ძალიან მაგარი ძვრები და პოზიტიური ნიუსებია უკრაინის თემაზე
როგორც ჩანს გადაწყვეტილია, როგორც ახალი იარაღის მიწოდების, ასევე ახალი მძიმე სანქციების პაკეტები დასავლეთში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკაში
1. ზელენსკიმ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს პეტრიოტის 3 ბატარეას, რომელსაც ამერიკა მიყიდის გერმანიასა და ნორვეგიის გავლით (2 ბატარეას გერმანია იყიდის და 1 ბატარეას ნორვეგია)
ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი, როგირც ჩანს კვანძი გაიხსნა და ამის მერე გაცილებით უფრო მეტი ამერიკული იარაღის მიწოდებაა მოსალოდნელი ევროპის გავლით
სავარაუდოდ გერმანია იქნება მთავარი კონტრიბუტორი და იარაღის შემძენი უკრაინისთვის
2. ამერიკა-უკრაინის ერთობლივი საწარმო პროექტი იწყება კამიკაძე დრონებისა და ანტი-დრონების წარმოებაზე. საუბარია წელიწადში ასეულობით ათასი დრონის წარმოებაზე, რაც არის ასევე უმნიშვნელოვანესი ნიუსი
3. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ტრამპი გამოაცხადებს პირველ ახალ სამხედრო პაკეტს უკრაინისთვის(300 მილიონი დოლარის)
და უკრაინას დამატებით მიეწოდება საზენიტო რაკეტები, ჰაიმარსის რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და ა,შ
4. სენატში რესპუბლიკელების მიერ აქტიურად დაიძრა რუსეთის მიმართ უმძიმესი სანქციებისა და მეორადი სანქციების თემა(ყველა ის ქვეყანა დასანქცირდება, ვინც რუსულ ენერგორესურსებს შეიძენს), დღეს რუბიომაც დაადასტურა, რომ აქტიური მუშაობა მიდის ამაზე
და წესით მალე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები
5. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა ტონი პუტინისადმი, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში
რაც ხაზს უსმევს ერთობლივ/კოორდინირებულ პოზიციაზე
ამას ემატება ნატოს მიერ სავალდებულო 5%-იანი თავდაცვითი ხარჯის შემოღება
6. ნატომ დაამტკიცა უკრაინისათვის 50 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი და სავარაუდოდ ეს ფული მოხმარდება ძირითადად ამერიკული იარაღის შეძენას
რაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
7. ტრამპიც ღიად ამბობს, რომ უკრაინას მიაწვდის მეტ შეიარაღებას და პუტინს არ სურს ომის დასრულება
ამიტომაც უკრაინას უნდა მიეცეს უფრო მეტი შეიარაღება
ეს ყველაფერი კი ქმნის იმის თქმის საფუძველს
რომ უახლოეს მომავალში ველით, როგორც მეტ შეიარაღებას(მნიშვნელოვან ზრდას), ასევე გაცილებით უფრო მძიმე სანქციებს რუსეთისადმი
რაც პუტინს ძალიან მხიმე დღეში ჩააყენებს