„გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები. რატომ ხდებოდა გარკვეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება და ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო, დაახლოებით, 20 წლის წინ, სისტემურად.
თქვენ გახსოვთ ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების პირობებში და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, სასწავლო პროგრამიდან, სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, შეგნებულად მიმდინარეობდა ეს პროცესები და ეს გაგრძელდა, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგაც“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
