axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#61710587 · 21 Nov 2024, 08:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს სახელმწიფოს რუსეთი ნაცადი , არაპროპორციულად დიდი ფულით უპირისპირდებოდა: - წინანდალის და ზუგდიდის სასახლეები ეკაწერინამ აუშენა თავის ნათლულებს, მანამდე სიონში რუსეთმა ქართული თავადაზნაურობა რომ შეკრიბა და სა-ხელმწიფოს გაუქმება აუწყა , აღარ გეყოლებათ მეფე, პეტერბურგში ზის თქვენი მეფეო, იმ თავადების წინააღმდეგობა რომ არ შემოინახა ისტორიამ რატომ? იმიტომ რომ ფული ჰქონდა მათში დარიგებული, შეირგეს გლოტკამდე იმ პრადაჟნი 83-მა თავადმა. მერე იყო პატაკაციშვილო და მერე ივანიშვილი, ასევე არაპროპორციული სიმდიდრით ვისაც უნდა დაეპრაწა თვალები პროსტონაროძიე ქართველებისთვის. მათში პირველი იყო ბადრი პატარკაციშვილი, მისი რიტუალების სასახლის ყიდვით და "ქალაქში პისტოლეტი რომ დაგჭირდეს ვერ იყიდი, ყველაფერი ნაყიდი აქვს ხალხს და ერთ დასტვენას ელოდება რო ესენი დაამხონ (ოპოზიციამ ნაცებიო)(კოდუას ეუბნება ფარულ ჩანაწერში, სადაც ასევე ავალებს მერაბიშვილის დაპატიმრება-მოტაცებას, მოკლედ სახელმწიფო გადატრიალებას.
ამ გადანაწილების დროს პარალელური საყოფაცხოვრებო უოველდღიურობიდან გვახსოვს ასეთი მომენტი - ლატარია ყველგან სახელმწიფოსია, თქვენც თქვენ ხელში აიღეთ, გააკეთეთ ლატარიის სახელმწიფო კომპანია და იყავით მონოპოლისტები, ამას გვეუბნება ბრიტანელი ექსპერტი და უნდა დავუჯეროთო. ასე მახსოვს რომ ითქვა და დაინიშნა კეზერაშვილი ლატარიის სახელმწიფო კომპანიის დირექტორად. ერთია რამდენად ეგრეა და გამართლებულია კაპიტალიზმში სახელმწიფო ლატარიის კომპანიის არსებობა და მისი მონოპოლისტობა, საერთოდ არ ვიცნობ ამ საკითხს, და მეორეა, რაც მაშინვე გავიფიქრე - ეს მეთქი, პატარკაციშვილის უსამზღვროდ დიდი უკონტროლო თავისუფლად საქნევი ფულოს საპირწონედ მოიფიქრა ხელისუფლებამ, რომ ასევე თავისუფლად საქნევი ფული ჰქონდეს, რომ პატატკაციშვილის ფულს დაუპირისპიროს მეთქი. და კეზერაშვილი იმიტომ. "მიავლინეს" ამ საქმეში დირექტორად, რომ ამ სცენარში ჩაჯდება მეთქი, ასე ვიფიქრე მაშინ, ანუ გავშოფრე, ვამხილე და გავბრაზდი ჩემთვის, ლაითად ოპოზიციონერი ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მიშისტი არ ვიყავი მაშინ.. მას შემდეგ არის კეზერაშვილი მსხვილი ბიზნესმენი - ანუ სახელმწიფო ლატარიის კომპანიის დანიშნული დირექტორობიდან. პატარკაციშვილს ივანიშვილი მოჰყვა თავისი არაპროპორციულად დიდი ფულით და კეზერაშვილს დავალება არ დაელია. არ ვიცი ეს ესეა როგორც ვვარაუდობ თუ არა,ამაზე მეტ დეტალს ვეღარც ვვარაუდობ, როგორ უნდა ან მოპოვებულიყო ან დახარჯულიყო ის ფული ხელისუფლების სტაბილურობის მიზნით, როცა ბიუჯეტისხელაპირადიფული ერთ ოპოზიციონერს აქვს ჯიბეში და ტელევიზია პრესა ელიტას ჯიბეში იჯენს. ანუ, ვარაუდია რაც მე ვთქვი. მერე, ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ტანდემი მახსოვდა, როცა ბერეზოვსკი რუსეთს დიდი ფულით დაუტყდა და ეს ფული მის კასირ ბადრის ჰქონდა ტექნიკურად, და.. ნურას უკაცრავად, ბადრი საქართველოში დატყდა და ბერეზოვსკი უფულოდ გულს შეასკდა და მოკვდა. იგივე იქნება 2012-ის მერე, კეზერა დატყდება მის სახელზე დაწერილი ფულით და ბიზნეს გზას (ინვესტიცია, ლატარია, ბენზინი, რავიცი) სხვაგან მოუძებნის ასპარეზს მეთქი. კარგა ხანი ასეც მეგონა როცა 2012 წლის შემდეგ პირველი დატყდა და მერე მესგან ჩამიჩუმი არ გაგვიგია, წლები.
არ ვიცი რამდენად ბერეზოვსკი პატარკაციშვილისგან გადგდებულისავით მიშა იყო კეზერასგან გადაგდებული, ყოველ შემთხვევაში მიშა ჰოპ და ბიზნესმენი არ გამხდარა და კიევთან 200მ2 ვილას გარდა რამე მის ქონებაზე არავის არაფერი უთქვამს, პირადი დაცვა მოიხსნა და კინკილად დადიოდა პუტინის საჯარო მუქარის მიუხედავად. კეზერამ 2012-2020 წელი სად რა აბიზნესა არ ვიცი, მგონი ვიღაც წერდა ალბანეთში ცდილობს ბენზინის სადგურების ქსელის დაწყებასო, არ ვიცი. მერე მისი ფული გამოჩნდა ბიძინას მიერ რუსთავი ორის მიტაცების შემდეგ და ახალი ტვ არხის დაარსებაში დაიხარჯა. გამიკვირდა, მართალი რომ გითხრათ, ეს კაცი ს კანცამი დამტყდარია ამ ქვეყნიდან, აქ რატომ იტკიებს თავს რომ წამგებიან ბიზნესში შემიდის მეთქი. ჩავუთვალე და ვუთვლი ამას მის პირად რომანტიზმ იდეალიზმად, რომელიც თურმე აქვს მეთი, ასე განვსაჯე ეს სიტუაცია. ბოლობოლო დავინახე მექანიზმი, რა ფორმით უნდა ემუშავა არაოროპორციულად დიდი პირადი ფულის საპირწონედ იმ ლატარიის ფულს, ანუ სქემა ამ ფირმით მოქმედებს მეთქი.
რატომ ვყვები ამას მე, როგორც მიშისტი? ერთ მხრივ ვარაუდია მეთქი, ვვარაუდობ რომ ეს უკანონო სქემა მოქმედებდა 2007-2012 წლებში და უკანონო მეთქი, ანუ ვუშვებ რომ კეზერაშვილის გამდიდრება გაბიზნესმენებაში სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა (ეხლა ვინც აღშფოთდით მაგნიცკის სიის შესახებ წაიკითხეთ/ნახეთ, ყველა დიდი ბიზნესი ბიზნესმენი რომ პირადად პუტინის შნირია და 10 ზე მეტმა მილიარდერმა "თავი რომ მოიკლა" ომის დაწყების შემდეგ.
მეორე მხრივ ასევე როგორც მიშისტი ვვარაუდობ, რომ ეს, კეზერაშვილიდ გამდიდრების ამბავი რომელიც იმ მთავრობის ანტიკორუფციული ხასიათიდან სტულებით ამოვარდნილია, იქნებ მეთქი, იგივე სქემაში ზის რაც უგულავას ფულია, რომელიც გაფლანგული (ხალხისთვის დარიგებული) აღმოჩნდა და არა შეჭმული - სახლში წაღებული.
ამ ამბის არგუმენტად მიჩანს ის, რომ ეს კეზერას ფული, მიშას ფული, "მოპარული 17 მილიარდი", მართლაც არის ნახიმანდრები, ოღონდ 17 მილიარდი კი არა, 1000-ჯერ ნაკლები, 17 მილიონია და ისიც როტ ატკრივაეტ-ჟოფ ზაკრივაეტ - არ ყოფნის პოლიტიკაში მონაწილეობას. რის დასტურადაც მიმაჩნია ის, რომ პ ლ ა კ ა ტ ე ბ შ ი პროპორცია ნაცებდა და ქოცებს შორის იყო 1-99%-თან, ხოლო გვარამიასა და ქოცებს შორის 3%-97%-ს შორის. აქედან ვასკვნი იმას, რაც თქვენ ისედაც იცით - კეზერაშვილი ბიზნესმენი სახელმწოფოსგან უკანონო წახიმანდრებით გახდა (თუმცა ლატარიის სახ. კომპანიის დირექტორობით არ გამოვრიცხავ რომ მდიდართა რანგში გადასულიყო და რომან გოცირიძედ არ დარჩენილიყო. მეორე მხრივ, ვასკვნი იმას, რომ არავითარი მითიური მოპარული 17 კი არა, 1 მილიარდიც არ არსებობს და არსებობს არასტანდარტული პოლიტიკური პრესინგის (ბიუჯეტისხელა პირადი ფული კეთილ ოპოზიციონერს, ჯერ ბადრის, მერე ბიძინას, პირობებში ხელისუფლების დასტაბილების მიზნით დაშვებული რაღაც კონკრეტული ჯაჭვი, რომელიც მიბარებული ჰქონდა კეზერაშვილს და რომელიც რატომღაც არ დატყდა სცენიდან მანამდე ათი წელი დამტყდარი გამოჩნდა და ეკრანი არხი რომ გქონოდა ოპიზიციას, ჩადო ფული. ანუ, მეთქი,კეზერას ფული არის კონკრეტული დანიშნულების და კონკრწტული სასრული ოდენობის და არ არსებობს კეზერას მილიარდები და მოპარული მილიარდები. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფ უ ლ ი სააკაშვილისთვის იყო და არის ინსტრუმენტი და არა მიზანი. სააკაშვილისთვის მიზანი ფული რომ ყოფილიყო, მის პერიოდში ბიუჯეტი დატრიალდა 9 წელში 1+2+3+4+5+5+6+7+8=40 მილიარდი ერთად დაახლოებით. როგორმე იმდენს მოიპარავდა რომ ციხეში ჩასაჯდომად რომ დაბრუნდა, პლაკატების ფული მაინც ჭეროდა თავისუფლად საქნევი.
This post has been edited by axalirevolucia on 21 Nov 2024, 08:29
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|