ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს რა ხდება დღეს თბილისის ქუჩებში. ჩვენ უკვე გავცდით პროტესტის გამოხატვის ეტაპს, როცა უბრალოდ მიდიხარ, დგახარ 2-3 საათი "თავების დათვლაში" მოსახვედრად და მოდიხარ. ახლა თბილისის ქუჩებში (სხვა ქალაქები ჯერ კიდევ პროტესტის ეტაპზე არიან) მიმდინარეობს სახელმწიფოს ლეგიტიმაციის წყაროს გარკვევა.
რას ნიშნავს ეს?
საუბარია იმაზე თუ საიდან აქვს პოლიტიკურ კლასს ძალაუფლებასა და ძალადობაზე უფლება მიღებული.
ისტორიულად გამოიყოფოდა ლეგიტიმაციის 2 ძირითადი წყარო:
1) მონარქი (რომელშიც შედის Divine Right). აქედან მოდის "სახელმწიფოც", სადაც ყველაფერს წყვეტს და განაგებს "ხელმწიფე".
2) სხვა იმპერია/ქვეყანა - როცა პრაქტიკულად დამოუკიდებლობა/სუვერენიტეტი ქვეყანას დაკარგული აქვს და პოლიტიკური კლასის ძალის ძალაუფლება მთლიანად დამოკიდებულია "იმპერიაზე" (ვარშავის პაქტის ქვეყნებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა).
შედარებით ახალი მოვლენაა ლეგიტიმაციის მესამე წყარო: We the People - როგორც იწყება ამერიკის კონსტიტუცია. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ხელისუფლებას და ანიჭებენ მას ლეგიტიმაციას რომ მართონ ქვეყანა. ამის საწყისი კი არის ორი რევოლუცია: ამერიკის (1776-ში) და საფრანგეთის (1789).
ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, აქამდე გვქონდა ილუზია, რომ წარმოვადგენდით ძალაუფლების წყაროს, მაგრამ 2020-ის, 2021-ის და განსაკუთრებით 2024-ის არჩევნების შემდეგ, მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყაროდ გამოცხადებულია ბიძინა - თანამედროვე მონარქი.
2020-ის არჩევნების მერეც ვამბობდი და ახლაც მაგ აზრზე ვარ, რომ როგორც არ უნდა შეუმცირდეს რეიტინგი ოცნებას, ისინი ყოველთვის მოახერხებენ გაყალბების მასშტაბების ზრდას, იმისთვის რომ ძალაუფლებაში დარჩენა გაიპრავონ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით უაზრობა და სისულელეა სიტუაციის ოპოზიციისთვის დაბრალება. გვყავს ერთი მოწინააღმდეგე და ეს არის ივანიშვილი.
თბილისის ქუჩებში კი ახლა მიდის იმის გარკვევა ბიძინას და მის ფულს მეტი ძალა აქვს თუ ხალხს. ბიძინა არის ქვეყანაში ძალაუფლების წყარო თუ ხალხი. ეს კი ბოლოს უშუალოდ ფიზიკურ ძალაზე დადის, რაც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და უნდა გაიაზრონ რეგიონებშიც.
შესაბამისი გამარჯვებული გულისხმობს შესაბამის განვითარების კურსს ქვეყნისთვის.
მადლობა ყურადღებისთვის
This post has been edited by Nickboy on 4 Dec 2024, 13:06