#61751922 · 4 Dec 2024, 01:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2007 -ში წავედი სავალდებულო ჯარში. მაგ წელს ხო პროჭი აიფეთქა ოპოზიციამ მიტინგებით,მაგრამ 2008 წელშიც არ იყვნენ მოდუნებულები. სადაც ორი კაცი დადგებოდა რუსთაველზე მაშინვე ყაზარმულს გვიცხადებდნენ,ვერ წარმოიდგენთ ჯარისკაცებს როგორ გვეზიზღებოდა მაშინ ისინი ვისი მიზეზითაც ყაზარმულს გვიცხადებდნენ და სახლში ვეღარ მივდიოდით მაგათ გამო. მაგრამ იყო ერთი საინტერესო ფაქტორი-თუ ეს ყაზარმული გრძელდებოდა დაახლოებით ერთი კვირა,პროტესტი და ზიზღი იყო მომიტინგეების მიმართ,მაგრამ თუ დროში გაიწელებოდა მიტინგი-აგრესია უკვე გროვდებოდა ოფიცრების და ხელისუფლების მიმართ,გახშირდებოდა ხოლმე კონფლიქტი ჯარისკაცებს და ოფიცრებს შორის,ამ დროს მომიტინგეები კირა უკვე ოფიცრობა-სააკაშვილი გვეზიზღებოდა. არ ვიცი ამ ფაქტორზე დატრეინიგებული იყვნენ ოფიცრობა თუ არა,შეგნებულად აკეთებდნენ თუ შეუგნებლად-როცა მიტინგები გაჭიანურდებოდა ყაზარმულიდან 5-6 დღეში სახლში გაშვებები იწყებოდა ორი დღით რო ზედმეტი ანტისახელმწიფოებრივი მუხტი არ დაგროვილიყო ჯარისკაცებში ალბათ. ეხლაც ასეთი მიდგომა იქნება,7-10 დღეში იძლებული იქნებიან ეს სპეცრაზმელები თუ ჯარისკაცები მოკლე შვებულებებში გაუშვან რომ უკურეაქცია არ მიიღონ.დროში უნდა გაიწელოს ეს აქციები და აუცილებლად შეუბრუნდებათ უკან ქოცებს ამ სპეცრაზმელების და პოლიციელების აგრესია და უკამყოფილება. არანაირად არ ეყოფათ რესური ყოველ 5-6 დღეში როტაცია აკეთონ და დასასვენებლად გაუშვან დარბევაში მონაწილეები.
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
|