრდებს, რომლებიც ამ არჩევნებზეც ვერ იქეცით კვერთხის ხელში ამღებად, არადა 40 წლისებიც შეიქმენით ამასობაში, ვინც არაფერ შუაში ხართ.
თქვენ დაბულინგებული და დაკომპლექსებული ხართ.
და ეს ასე, ამიტომაა:
გერმანელებმა მეოთხე წელია რაღაც ნობელის პრემიის მსგავსი მოხოდეს და რა დაარქვეს?(მეცნიერებაში აღმოჩენა-მიღწევებზეა) დაარქვეს "ფოლლინგ ვოლს" კედლების ნგრევა/ დავარდნადი კედლები/ რა ჯანდაბა სახელია? რა და ბერლინელების სიხარული ეგ იყო , წარმატება ეგ იყო, თავზე 60 წლიანი დაჯმის დასრულების ამბავი ეგ იყო - კედლის ნგრევა, ხოდა ეგ აქვთ საზეიმოც falling walls.
ან burning man რატომ უნდა დაარქვა შენს პირმშო ფესტივალს ან ხალხმა რატომ უნდა აიტაცოს ეს სახელი? თურმე რამდენიმე საძმაკაცო მაგარ გასწორებულში იყო ერთხელ ფიცრებით კაცი რომ გააკეთეს და ოკეანის სანაპიროზე ერთობლივი დასვენების ღამეს დაწვეს, მეორე წელს ერთი სასტავით ნაკლები მივიდა იმ არდადეგებზე - ავარიაში დაიხოცა ხალხი, ვინც ფიცრის კაცი აღმართა. დარჩენილები რამდენჯერმე, იმ კაი ტიპების სახელზე, მაინც შეიკრიბნენ, ხის ფიგურა დაწვეს და.. ნახევარი დედამიწა აიყოლიეს ამის შემდეგ, ბერნინგ მენ, ესეც რა ჯანდაბა სახელია, შენ არ იცი და იმისთვის მნიშვნელოვანი სახელია და იმას ნიშნავს, რაც შენ არ გსმენია.
"მიდის სანახავად" ჯერ ხო 1 მლნ-ჯერ მოვისმინეთ და ტიპებმა ვისკის დაარქვეს " მიდის სანახავად".. რა ჯანდაბა სახელია? არ არის ჯანდაბა სახელი - ვიცით რაც არის. წამიწამს აქეთ რომ ველოდებოდით გოლის გაშვებას, იქით რო პენალი მოგვეცა, ეგ სიხარულია მიდის სანახავად.
2001 წელს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიაში (როცა რუსეთი ნახალკას გვტენიდა, ჩეჩნების მოსამზადებელი ბაზები გაქვთ, გადმოვალთ წესრიგს დავამყარებთო, ეუთომ გვიჯიგრა და უშველებელ ბიუჯეტიანი მისია იყო, ოფიცრები ჩეჩნეთის საზფვარს ფიზიკურად პატრულირებდნენ, რუსთან ერთად და იწერებოდა რაპორტები, არავითარი დვიჟენია არ არის, ნუ აშინებთ საქართველოსო და ასე სამი წელი, ახლა რომ თ უ რ მ ე ევროპა ომის პარტიაა რატომ ენა არ ტყდებათ), ვიყავი მათი ექიმი პატრულირებისას, გიამ, ასევე ექიმმა დაიწყო მისი თავგადასავალის მოყოლა ევროპელ ოფიცრებთან, აეროპორტის გზაზე როგორ გააჩერა მილიციამ როგორ ეჩხუბა მილიციას, როგორ დაურეკა ძმაკაცებს ატმასკისთვის, როგორ გამოიძახა დამხმარე ბრიგადა პოლიციამ (მილიცია აღარ იყო, პოლიციამ), და რომ გიას საძმაკაცო მეტი მოვიდა და პოლიცია რომ მაგრა ძუყნეს და ბოდიშები ახდევინეს.. ვაახ მეთქი, როგორ გადავხტე და პირზე ხელი ავაფარო, რას ყვება, როგორი ტუზემცების ქვეყანა გვაქვს, სადაც კანონი მორევაზეა და პოლიციას საძმაკაცო ცემს, ეს ხო სირცხვილია ქვეყნისთვის მეთქი, უცხოელებს რატომ უნდა მოუყვე. ქართველი ჯარისკაცები აცილებდნენ უცხოელებს ამ პატრულირებაში, იმდენად ჯღანი ჩექმები ეცვათ, თავისი ნაყიდი, რომ უცხოელები სისტემატიურად კრებდნენ პირად ფულს, რომ ამ ჯარისკაცებისთვის ბატინკები ეყიდათ..
რას ვამბობ.
2004,2005,2006 წელს ქართველმა ძალოვნებმა მარგანცოვკისფერი გახუნებული სექენდ ჰენდ ფართუკები გადაყარეს (გაგახსენდათ ეგ ფართუკები ბებრებს?), ბერგერის დიზაინის ფორმები ჩაიცვეს, კაბურებში სემიჩკის ნაცვლად გლოკები ჩაიწყეს და სასროლეთზდ ტყვიები მისცეს, იყიდე კი არა, გახარჯე, ივარჯიშეო, პატრული დაერქვათ, ციმციმა თანამედროვე მანქანებში ჩასხდნენ და.. ჩვენ არ ვიცით და, უხაროდათ ეს ამბავი, ესახელებოდათ.
გადაცემა "ვიდეოპატრული" დოკუმენტურად აჩვენებდა ქუჩის დალაგების პროცესს. ღ ი რ ს ე ბ ი ს მწვერვალზე, იერარქად, პირველად, ქუჩაში დადგნენ ძალოვნები. საკანონმდებლო მხარდაჭერით გაუქმდა ქურდების ბლატავი, გრიმიტი და რეკეტი. ახლა 7 ჯერ ვართ წაგებულები და მაშინ 6-ჯერ ვიყავით წაგებულები და ამ წაგებულმა ძალოვანებმა მხრები გაშალეს, ასე ყოფილა საჭირო, არ მინდა ამ თანამდებობით შევარდნაძის დროს მაფიოზა რო ვიქნებოდი და ფულში ვიცურებდი, არ მინდა ძმაო, იყოს ეს პატარა ხელფასი, ვიმყოფინებ, ქვეყანას ავაშენებო. ქვეყანა გაივსო ციმციმა პატრულის ეკიპაჟებით და უცხოური სირენებიც არაობიექტურად ხშირად წიოდა - პალაჟენიას აყენებდა.
ფოლინგ ვოლის, ბურნინგ მენისა და მიდის სანახავადას მსგავსად, იმ ხალხს, ძალოვნებს, თავისი ჩვენთვის უცნობი სიხარული ჰქონდათ: აი, ხომ მოვუგრიხეთ კისერი კრიმინალს, აი, ხომ მივაჩმორეთ ქურდები, აი, ხომ დავასწარით თავხედს, ავღკვეთეთ, დავიჭირეთ, სამართალს პური ვაჭამეთ.
ვაზაგაშვილის ჩაცხრილვის წინა კვირას კრიმინალმა ოჯახი დააუთავა, გამოკიდებაზე ყაჩაღები დახოცეს და დაიჭირეს ჯიბეები სავსე სამკაულით, აჩვენეს ვიდეოპატრულში, მაშინ მთელი ქვეყანა ავზუზუნდით, კარგია რომ სამართალი აღადგინეთ, მაგრამ, თუ ჩანერგილი გყავდათ, კონტროლზე გყავდათ აყვანილი, პ რ ე ვ ე ნ ც ი უ ლ ა დ რატომ ვერ მოახერხეთ მათი გაუვნებელყოფა. აბა ეგ რა საქმეა, ყაჩაღებმა ცოლ ქმარი დააუთოვა, ბოთეებო! და შემდეგი ნაბიჯი ამჯერად შექების მოლოდინში იყო - კრიმინალს დავასწროთ, ატეხეს სროლა კორტებთან, შუა ქალაქში. იგივე იყო რობაქიძის და გამცემლიძის საქმეებზე, ძალოვნებს მიაჩნდათ რომ შევარდნაძის 13 წლიანი ბალამუტობა უნდა დაასრულონ და გამარჯვებას გამარჯვება დაადონ. იგივე იყო ქურდების გაფუჭების ისტორიები რომ მერე სხვაზე რეპეტიციად იქცა, იგივეა რომ (ძაან ბევრი წლის შემდეგ პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი მერე ასეთივე საქციელს ძალოვანის მხრიდან მუნდირის ღირსების დაცვას დაარქმევს) მომენტებში, როცა ვიღაცა აგრესიული მხედრიონელის ჟილკით აპირებდა ვერხის მოპოვებას, ამათ თავისი ღირსება დაიცვეს როგორც ბავშვობაში გამოუვლიათ იმ ილეთებით, ცემით, ჩხუბით.
ფორმაციათა ცვლილებისას, როცა წინა ფორმაცია ნიშნავდა მხედრიონელი შესულიყო პურის ქარხანაში და დირექტორის მოადგილედ დაენიშნინა თავი, საარბიტრაჟო სასამართლო ქურდებს შეეთავსებინათ და ქუჩაში ის ყოფილიყო უბნის მაყურებელი, ვისაც ჩახრინწული ხმა ჰქონდა და კაიფში მყოფს გაფრენა შეეძლო, შეიცვალა სხვა, უფრო ცივილიზებული ცხოვრებით. ფორმაციათა ცვლილებამ კი ტკივილები, პრესინგები და უბედური შემთხვევები მოიტანა. არ ღირდა ამისთვის ხელისუფლების აყირავება, მაგრამ 2005 2008 წლები ოპოზიციას სხვა მოთხოვნა არ ჰქონია, "გადადექი, უნდა დაგაპატიმრო!"
გადაცდენები ვინმეს უნდოდ და გეგმავდა? ბოლობოლო, "კრიმინალის დევნის" მსხვერპლთაგან ერთი (სულ ალბათ 5-10 იყო, ზუსტად ვინ გეტყვის) მოქმედი მინისტრის ოჯახის წევრი იყო, თანაც კრიმინალობა არ დაუმტკიცდა, გამოგვეკიდა და იმიტომ გავიქეციო, სხვებიც იყვნენ იმ ეპიზოდში.
ანუ,. რას ვამბობ.. როგორც კედლების ნგრევა, კაცის დაწვა და მიდის სანახავად არის აბსურდი რომ ვინმემ წარმატების დროშად გაიხადოს, ისე არ ვიცით რა წარმატების დროშა ჰქონდათ ძალოვნებს იმ წლებში, რომ ფორმაციათა ცვლილების ავანგარდში ჩათვალეს თავი და იმ ცოცხებით, კასტილებით, პისტოლეტებით, მუშტებით უ ხ ა რ ო დ ა თ უსუსური საქართველოს დასასრულის დადგომა და თავი მნიშვნელოვნად ამ საქმეში ჩათვალეს - ქვეყანას ასე წავადგებითო.
ჰოლივუდმა 1500 ფილმი გადაიღო ამ გლობალური მანკის დასარეგულირებლად - ძალოვანს ძალა ადვილად ემეტება, ღონე ერჩის, უნდა იყოს თავისი წილი სამყაროს მსაჯული ქუჩაში. ჰოლივუდმა ასევე 150 ფილმი გადაიღო მის მიერ უდანაშაულო მსხვერპლის მოკვდინების შემდეგ დაკომპლექსებული პოლიციელის ისევ მსროლელად ქცევაზე (კერკეტი კაკალი1 მაგალითად).
ჩვენ ჰოლივუდი არ გვაქვს. ჩვენ ჰოლივუდი ასეთ სიტუაციურ ამოცანებს და მის გადაჭრას გვჩუქნის, მაგრამ კინო და ჰოლივუდი შორია, ტყავზე არ აისახება.
ქოცნება დროშით მოვიდა, რომ "პოლიციურ ქვეყანას დავამთავრებთ" და პოლიციელებზე ლაპარაკი მოსპო, ისრები ყოველთვის წინა მთავრობაზე გადაჰქონდა და ამით თავისი გეგმით ბუას ქმნიდა პოლიტიკური ოპონენტისგან.
თურმე რატომ:
მურუსიძეც ჭირდება, სასამართლო კლანიც, "იქნება დედა შეაგინას" გამმართლებელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, პირადი ლიჩნიკები მინისტრებად და.. სპეცნაზი მჩეხავ მსროლელ შემსხმელ გადამვლელად. თუ წინა ხელისუფლების მიერ მიტინგის დაშლა იყო სამჯერ და თითო 40 წთს გაგრძელდა, ამ მთავრობას პოლიტიკური ოპონენტების მიტინგი უკვე 50 ჯერ ყავს დარბეული და თითოეული ჯახი მთელი ღამე დევნით გრძელდებოდა.
ამით რას ვამბობ - ძალოვანი / ფორსეს/ სილავიკი. ყველა ენაზე ძალაა - სხვას უნდა მოერიოს, ფეხბურთელმა გოლი უნდა გაიტანოს, ყვითელი კი არ უნდა აირტყას, მაგრამ მოსდის. ცდება, ვერ ზომავს, საქმე აქვს ასეთი, აგრესია მოეთხოვება.
მაგრამ ქვეყანა რას როგორ შეაფასებს, მშვიდ, გვერდზე მყოფ ხალხზეა დამოკიდებული. რომელმაც უნდა დაინახოს : ა. დიდი სურათი ბ. საით მიდის ქვეყანა
ამ რაკურსში, მთავრობამ რომ არ დასაჯა არავინ ვინც მომიტინგეები ცემა მთელი ორი წელია სისტემატურად, ასევე პოლიტიკოსები, დემონსტრაციულად მისცა ხელშრუხებლობა ძალოვანს მომიტინგეთა წინააღმდეგ და ამის შემდეგ სულაც ოპიზიციის (ფაქტიურად 2000- 2011 წლის მ თ ე ლ ი პოლიტიკური სპექტრის, მაშინ ბიძინა არ იყო) დაჭერა გაუქმება მოითხოვა და ამის შემდეგ, ხალხის 44%-მა ხმა მას მისცა, ხმა მისცა აგრეთვდ იმას რომ იმათ ჩვენ დაგვიჭირონ, გაგვასხლონ, გვცემონ ან დაგვხოცონ.
ეს ძალიან სევდიანი ამბავია. ფაქტიურად 44% მილიციისკენ გაიქცა, დარბაისლები აქ იმალებიან, მიწაში, დაიჭირეთო (მონანიება კ/ფ).
ასე რომ, ძვირფასო ახალგაზრდებო, სულ ტყუილად არ მიხვედით არჩევნებზე. თქვენ გაბუტული ხართ წინა ხელისუფლებას მისი ძალოვნებისგან გადაცდომების გამო და 10 ჯერ უფრო მოძალადე ხელისუფლებას მშვიდად ხელისუფლობის უფლებას აძლევთ.
This post has been edited by axalirevolucia on 12 Nov 2024, 21:03
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|