#61714439 · 22 Nov 2024, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შევარდნაძის დამხობისას მთავარი ქედის გადალახვა იყო ძალოვნების ფრიგიდულობა: თარგამაძე, ნარჩემაშვილი, თევზაძე და რაც მთავარია პოლიციის, სპეცნაზის და ჯარის პერსონალური შემადგენლობა გულგრილად იცავდა იმდროინდელ ხელისუფლებას და მომენტისთანავე გადავიდა ახალი ხელისუფლების მართველობის ქვეშ. მათი ჩანაცვლება მოგვიანებით მოხდა ახალი კადრებით. მოკლედ, არ იომეს შევარდნაძის (უკვე მამალაძის იქნებოდა) ხელისუფლებისთვის. რატომ? იმიტომ რომ გაბანკროტებულ 1 მლრდ ბიუჯეტიან ქვეყანას არც ხელფასის დარიგება შეეძლო, არც პენსიის, არც ფორმის ყიდვა და არც რამე პერსპექტივა ეიმედებოდათ, რომ ხელისუფლების შენარჩუნებით ოდესმე მათი უწყებები რაიმე პროგრესს იგრძნობდა.
მას შემდეგ ძალივნებმა ასეთუისე რეალური ბიუჯეტი მოიპოვეს და უკვე 2012 წელდ საკუთარი თანამდებობა ბრდღვნად უღირდათ, არავინ ვიცოდით რა პროცენტი დაიწერებოდა არჩევნების შემდეგ და იქნებოდა თუ არა ძალოვნების მიერ რეჟიმის ერთგულების ქუჩაში მტკიცების ეტაპი გასავლელი, მაგრამ ეს განსაცდელი მიშამ აგვაცილა - არც გააყალბა და არსებული წაგება იოლად აღიარა (ეგზიტპოლების მიხედვით, არ დალოდებია ცესკოს). 2012, 2016, 2020 და 2024 წლებში პირველად ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც ყავს ძალოვანი სეგმენტი, რომელიც კიდერს გამოგღადრავს და ნაცემ ქაცარავას დაგამსგავსებს, ოღონდ არსებული ხელისუფლება შენარჩუნდეს და უფროსობამაც თავისი ხოდები, კავშირები, გავლენები დაიტოვოს. ეს დემოკრატიისთვის ახალი პრობლემაა. თუკი წინა არჩევნებზე ცესკო იგივეს ამბობდა რასაც ეგზიტპოლი და ხალხი, ეს ამბავი რომ ძალოვნები ვიწრო სეგმენტის კარტელურ მცველებად არიან ქცეულები, არ ჩანდა. ხოლო ახლა გამოჩნდა ვინ არიან დ რაზე არიან წამსვლელები.
2012-ში მათი ხელისუფლების ცვლილებაში არმ9ნაწილეობა ორმა ეამემ განაპირობა. ერთი როგორც ვთქვი მიშამ მოსხიპა საკითხი და მეორე - თვითონ ძალოვნებს გაუჩნდათ კარგი ცხოვრების დადგომის იმედი ბიუჯეტისხელა პირადი ფულის მქონე ბიძინას გამარჯვების ხარჯზე - ილუზია, ქვეყნის ბიუჯეტი გაორმაგდება, ბიძინას მეტი ფული რაში უნდა.
ხოდა მეთქი. როგორ მოვექცეთ ძალოვნებს, რომლებიც, როცა იქნება ახალ არჩეულ ხელისუფლებას უნდა გაყვნენ თუ დახვდნენ და ა რ აეფარონ წაგებულ ხელისუფლებას, რომელსაც უნამუსობა ეყოფა და იტყვის, აგერ ძალოვნები მიდგას გარშემო, ჩემი ### კიტრია და კიტრად მიიღეო.
ეს მომენტი ჯერ არ დაგვდგომია, ამის გამოცდილება ჯერ არ გვაქვს.
პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამ თემაზე.
მიშამ პუტინის კადრი ხაბურზანიაც კი, 6 თვის მერე მოხსნა. რას ვეუბნებით ძალოვანთა პერსონალურ შემადგენლობას, რომ არ გვაქციონ აფრიკის ან ჩრდ კავკასიის "ქვეყნად"?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|