#61740146 · 1 Dec 2024, 00:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LinkedIn-დან წამოვიღე.
კომანიის სახელს აქ ვშლი, უბრალოდ ფაქტია საინტერესო, ჯერ ასეთი არ მომხდარა საჯაროდ:
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ბოიკოტი გამოვუცხადო “მოპარულ მთავრობას” და კომპანია *********** აჩერებს ყოველგვარი გადასახადების გადახდას, მანამდე სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცივილურ ევროპულ გზას.
მართალია ჩემი კომპანია სარგებლოს საგადასახადო შეღავათით და ჩვენ ბიუჯეტში არ ვართ ბევრის შემტანები, მაგრამ არ მინდა არც ერთი თეთრი ჩემი კომპანიის, კომპანიის თანამშრომლების და ჩემს მიერ მოპოვებული ფულიდან მიდიოდეს ქოცების ქოფაკების ხელფასში და მათ სახრავში.
ასევე ვაანალიზებ, რომ ამ ნაბიჯს კომპანია *********** მიმართ ძალიან დამაზიანებელი ქმედებები შეიძლება მოყვეს სახელმწიფოს მხრიდან, გარდა უბრალოდ დაჯარიმება და დაყადაღებისა, მათ შეუძლიათ შეგვიჩერონ სპეციალური საგადასახადო სტატუსი რომელიც მართლა დამანგრეველი შეიძლება იყოს კომპანიისთვის, მაგრამ არ მინდა ევროპიდან და ამერიკიდან ჩემი კომპანიის მიერ შემოტანილი ფული გადასახადების სახით არალეგიტიმური მთავრობის ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდეს, რომელსაც იყენებენ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების დასარბევად.
არ მეშინია და მივმართავ ყველა საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიას, ფრილანსერს, და ყველა იმ ადამიანს ვისი შემოსავალიც პირდაპირ დამოკიდებულია უცხოურ პროექტებზე, გაიზიარეთ ეს ინიციატივა.
ჩვენ ჯამში ყოველთვიურად გადასახადებში ვიხდით ათეულობით მილიონ ლარს, ამ შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში დამნაშავე რეჟიმის წევრები დაჭამენ ერთმანეთს.
ჩვენც დავადოთ ჩვენი სანქციები არა ლეგიტიმურ მთავრობას, მხოლოდ ევროპის იმედზე ნუ ვიქნებით.
პ.ს. მინდოდა სხვა კომპანიების დათაგვა ჩემს პოსტში, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ისინი, მაგრამ ვიმედოვნებ სხვა ყველა ვინც მიცნობს და პატივს მცემს მომბაძავს და ქვეყანას გმაოუცხადებს მხარდაჭერას.
პ.პ.ს. არავინ იფიქორს გადასახადებისთვის თავის არიდებას ვაპირებ, როდესაც ყველაფერი დაბრუნდება სწორ კურსზე მე ყველა დარიცხულ დავალიანებას და საურავს გადავიხდი!
--------------------
Attention is all you need.
|