#61729733 · 28 Nov 2024, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზვიად გამსახურდია. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990) წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
ედუარდ შევარდნაძე
1943 წლის 1 ოქტომბრიდან 1946 წლის 25 ივნისამდე იყო თბილისის მეორე საფერშალო სკოლის მოსწავლე. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი. თბილისში ცხოვრბოდა ფასანაურის ქუჩაზე, თავის დასთან, ძველ სახლში, სარდაფის მსგავს ოთახში. ახალგაზრდა ასაკში შევარდნაძე ტუბერკულოზით დაავადდა და რამდენიმე თვე ბახმაროში მკურნალობდა. 1960 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად, ისტორიკოსის სპეციალობით.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში,[6] ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.[7] 1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.[8] შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით.[9] ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.[10] იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.[9] 1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან.
გიორგი მარგველაშვილი
დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ.[2] 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი).[3] მუშაობდა: 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.
სალომე ზურაბიშვილი
1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. ფლობს ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|