axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#61699359 · 17 Nov 2024, 06:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციფრული კონტროლი რეალურ აშეინიკზე უფრო ეფექტურია. ამ თემაში საქართველო არ გვექნება, არამედ მსოფლიო, გლობალური ამბავია - ქვეყანათა 80% ამიერიდან სუფთა არჩევნებს აღარ ჩაატარებს. არამედ მოდელირებულს. არჩევნები ამიერიდან მხოლოდ დემოკრატიის მქონე ქვეყანათა 20%-ში ჩატარდება და იმათშიც, შანსია რომ ორ სამ არჩევნებში დასრულდეს და იქცეს ფოლკლორულ სახალხო ზეიმ მსვლელობად, ორთქლის გამოშვების ფესტივალ ბერიკაობად.
დემოკრატია ძველი სტილით - საარჩევნო დემოკრატია წარსულს ჩაბარდა.
ეს ასე მოხდა
არსებობს სქემა, დაწერილი და განდობილი უკვე ყველა არადემოკრატიულ ხელისუფლებას შორის, რომლის სადღაც მესამე გვერდზე პირველად წერია "კაპიტანი".
(დიახ, კაპიტანი, რომელიც მოისმინეთ არჩევნების ნადზირაწელებს შორის ფარული ჩანაწერებიდან). არაა ქართული სქემა, გლობალურია და უტყუარად მუშაობს. კაპიტნების გარდა მაგ სქემაში შეხვდებით ობერებს, პოლკოვნიკებს და გენერლებს, და არსებობს მთავარი მომქმედი პირი - შ ე მ კ ვ ე თ ი. შემკვეთი ნებისმიერი ვერ იქნება, შემკვეთი უნდა იყოს ხელისუფალი ან სისტემაში შეღწეული ჭია, თუმცა, ჭიას, რომელსაც ბაზა ბიგ დატა შეიძლება ხელში როგორღაც დაიჭიროს, მაინც ვერ გამოიყენებს ისე ეფექტურად, როგორც ხელისუფლება იზამს, იმიტომ რომ მას არ ექნება ბ ე რ კ ე ტ ე ბ ი. სქემის წარმატება დგას სამ რამეზე: 1. ბიგ დატა: ცოდნა რომელი ოჯახი რომელ ტვ არხებს უყურებს 2. ცოდნა, რა ვუყოთ ამ ინფორმაციას, რომ არჩევნები მოვიგოთ 3. ბერკეტები, რომლითაც არჩევნებამდე იგებ არჩევნებს.
1. პირველი მარტივია, სახელმწიფომ ეს იცის. ციფრული ტექნოლოგია მარტივად იძლევა ნებისმიერი დეტალიზაციით. ავიღოთ ერთი 5 სადარბაზოიანი და 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მაგალითზე. მთავრობამ იცის რომ ამ კორპუსში 30% უყურებს მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიას, 30% მხოლოდ ოპოზიციურ არხებს, ხოლო 40% ვერ გაიგებ, არეულად უყურებენ ყველაფერს. ხელისუფლებამ იცის პერსონალურად ოჯახების პოლიტიკურო პრეფერენციები და აღარ ჭირდება ფიზიკური მისვლა და სოციალური გამოკითხვის წარმოება იმისთვის, რომ გაიგოს, ეს კომლი მისია თუ ოპოზიციის. 2. მეორე პუნქტი, როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა, საკმაოდ მარტივ ლოგიკას ექვემდებარება, მაგრამ მათემატიკა და ალგორითმი მაინც ჭირდება. გააჩნია შემკვეთს რა ამოცანა აქვს კონკრეტულ სოციუმში, რამდენი პროცენტი უნდა რომ ბოლოს ეწეროს არჩევნებში. თუმცა ეს სქემა მხოლოდ არჩევნების არ არის და ნებისმიერ ონლაინ კომერციას ერგება და ონლაინ კომერციიდან წამოვიდა ისტორიულად. ისტორიულად სწორედ კომერციით ჩამოყალიბებული ფირმები დაიქირავა მერე პოლიტიკამ, კომერციული ალგორითმების არჩევნებში გადმოსატანად (გახსოვთ როგორ ხარობდა კაპიტნების უფროსი სატელეფონო ჩანაწერში?). მოკლედ, ასე შვები: ამ ჩვენი კორპუსის მაგალითზე, რომელშიც 40% გყავს გაურკვეველი ტვ არხების არჩევანით, ამ 40%-ს უტარებ ჩაღრმავებით კვლევას და ამოცანის (რამდენი პროცენტი გაქვს ასაქაჩი. ამ შემთხვევაში 30% ისედაც იცი რომ შენია და ასაქაჩი გაქვს 25% რათა არჩევნებში 55% დაიწერო. ამისთვის გაურკვეველ 40% ში შენი ამომრჩეველი უნდა მოიმატო (მიაცემინო ხმა შემკვეთისთვის) და მეტოქისა გამოაკლო (არ მიუშვა ურნამდე). იქ შუალედში რაოდენობებისა და მიზნის გამოკრისტალების შემდეგ, ალბათობები და ვარიაციები ასე ვთქვათ, ველზე დგინდება - ერთ კორპუსში უფრო ადვილია ხმის მიცემაზე დათანხმება ხალხის, მეორეში უფრო იოლია მიაღწიო რომ მერყევი ამომრჩეველი სახლში დარჩეს.
3. და აქ ერთვება საქმეში მესამე პუნქტი: როგორ ვმართოთ ხალხი ისე, რომ წინასწარ გვქონდეს ინფორმაცია, როგორ გადანაწილდება არჩევნები კორპუსში, უბანში, დასახლება-ქალაქში და ქვეყანაში. (ჩვენ ვიცით რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს, არ გეცნობათ? საიდან იცით, ბორჩალო ახალქალაქიდან, მაშინ როცა თბილისს იცი რომ აგებ? დიახ ზუსტად ასე: სქემა გეუბნება. ბალანსი ჯდება 60%+ გეკრიბება). საკმარისია მხოლოდ აამუშაო ბ ე რ კ ე ტ ე ბ ი მერყევ 40%-ზე. და ეს ბერკეტები პროსტიტუციასავით ძველია: მათრახი და თაფლაკვერი. უფრო სწორედ თაფლაკვერი და ნაკლებად მათრახი, შარია მაინც, ყურს ჭრის ძალადობა (პასპორტების ჩამორთმევა' შენი ფეხი არ იყოს იქო). თაფლაკვერია აი ის, კარდაკარი და 150 მანეთი, მეტადონის პროგრამა, კონკრეტული იურიდიული პრობლემისგან ამნისტია, სოც შემწეობა, აფერისტულ სამსახურში "დასაქმება" სადაც ხელფასს ჩაურიცხავ არაფერში, მუდმივად.. მათრახი იყოფა ორად: მოხვალ და ხმას მისცემ ვისაც მე გეუბნები ან "არ დაგინახო არჩევნებზე მოსული, შენ არ გენდობი, ამიტომ თუ მოხვალ არჩევნებზე, მტერი ხარ, მერე არ თქვა უი რატომო". არ გიკვირთ რატომ არ მივიდა ა ს ე თ პრინციპულ არჩევნებზე მოსახლეობის 40% ? რატომ და ამიტომ, არჩევნებამდე აახიეს ოპიზიციას ხმები.
მოკლედ, არ იცი ხომ, რას ნიშნავს სიტყვები კეიტერინგი, კასტინგი, ბიგ დატა ანალიზატორი და ქოუჩინგი, გგონია ეგენი თავისთვის იბაჩუნებენ და არამატერიალურ სფეროში თავის ხელფასს დაჯერდებიან? ნურას უკაცრავად. ერთხელაც, 4 წელიწადში ერთხელ, მაგათ დაიქირავებენ და არჩევნებს დაგიხატავენ, გჯეროდეს რომ ხალხის უმრავლესობას ექვემდებარები და ოპიზიციაში კანონზომიერად ხარ... თუნდაც რომ ხალხის უმრავლესობა ზუსტად შენიანები იყვეთ.
ბიგ ბრაზა ვოჩინგ, ყველანი ლანგარზე ვართ. შემდეგი ეტაპია ამ სეგრეგაციების არჩევნებსშორის საყოფაცხოვრებო პერიოდში გამოყენება. დაწყებული იმით რომ "შენ რო პოსტი დადე ტენდერს არ მოგაგებინებ" გაგრძელებული ეს მასტი წითელ სიაშია, მაქსი მივარჭოთ ღერძულა გადაკვეთა, სად დააპარკინგა, დენის ჯერ არ გადაუხდია , ჩავჭრათ, ან ჩხუბი შეგემთხვევა საყოფაცხოვრო და შენ გამტყუნდები- წახვალ ციხეში.. მოკლედ, ბელორუსმა და რუსმა ჰაკერებმა (ნუ, ამ სქემის მუშაკებმა) ავანსცენიდან ათეულ მილიონი ადამიანი გააქრეს, ჯერი საქართველოზეა.
ის 20% ქვეყნებისა როგორ დააღწევს ამ ჯოჯოხეთს თავს? ჯერ ერთი ან დააღწევს ან ვერა, მეორე რომ, კოალიციური მრავალეშელონიანი ხელისუფლებითა და პოლიტიკური სპექტრით ამას მინიმუმ შეეწინააღმდეგება, ამხელს ან აღმოფხვრის კონკრეტულ გამოვლენილ ფაქტს. თუმცა, პრესინგი მთელ მოედანზე დაჭირდება ამიათვის. აი ბოთე ქვეყნებს კი, ვერაფერ სანუგეშოს ვერ ვეტყვი - ერთპიროვნული მმართველობა ერთ თავის სიცოცხლეს რამზეს 40 წლიან ფარაონს დაუქვემდებარებს, სხვა ცხოვრებას ვეღარ ნახავს.
This post has been edited by axalirevolucia on 17 Nov 2024, 10:13
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|