ვცდილობ აღვიდგინო რა როგორ ხდებოდა.
არ მაქვს დრო ამდენ ვიდეოს რომ ვუყურო, გთხოვთ შეავსეთ რამეს თუ გამოვტოვებ.
ახალწლამდე ბიძინა ბრუნდება პოლიტიკაში (გასაგებია ის კაცი კარგად საქმე რომ ყოფილიყო არ დაბრუნდებოდა).
ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს საერთოდ, ახალწლებზე ვქეიფობთ.
დადგა 2024, რაღაცნაირი კარგი საარჩევნო გარემოა.
ნაცებმა ეკონომიკაზე დაიწყეს ლაპარაკი, ლელოები მარშალს უბერავენ, პენსიებით ეჯიბრებიან, დებატებიც კი არის, გეგელია ცეცხლს ანთებს სტუიებში

, სამუშია იძახის რომელ ეთერშიც გინდაო.
გასაგებია ეს ამბავი ზოგადად ბევრს არ აწყობს. ასე ხომ შეიძლება მართლა აზრიან არჩევნებამდე მივსულიყავით?
ქოცები იწყებენ ელჯებეტე კანონით, საჭიროა საზოგადოები გაყობა, ეს ამბავი იმით დასრულდა რომ დაიცინენ, რაღაცეებს კიდე ჩალიჩობდნენ ვერ ვიხსენებ მაგრამ არაფერი გამოდის და ჰოი საოცრებავ, რუსული კანონი ხომ არსებობს? დატესტილია პოლარიზაციაზე, მუშაობს 100% ით.
ტენეს კანონი, ატყდა ამბავი, მედია მედიას დაუპირპირდა დეზინფორმაციით, ვისაც მეტი ფული ქონდა იმან აჯობა.
ერთი მხარე იძახდა ჩვენ ვიმარჯვებთ, ოცნებას 25% აქვსო, სხვა შანსი არ გვაქვს ბელორუსიაში ვიღვიძებთო, მთავარია ოთხიდან რომელიმე პროევროპული ცენტრიო.
მეორე იძახდა საკონსტუტიციო უმრავლესობას ავიღებთო და ომის პარტიას დავასრულებო.
ეს არის მოკლე ამბავი

გთხოვთ ვინმემ სათაური ჩამისწორეთ რა <3
This post has been edited by superhardware on 24 Nov 2024, 10:56