უცნაურია, მაგრამ არავინ გვყავს, ვინც სიტუაციის მარტივ ანალიზს გააკეთებს.
უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინის სამშვიდობო გეგმას აქვს ორი ძირითადი პუნქტი:
1. მხარეთა დემარკაცია და სამშვიდობო ჯარის ჩაყენება. სად გაივლის საზღვარი და, სიტყვაზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქი ვის დარჩება, ვაჭრობის საგანს წარმოადგენს. (უკრაინა და დასავლეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ცნობს. ფაქტიურად სოხუმისა და ცხინვალის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება.)
2. დასავლეთი იღებს ვალდებულებას, მომდევნო 20 წლის მანძილზე უკრაინა ნატოში არ მიიღოს. (სამაგიეროდ, მისცემენ დარჩენილი ტერიტორიის უსაფრთხოების გარანტიას და ყველანაირად დაეხმარებიან სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.)
რუსეთი აუცილებლად მოითხოვს, მეორე პუნქტი (ნატოში არმიღება) საქართველოზეც გავრცელდეს.თუ შეთანხმების მომენტისათვის საქართველოში პრორუსული და
დასანქცირებული ხელისუფლება იქნა, დასავლეთი ამ მოთხოვნას დათანხმდება და საქართველო რუსეთის გავლენის სფეროს გადაეცემა.
დღეს ამერიკასთან უკვე გაწყვეტილი გვაქვს კავშირი. ქოცთა ძახილი, ტრამპთან დავლაგდებითო, იმას კი არ ნიშნავს, რომ ტრამპი ივანიშვილს ჩაიხუტებს (მეტი საქმე არა აქვს, ვიღაც ბოგანოს თავი გაუყადროს). უბრალოდ გაანებებს თავს საქართველოს, არანაირი ურთიერთობა არ ექნება და აღარ გაუტრაკებს.
ამათი ოცნებაც ეგ არის.თუ შეთანხმების მომენტისათვის საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება იქნა, დასავლეთი საქართველოს არ დათმობს.
ეს სამშვიდობო გეგმა ტრამპის ბანაკსა და რუსეთს შორის უკვე ამა წლის მარტში იქნა მიღებული.
აპრილში ივანიშვილს დაევალა, მაქსიმალურად გაამწვაოს ურთიერთობა დასავლეთთან და
20 იანვრამდე ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქციოს.
იმედია არ ფიქრობთ, რომ აპრილში (!) გაკეთებული განცხადებები (ერთ წელიწადში ომი დამთავრდება - მანამდე უნდა გავიჭირვოთ - რამდენიმე თვე მძიმე იქნება - ომის შემდეგ ყველაფერი დალაგდება) ივანიშვილის ბრწყინვალე გონებისა და ღრმა პოლიტიკური ანალიზის შედეგია.
აქვე არის პასუხი თქვენ კითხვაზე, რად უნდოდა სიტუაციის დაძაბვა, არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდაო. გაზაფხული და ზაფხული საფეხბურთო ეიფორიაში ჩაივლიდა და თავს ისე ახლოს ვიგრძნობდით ევროპასთან, როგორც არასდროს. სექტემბერ-ოქტომბერში კი არჩევნებს წყნარად ჩაიდებდა ჯიბეში და არავინ წამოიკნავლებდა.
სწორედ ამის დაშვება არ შეიძლებოდა, ევროპის ნაწილად რომ გვეგრძნო თავი.
დღეს ქოცებს ორი მიზანი აქვთ:
1. მიაღწიონ 20 იანვრამდე.
2. მაგ დროისთვის დასავლეთთან კავშირი შეუქცევადად იყოს გაწყვეტილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით უკან დასახევი გზა მოიჭრესო.

მიზანიც ზუსტად ეგ არის.
ნურავის ეგონება, ბრუტალური დარბევები ვაიძულეთ და დასავლეთის თვალში გავაშავეთო.
არჩევნებს ქუჩის პროტესტი არ მოჰყვა, პარლამენტის სხდომაც ჩაატარეს და მთავრობაც დაამტკიცეს.
თითქოს მათ ინტერესში უნდა ყოფილიყო, რომ სიტუაცია ჩააწყნარონ და ტრამპის ინაუგურაციას დაელოდონ.არა, ჯერ ყაველაშვილი წამოაყენეს და მერე 2028 წელი შემოაგდეს. სიტუაცია განზრახ გაამწვავეს და
დარბევას თავად ესწრაფიან, დასავლეთთან ყველა ხიდი საბოლოოდ რომ დაწვან. ოღონდ ფრთხილობენ, ზედმეტი არ მოუვიდეთ და 20 იანვრამდე ვეღარ მიაღწიონ. ნამდვილ რეპრესიებს მერეც მოასწრებენ.
1. ქოცები დარწმუნებული არიან, რომ ჯერჯერობით ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის. არც იფიქროთ, რომ უკან დაიხევენ.
2. თუ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება შედგა, საქართველოს მომავალი გადაწყდება იმის მიხედვით, რომელი ძალა იქნება იმ დროისათვის ქვეყნის სათავეში.