მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ ძირითადად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთამ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, შედარებით პრო-რუსული ორიენტაცია აქვთ.

პირველ ვიდეოს თუ ვერ ხსნით:
https://www.facebook.com/DroebaOfficial/vid...411801129354914მეორე ვიდეოს თუ ვერ ხსნით:
https://www.facebook.com/MOVEMENT.storytell...612937789513786დროა ჩვენც აღვნიშნოთ შობა 25 დეკემბერს.
1923 წელს მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ იულიუსის მოქმედი კალენდარი ცდებოდა მიიღეს შესწორებული კალენდარი, რომელსაც თავდაპირველად ყველა მართლმადიდებლური ეკლესია დაეთანხმა. ამ ანუ ახალი კალენდრის მიხედვით როდესაც 25 დეკემბერს აღინიშნებოდა შობა საერო კალენდრითაც 25 დეკემბერი იდგა - ძველი კალენდრით კი მხოლოდ 7 იანვარს დგებოდა ეს თარიღი. საქართველოს პატრიარქი ამბროსი ხელაიას თაოსნობით საქართველოც შეუერთდა ამ განკარგულებას, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ეკლესიამ ისევ ძველ სტილზე დაბრუნება არჩია, ამბროსი ხელაიაც აღარ იყო მთავარი მოქმედი ფიგურა და საბჭოთა კავშირის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული ქაოსიც დაერთო, საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა ახალ წესზე გადასვლა და დროებით დარჩა ძველ წესზე (თუმცა არასდროს გაუუქმებია განკარგულება გადასვლის შესახებ).
მართლმადიდებლური სამყაროს ის ნაწილი, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ რუსეთის ეკლესიასთან და ისტორიულ ფესვებს ინარჩუნებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და მსოფლიო პატრიარქთან, ეტაპობრივად გადავიდნენ ახალ სტილზე და ზეიმობენ შობას 25 დეკემბერს (ანუ 25 დეკემბერი დგება 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს).
მარტივად რომ ვთქვათ დღეს თუ 26 ნოემბერია, ძველი სტილით 13 ნოემბერია, ხოლო როდესაც 7 იანვარი დადგება ძველი სტილით 25 დეკემბერი იქნება. მაგრამ თუკი 7 იანვარს 25 დეკემბერი დგება მაშინ პირველი იანვარი ანუ ახალი წელი 14 იანვარს დადგება მხოლოდ. შესაბამისად, კალენდარული თვალსაზრისით აცდენები არცთუ უმნიშვნელოა.
ამასთან, რუსეთს არც არასდროს დაუმალავს რომ შობის თარიღი პოლიტიკური საკითხი იყო. ამ საკითხის უცხოელი შემფასებლების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნები, რომლებიც ძველ სტილზე დარჩნენ და 7 იანვარს აღნიშნავენ შობას, რუსული ზეგავლენის სფეროში რჩებიანო. რა თქმა უნდა, ეს საკამათო განცხადებაა საქართველოსა და მონტენეგროს მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ ასეა თუ ისე ეს აღქმა სამწუხაროდ მართლაც არსებობს.
This post has been edited by Captain Cassius Calhoun on 26 Nov 2024, 23:08