ხვალ პარასკევია, ზეგ პირველი მარტია და გაზაფხული დგება

ორშაბათს 3 მარტი უნდა დადგეს, ხოდა მინდა ეს დამდეგი დედის დღე მოგილოცოთ პატიოსანო მანდილოსნებო, გისურვებთ იმას, რაც ღმერთმა და ბუნების ძალამ ვერ გისურვოთ, კარგად იყავით და თუ მცირე ხნით კარგად ვერ იქნებით, მაშინ გამძლეობა გქონოდეთ კარგად ყოფნამდე

ეს მთავარი და ახლა კი მეორეხარისხოვან საკითხზე გადავალ:
ვიო
name404, გახსოვს ამას წინად თემა რომ გახსენი მასიურად ბოდიში და დანძრეული გვაქვსო?
ჰოდა ისე მოხდა, რომ სხვათა შორის მეც დავპოსტე მაგ თემაში. მოგეხსენება საკმაოდ საჯარო ფიგურა ვარ და ყოველთვის ვერიდები რამე თემაზე ჩემი აზრის დაფიქსირებას, რათა ჩემმა გულშემატკივრებმა ცალსახა ჭეშმარიტებად არ მიიღონ და ძალაუნებურად თავს არ მოვახვიო მათ ჩემი უბადრუკი ნააზრევი. თუმცაღა როცა საქმე მრავალმხრივ შესწავლილ და დროში გამოცდილ ობიექტურ ჭეშმარიტებას ეხება, არ ვერიდები მის აღნიშვნას. სწორედ ასეთი გამონაკლისი მოხდა შენს თემაში და ჩემდა გასაოცრად მოულოდნელი გამოხმაურებები მოჰყვა, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებ.
ზემოაღნიშულ თემაში 4 პიროვნება გამომეხმაურა და იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ - ჰო, ძმაო, მართალი ხარო, 4-დან სამმა მე დამიწყო ხინჯების ძებნა და აქეთ-იქიდან მოვლა, რომ რამეში მაინც გავემტყუნებინე. არ ვიცი რამე დასკვნის გაკეთებაში თუ დაგეხმარება ეს დეტალი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავძენ, რომ მეოთხე, რომელსაც ჩემთვის კბენა არ უცდია, მანდილოსანი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი სამი - მამაკაცები. რაც ამ ოთხს საერთო ჰქონდა, ის იყო, რომ ოთხივე ბედკრული პოლიტგანყის შვილები იყვნენ. ჰო, კიდევ რა შევნიშნე ვიო - არ ვიცი სიჩქარისგან მოსდიოდათ თუ ტერმინები ჰქონდათ აღრეული - მე რომ ვიტყოდი ჯამი ჭურჭელია-მეთქი, მპასუხობდნენ - არა, იხვი თავქვე მიცურავსო.
კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - კინაღამ გამომრჩა, მანამდე არც ერთთან მქონია გადაკვეთა და არ მიწყენინებია, რომ ის ხსომებოდათ ცუდად და ე.ი. ჩემს ადგილზე ნებისმიერ სხვასაც ასე მოექცეოდნენ...
მე და შენ ხომ კარგად გვესმის, რომ პოლიტგანყელები ზუსტად იმ ხალხის სახეა, ვისზეც შენ თემა გახსენი და საფუძვლიანად შეგვიძლია ამ ოთხეულზე გაკეთებული დასკვნა იმ "სულ პოლიტიკაზე მობაზრე" ხალხზე განვაზოგადოთ

ჰოდა, ვიო, როცა 75% ასეთია, რომ მოსაუბრის დაკნინება-გამტყუნებაზე არიან ორიენტირებულნი და საკითხის მოგვარება ან მეორეხარისხოვანია მათთვის ან საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ, რანაირად გინდა, რომ არ დაგენძრეს???
მაგრამ შენ სულით ნუ დაეცემი ჩემო ნამეოთხასოოთხო! მოდი ჩვენ ისევ და ისევ მაგ ხალხის დედები მოვიკითხოთ, მივულოცოთ მომავალი 3 მარტი და მათი თამადობით ყველა დედას ვუსურვოთ კარგი მამულიშვილების აღზრდა
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე