არ ვაპირებდი ფორუმზე მობრუნებას, მაგრამ გულმა არ მომითმინა.
ამოვიდა მართლა ყელში უკვე -ეს ქოცები და იმის ყურება თუ როგორ ნადგურდება ჩვენი ერი და ქვეყანა და როგორ კვდება ყველა ის ოცნება, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი არა მხოლოდ მე, უამრავი თაობა.
ნიშნის მოგებით არ ვწერ, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ გაფრთხილებდით, ასე მოხდებოდა და ზღაპრის ბოლოც-ეს იქნებოდა, სადაც ნაცარ-ქექია დევზე დიდი ბოროტება აღმოჩნდებოდა.
რამდენი ვწერე მე პირადად, რომ რუსული კანონი, როდესაც მიიღეს ქოცებმა და ხალხი გამოვედით ქუჩაში, ეგ მუხტი არ უნდა დაგვეგდო და ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი და არჩევნებს არ უნდა დავლოდებოდით. მაგრამ ნიჰილიზმს თესავო გამომეკიდა აქაური გენიოსი სასტავი
ისიც ბევრჯერ დავწერე ე.წ ჯენეზისის თაობა არჩევნებზე დიდად არ მოიკლავს თავს და ეგენი სწორედ, რომ რუსული კანონის მიღებაზე გაატრაკებენ ძირითადად-მეთქი, რადგან ეგ ეგრე ხდება ძირითადად თითქმის ყველა ქვეყანაში და ეპოქაში.
სამწუხაროდ, აქ და არა მხოლოდ აქ საკუთარი არარსებული საქართველო გაქვთ შექმნილი, რომლის არსებობის იმდენად გჯერათ, რომ მაინც არ აღიარებთ რეალობას.
ახლა მე დაგიწერთ რატომ მივედით აქამდე და ვისი ბრალია ყოველივე ეს რაც ჩვენ თავს ხდება და გამოსავალი სად არის.
მთავარი დამნაშავე ისე -ეს ჩვენი ოპოზიციაა, სამწუხაროდ და შემდეგ ხალხი და ბოლოს დასავლეთი.
სანამ არ აღიარებთ ამ ფაქტებს, მანამდე ასე ივლით წრეზე და უყურებთ ქოცების ბოგინს.
ფაქტი პირველი- ბიძინა და ბობოლა ქოცები არ არიან სულელები, პირიქით საკმაოდ ჭკვიანები არიან და მეტსაც დავწერ ოპოზიციის ლიდერებზე უკეთესად ესმით მასების ფსიქოლოგია და უკეთ ერკვევიან პოლიტიკაშიც.
ის, რომ მხოლოდ რუსული სპეც სამსახურების დამსახურებაა ქოცების წარმატება არის თავის მოტყუება. რა თქმა უნდა, რუსების გარეშე გაუჭირდებოდათ ქოცებს, მაგრამ ძირითად საქმეს დამოუკიდებლად უმკლავდებიან.
ფაქტი მეორე- ქოცობა ჯერჯერობით არ სრულდება და არანაირი ხელისუფლების გადაბარებაზე და რაღაც დათმობებზე არ არის საუბარი, პირიქით დიდი გულზე არიან ქოცები და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ და ბურთი მათ აქვთ და ჩვენი შანსები არის არც ისე დიდი.
ფაქტი მესამე - ჩვენ ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც აქვს ფულადი რესურსის დიდი წყარო, ჰყავს ყველაფერზე წამსვლელი ლიდერები და ზურგს უმაგრებენ ერთ-ერთი ყველაზე დედამოდნღული ბოროტება, რაც კი ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში.
ფაქტი მესამე - ამ ყველაფერში -ანუ რა შედეგიც დაგვიდგა დამნაშავე არის ოპოზიცია და განსაკუთრებით ოპოზიციის მთავარი ყვერი ნიკა გვარამია, რომელიც არის, უბრალოდ იდიოტი და მაგ ტიპს არაფერი ჭკუის არ სცხია.
რაშია ახლა დამნაშავე ოპოზიცია და გვარამია: ასე ცალ-ცალკე გასვლა იყო მორიგი წამგებიან სვლა. ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, ეგ იქნებოდა ხალხისთვის დიდი მესიჯი, ანუ ხალხს მაგით ეუბნებოდა ოპოზიცია იმას, რომ აგერ ერთმანეთთან ნაჩხუბრები ვართ, ბევრი განსხვავება ჩვენ შორის და პირადული დაპირისპირებებიც ყოფილა, მაგრამ ახლა მთავარი ქვეყნის გადარჩენაა და სხვა ყველაფერს უკან ვიტოვებთ, ამიტომ ერთობას ვირჩევთ. ეს მესიჯი ფსიქოლოგიურად იმოქმედებდა არა მხოლოდ ჩვენს ერზე, ნებისმიერ ერზე მსოფლიოში, მათო შორის სულ რომ ჩამორჩენილი ხალხია, რომლებიც ისევ ტომებად ცხოვრობენ. მარტივი ფსიქოლოგიიდანაა.
ასევე მოიხსნებოდა " ნაცებთან არ დავდგებით" კომპლექსი და ამავე დროს ერთიანი ძალებით და რესურსებით მოხდებოდა ის, რომ ქოცებს არჩევნების მოპარვა გაუჭირდებოდათ.
მორიგი მიქარვა რაც ოპოზიციამ გააკეთა იყო ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ დაიწყო კარდაკარ სიარული, დაიკიდა რეგიონები და საარჩევნო პროგრამა.
ყბადაღებულ "აირჩიე მშვიდობა და უარი უთხარი ომს " არაფერი დაუპირისპირა, არადა მაგან იმუშავა მოგვწონს თუ არა მაგის აღიარება.
ტიპები იჯდნენ ფეხი ფეხზე გადადებულნი და ელოდებოდნენ გამარჯვების ლანგრით მირთმევას, ზოგმა აჭარულის ცეკვის სწავლაშიც გაფლანგა დრო
ახლა რაც შეეხება პირადად გვარამიას- ტიპმა ნაციონალურ მოძრაობას, ანუ მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომლის გარეშე ქოცების დამარცხება არ გამოვა, წაართვა ხალხი, ფულადი რესურსი და მასმედია და რაც მთავარია წაართვა ხმები
ბევრჯერ დამიწერია არ არსებობს ამ ქვეყანაში 100 კაციც კი, რომელსაც მიშა ეზიზღება და ალტერნატივად გვარამიას განიხილავს, ანუ გვარამის შემოხაზავს. მიშა ნებისმერ ნეიტრალურ ქართველში და ასევე ისეთებში, რომლებიც ნაცებს ვერ იტანენ უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე გვარმიას და ასეთ არჩევანზე თუ დააყენებ გვარამია თუ მიშა, სწორედ, რომ მიშას აირჩევენ, რადგან გვარამიასგან განსხვავებით მიშა ტიპიურ ღურზინის მოდელში ჯდება- ანუ ჭამა-სმა, დუდუკი და ქალები, ამ დროს გვარამიას, როგორც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ტიპიურ პეროდ აღიქვამს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც ვერ იტანენ. რეალურად ახლებმა ნაცების ხმები წაიღეს, რითაც ნაცების გაფარჩაკება მოხდა, ხოლო ნაცების გაფარჩაკებმა უფრო გაუადვილა ქოცებს საქმე გაყალბების კუთხით, რადგან ნაცებს ბევრი ერთგული ხალხი ჰყავდა რეგიონებში, იგვე ისეთ ადგილებში, სადაც უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობა წარმოადგენს. ჰოდა, მათი მობილიზაციის შემთხვევაში ქოცებს გაუჭირდებოდათ ხალხზე ზეწოლა და არჩევნების მიტაცება.
გვარამია იყო ის მთავარი ოპოზიციონერი, რომელიც ირწმუნებოდა - არჩევნებს ვერ გააყალბებს ქოცები ამ ახალი საარჩევნო ხმის მიცემის მეშვეობითო. რეკლამაც კი გაუკეთა ბევრჯერ, ხოლო ახლა გამოდის და არ გვეგონა თუ ყალბდებოდა არჩევნები ამ ახალი ტექნოლოგიებითო.
არადა, ელემენტარული იყო სპეციალისტები უნდა დაექირავებინათ და ყველა გაყალბების სქემა უნდა დაეშვათ და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ.
გვარამია იყო ის ტიპი, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იძახის რომ ქოცები დამარცხებული არიან და ხალხს აზეიმებს
შემდეგ ტიპმა თავის ამომრჩევლებს ეჩხუბა ფესიბუქსზე, რომლებმაც სწორი შენიშვნა მისცეს და ახლა იძახის კიდე მორიგ ტყუილს ბიძინა კობახიძეს გვწირავსო.
ჯერ ერთი ბიძინას არაფერი აქვს დასათმობი და ეგეთი ტყუილებით ვერც ქოცებში შეიტანს განხეთქილებას და ვერც ხალხს გაუღვიძებს ბრძოლის მოტივაციას. რეალურად ყვერია ეგ გვარამია და მაგის ვითომ დიდი ჭკუის პატრონია არის ბლეფი და მეტი არაფერი.
ახლა რა უნდა გავაკეთოთ მეგობრებო! ერთადერთი შანსი გვაქვს: "დაიტოვეში და სხვა სოციალური ქსელის ჯგუფებში უნდა გამოვაცხადოთ დიდი მობილიზაცია გადამწყვეტი აქციასა, ანუ ხალხმა უნდა გავაკეთოთ საქმე და ოპოზიციას არ უნდა დაველოდოთ, ოღონდ აუცილებელია რეგიონებში ხალხის მოგროვება და ჩამოყვანა და იმ მთავარ აქციაზე გამოგვაქვს მხოლოდ უცხო ენაზე წარწერები კერძოდ: ფრანგულზე, ინგლისურზე, გერმანულზე და ასევე ლათინურ ენაზე და ევროპას და ამერიკას ვთხოვთ დახმარებას ამ მთავრობის მოშორებაში და იმაზე, რომ ნუ მიგვატოვებენ. დიდი შანსია, რომ ასეთმა აქციამ იმოქმედოს ( უყვართ დასავლეთში ეგეთი რაღაცები).
მთავარი მოთხოვნები უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩატარება აიძულონ ბიძინას
ხიხოს მიფარჩაკება დასავლეთს შეუძლია!
თუ დაგვიკიდეს და ის მაინც გვეცოდინება, რომ რუსეთს აჩუქეს ჩვენი თავი და ჩვენც დავისვენებთ და ეგენიც.
ეგ გეგმა შესრულებადია, მთავარი მონდომებაა, მაგრამ სანამ გვარამიას და ამ იმპოტენტ ოპოზიციას დაველოდებით, ხიხო საბოლოოდ გაგვაფორმებს ღორების გუბერნიად.