#61692833 · 14 Nov 2024, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი ამინდი იყო, ერთმანეთს ძველებურად ვეფერებოდით და მხრებს ვიჩეჩავდით, რა ### უნდათ იმ მტრებს, გვაცალონ რაა, მშვიდი ცხოვრება. სოხუმი რომ დაეცა თბილისში კინოფესტივალი ოქროს არწივი გაიმართა და პატრიარქმა მოგვილოცა სოხუმის დაცემა - ქვეტექსტით, ახლა ხო გამოჩნდა შავი ტრაკი თეთრი ტრაკი, ამიერიდან ჭოჭმანს შეეშვით და დაიბრუნეთ აფხაზეთიო. სხვა კატასტროფების დროს ასევე ვეკვილიბრისტობდით - მე არ მეხება ეს კატასტროფა, მე არ ვარ პასუხისმგებელი პუტჩზე, გუმისთაზე, თამარაშენზე, მეცხრე ბლოკზე და 14 ლარ პენსიაზე - მე გვერდზე და ცოტა მაღლა ვდგევარ ამ პრიმიტივი ხალხის მიერ გამოწვეული შეცდომებისგან, მე ისინი ვერ შემეხებიანო.. და მერე ეგეთ ხალხს მოგვიწია ოჯახის ოქროს დალომბარდება 10 დოლარად და შვილის ტუბერკულოზზე მკურნალობა, ვედრებით ეზოდან წყლის ტარება უნიტაზის ჩასარეცხად და აივანზე ერბოს ცარიელ ქილაში ფიჩხით ყავის ადუღება ცოკის დაბადებისდღეზე.. რომ არაფერი ვთქვათ დაკარგულ და ფეხ ვეღარ დადგმულ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე.
ანუ რას ვამბობ - კატასტროფები მოხდა ჩვენს თავს, გრძელდება დღესაც, მაგრამ ხდომილების პროცესში ე.წ. ფიზიოლოგიური "შეკავება" გვქონდა და სიტუაციის დრამატულობას ვერ ვხედავდით.
ახლაც
ვერ ვხედავთ თუ რას ნიშნავს ევროპამ რომ დღეს ჩვენს ოფიციალურ ქვეყანაზე ხელი დაიბანა - არ ვცნოვ არჩევნებს ე.ი. არ გცნობ მთავრობად, ვაჩერებ გაწევრიანების კანდიდატის სტატუსსო.
ამიერიდან მხოლოდ კირსან ილუმჟინოვის ყალმუხეთია ამ ქვეყნის პერსპექტივა, ისიც უკეთეს შემთხვევაში. ყალმუხეთს უპირატესობა ის აქვს რომ ყალმუხებს რუსები სხვა ხალხებს შიგნით ვერ მიუქსევს. ყალმუხეთს მსოფლიოდან ინვესტიციებს ვერ დაუბლოკავს - არც აქვა, ყალმუხეთს ოპოზიციის განადგურებიფ ვერ აურევს - არ ჰყავს ოპოზიცია.. ხოდა ჩვენ გვყავს და უნდა ვუყუროთ როგორ აღარ გვექნება გვეყოლება და ვიქნებით.
ევროპამ, მორჩა. 110 მილიონს აღარ მოგცემ მთავრობის გაძლიერებისთვისო და ქოცნებამ გაირჭე ტრაკში, აგერ თბილისში ამომაქვს პარკირების ჯარიმებიდან მაგდენი ხალხიდანო. ხოდა, ერთი კინოფესტივალი ოქროს არწივიც მოვხოდოთ, არანაკლები კატასტროფა გვაქვს, რაც სოხუმის დაცემა იყო.
დღეს ევროპარლამენტმა მთავრობასთან სალაპარაკო აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ეგ არ არის მთავრობაო.
მთავარი აქტორი, ვინც აქამდე მიიყვანა საქმე, არის თქვენი არჩეული და ხელისუფლებაში მოყვანილი ბიძინა ივანიშვილი. პირადად. ბოლო ოთხი ვსტავლენიკი თავისი გარემოცვიდან აირჩია პრინციპით - გავყო და ვიბატონო ამ ხალხზე : გახარია, ღარიბაშვილი, ზურაბიშვილი და ეს სოციოპათი კობახიზე ერთი კრიტერიუმით დააყენა თავის მონაცვლედ - ყველაზე მეტად მიუღებელი და გამაღიზიანებელი უნდ ყოფილიყო ხალხისთვის.
ის რომ იმ 4-დან ორმა უგანა.. დააკვურდით, 4-დან ორმა კი არ უგანა, არამედ თვითონ უგანა თავისი ორი სალახანათი ძველ ნათქვამ დეკლარირებულ, დროშად აფრიალებულს.
და ყველაფერი თქვენი ბრალია, ეს კაცი სამჯერ წავიდა და არჩევნებით რომ მოაბრუნეთ. პუტინს ომის წინა ვადა რომ არ მოეგო 66%-ით, არ გადაიჩეხებოდა. თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის გამტუტუცებლები და ახლა ეგეც პუტინივით უნდა გადაიჩეხოს. თქვენი ბრალია და ეს საქართველო თქვენც უნდა წიკოთ, როგორც ყველას გვიწევს აფხაზეთმოკბეჩილი საქართველოს წიკვა.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|