დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც აქამდეც მრავალჯერ დადასტურებულა და რისი აღიარებაც ქართველებს არაფრით არ უნდათ.
რომ აფხაზები არიან თავისუფლების მოყვარე ეთნოსი და არ გაუწვებიან არც ქართველებს, არც რუსებს, არც თურქებს, და არც ამერიკელებს და ა.შ.
დიახ, რაც არ უნდა ილანძღონ და ბოღმა აფრქვიონ კოლექტიურმა კარდინალებმა, ანერებმა და სხვა ქოცნაცებმა, საქართველოშიც კი ბევრი უკვე ხვდება ამას და მსოფლიოშიც ნელ-ნელა გადის ეს ამბები.
სამწუხაროდ, სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს ზოგადად ქართველების (მათი უმეტესობის) და იგივე რუსების შემთხვევაში. ორივე ეს ერი შესანიშნავად ეგუება მონობას, ბატონყმობას, ოლიგარქებს, და ბელადებს.
ბოლო საუკუნეების ისტორია ცალსახად ადასტურებს ამას. ჯერ დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ შემოყვანა რუსეთი და რუსები კავკასიაში. ეს გააკეთეს ქართველებმა, ქართულმა სამთავროებმა და ელიტამ (თავადაზნაურობა). ასევე სომხებმაც, მაგრამ სომხებს მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის სახელმწიფო არ ჰქონდათ, ამიტომ ოფიციალურად ვერ შემოიყვანდნენ რუსებს კავკასიაში.
იუზერი კახა რომელიღაც თემაში ამტკიცებდა, რომ ქართველებმა კი არ შემოიყვანეს რუსები, არამედ ყაბარდოელებმაო. რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან თავად რუსული ვიკიპედიაც რომ ნახოთ, მაგალითად, ქალაქი ნალჩიკი მხოლოდ 1838 წელს დაარსდა და მანამდე რუსები საერთოდ ვერ აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიებს. იგივე ხდებოდა აფხაზეთში. წაიკითხეთ რუსული ვიკიპედია აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლის შესახებ. იქ წერია, რომ რუსები მე-19 საუკუნის 40-იან წლებამდე აკონტროლებდნენ მხოლოდ სოხუმის ციხეს, სადაც ეჯდათ მთავარი, დანარჩენ ტერიტორიას ვერ აკონტროლებდნენ. ცხადია, რუსული ვიკიპედია ამ შემთხვევაში პრო აფხაზური ვერანაირად ვერ იქნება, რადგან რუსებს ზოგადად აწყობთ, რომ რუსეთში შესვლა დახატონ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, ნებაყოფლობით და მშვიდობიანად.
რაც შეეხება ქართველებს, მე-18 საუკუნეშიც, მე-19-შიც, მე-20-შიც და 21-ეშიც ქართველები მთლიანობაში, როგორც მასაში, ისე ელიტაში, ყოველთვის იყვნენ რუსეთის მხარეს. დიახ, პატივცემულებო, ასე იყო და ეს არის ფაქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა. ყოველთვის ქართველები ომობდნენ რუსეთის მხარეს და რუსეთის ჯარში, მთელი მე-19 საუკუნე ქართველობა ომობდა რუსეთის მხარეს, გინდა ოსმალეთის წინააღმდეგ, გინდა სპარსეთის წინააღმდეგ, გინდა ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ. ნაპოლეონმა 1812 წელს სპეციალურად შემოუთვალა ქართულ თავადაზნაურობას, აჯანყდითო, მარა ჩემი ფეხები. იგივე გრძელდებოდა მე-20 საუკუნეში, 1-ელ მსოფლიო ომში, მე-2 მსოფლიო ომში.
ბოლო 200-300 წლის განმავლობაში ქართველები სულ 2-ჯერ ღიად ეომნენ რუსებს. პირველი იყო 1921 წელს და ეს ომი გაგრძელდა დაახლოებით 10 დღე, :დ დაიღუპა რამდენიმე ასეული რუსი. მეორე "ომი" მოხდა 2008 წელს და კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, 3 დღე

და დაიღუპა ასევე ოთხასამდე რუსი, იქიდან დიდი ნაწილი მგონი თავად რუსებმა დახოცეს შეცდომით.
ახლა შევადაროთ ეს ჩრდილო კავკასიას. მარტო შამილის აჯანყება და მანამდე უკვე რამდენიმე წლის დაწყებული იყო, გაგრძელდა 25 წელი და ჩრდილო კავკასიელებმა დახოცეს უფრო მეტი რუსი სალდათი, ვიდრე ნაპოლეონის შემოსევის დროს დაიღუპა, ანუ საუბარია ასობით ათასზე. ზოგიერთი ჩრდილო კავკასიური ეთნოსი, მაგალითად, უბიხები, მთლიანად შეეწირა რუსებთან ბრძოლას, ანუ სულ ამოწყდნენ ქალიან-ბავშვიანად. იგივე აფხაზები მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე ებრძოდნენ რუსებს და ბოლოს ნახევარზე მეტი აფხაზი რუსეთმა ოსმალეთში გაასახლა. და კიდევ დიდხანს აფხაზებს სოხუმში დასახლება აკრძალული ჰქონდათ.
ეს ყველაფერი არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველები იყვნენ მართმადიდებელი ქრისტიანები, ისევე როგორც რუსები, ხოლო ჩრდილო კავკასიები და აფხაზების დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმები. იმ დროს რელიგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კი არა, გადამწყვეტიც იყო, პრინციპში, ახლაც თითქმის ასეა. :დ ამიტომ ცხადია, რომ ქართველები ძირითადად რუსეთის მხარეზე იყვნენ, ხოლო აფხაზები და ჩრდილო კავკასიელები რუსეთის წინააღმდეგ.
ამას ემატება კიდევ ერთი მომენტი. საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, იყო ბატონყმობა მძიმე ფორმებით, ხოლო აფხაზეთში და ჩრდილო კავკასიაში ბატონყმობა თითქმის არ ყოფილა, ანუ იქ მოსახლეობის 70 პროცენტამდე თავისუფალი მეთემე იყო, რომელსაც ფეოდალი არ აჯდა ზემოდან. კი, იქ იყო ე.წ. საოჯახო მონობა, ძირითადად ტყვეების სახით, მაგრამ ბატონყმობა სუსტი იყო.
სწორედ ამიტომ გარბოდნენ გლეხები სამეგრელოდან აფხაზეთში. ზოგიერთს უკვირს და ღიზიანდება, რატომ აქვთ აფხაზებს მეგრული გვარები და რატომ ჰგვანან გარეგნულადაც მეგრელებსო. იმიტომ, ამხანაგებო, რომ ათასობით მეგრელი და სხვა რეგიონის გლეხი გარბოდა აფხაზეთში და ყმობას თავს აღწევდა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, მათ შორის ის, რომ ბატონს ცხელი ღომი არ დაეგო მასზე და ძაღლები არ მიექსია. :დ
გამოდის, რომ აფხაზების ისტორია არის თავისუფალი მეთემეების ისტორია, ხოლო ქართველების ისტორია არის ბატონების და ყმების ისტორია, ბოლო საუკუნეებში. სწორედ ამიტომ აფხაზეთში დღესაც ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ახერხებს ძალაუფლების კონცენტრაციას. აფხაზური კლანები და ზოგადად მოსახლეობა არ აძლევენ ამის საშუალებას. იქ არის ე.წ. თემური გვაროვნული დემოკრატია. შეიკრიბება "უხუცესთა საბჭო", ხალხის მასა "სახალხო კრებაზე" გუდაუთაში ან სადმე და პიზდეცი აქვს ნებისმიერ იქაურ პრეზიდენტს, რაც უნდა ავტორიტარული ზამაშკები და სურვილები ჰქონდეს. ვერავინ ვერ მიდის ამის წინააღმდეგ. ვერც ბჟანიამ მოახერხა ეს.
ხოლო საქართველოში რაც ხდება, კი ხედავთ ყველა. :დ ბელადები, ოლიგარქები, სახელისუფლებო პარტია, ტრაკის მლოკავები ულევად დეკადების განმავლობაში.

ჯერ ედო ბელადი იყო, მერე მიხო ბელადი, ახლა ხიხო ბელადია. :დ სტალინი და ბერიაც არ დაგვავიწყდეს.
ასე რომ, დიდი ხანია დავრწმუნდი მე პირადად, რომ საქართველოს არაფერი ეშველება, ისეთი ისტორიული წარსული აქვს ტვირთად ჩამოკიდებული ფეხებზე და ისეთი რელიგიური სიტუაცია აქვს. მგონი ქართველებიც მიხვდნენ ამას და ახლა დაბოღმილი არიან, ჩვენ თუ რუსების მონები ვხდებით იტოგში, დაე აფხაზებიც იქვე იყვნენო ჩვენსავით და წერენ ამგვარ ბოღმიან პოსტებს.