საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს მსჯავრდადებულებმა, რომლებიც 5 ივლისის საქმეზე, მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის - „TV პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე ფიზიკური ძალადობისთვის იხდიდნენ სასჯელს.
დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე დატოვეს. საპატიმრო კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონმა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა.
5 ივლისის საქმეზე სულ 30-მდე პირი იყო დაკავებული. გამოძიების ფარგლებში არ დასჯილან მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
ს ნეჟდანნი სვაბოდი ბრატვა