

მოკითხვა რუს დიქტატორ ივანას შვილს "გლობალური ომის პარტიიდან"

ფაქტორები.
ცხადია, აქ ვერ ჩამოვთვლი ყველა შესაძლო გარემოებას.
გამოიყენეთ საკუთარი წინდახედულობა.
აღჭურვილობა - ყოველდღიური:
ზურგჩანთა - ლიტრაჟი 10-დან 20ლ-მდე საკმარისია. იტევს ასევე
მომდევნო სექციებში განხილულ აღჭურვილობას
თბილი ქვედა ფენა ტანსაცმელი
თერმული ტანსაცმელი
სქელი/ქარგაუმტარი გარე ფენა, მაგ. ტყავი ან სინთეტიკური ქარგაუმტარი მასალისგან დამზადებული.
სქელი ჯინსი
საწვიმარი. საჭიროების შემთხვევაში ქარგაუმტარ ფენასაც წარმოადგენს
ქოლგა
მოჭრილი პარალონი მიწაზე დასაჯდომად.
საჭმელი - მინიმუმ 1000კკალ. უმჯობესია მარტივად და სწრაფად მისაღები,
დაბალი მოცულობის და მაღალი კალორიულობის საჭმელი და სასუსნავი.
ცხიმი გრძელვადიანი ენერგიისთვის და გახურებისთვის. ნახშირწყლები სწრაფი ენერგიისთვის. (კორტიზოლი და სხვა ადრენალინის ვარიაციები აიძულებენ სხეულს მეტი მარტივი ნახშირწყალი გამოყონ სისხლში კუნთოვან ქსოვილებთან მისაწოდად. ნახშირწყლების ბალანსი მნიშვნლელოვანია თქვენი ეფექტურობისთვის.) წყალი, მინიმუმ 1ლ. არ მიიღოთ წყალი პოლიციისგან. თერმოსი, მინიმუმ 1ლ. ცხელი სასმლით, ან სუპით.
აღჭურვილობა - ღამისთევა:
ზურგჩანთა - 30+ ლიტრი/გარე სამაგრები
თბილი საბანი, მინიმუმ პარალონი, მაქსიმალურად დააიზოლირეთ თავი მიწისგან პუფი - იდეის ავტორს იცნობთ
ფანარი - დროს არ დაკარგავთ ტელეფონის ძებნაში და არც ბატარეას დასვამთ საჭმელი - ცხადია, მეტი, ვიდრე დღიური გასვლის დროს.
რჩევები:
ფეხზე დგომისას შიგადაშიგ ოდნავ ჩაიკეცეთ მუხლებში. „ჩაკეტილი“ მუხლები ხელს უშლიან ნორმალურ სისხლმოქცევას. ბუქნები, შიგადაშიგ გაზმორვა და გაწელვა არავის აწყენს. პარალონთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბოიზოლაციის XPS პანელები, დაჭეჭყილი მაკულატურა (გამოგადგებათ ცეცხლის დასანთებად) ეცადეთ ცეცხლში არ დაწვათ ფერადი მასალა. ერიდეთ კვამლს. საჭმელი მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში. ცრემლსადენი ფხვნილი ისეთ ადგილებში აღწევს, რომ არც გიოცნებიათ.
არ მოგხვდეს:
მოწინააღმდეგე ასპარეზზე გამოდის. მოდით, რეალურად შევაფასოთ სიტუაცია - რობობოზების დავალებაა, გაიძულოთ, სამოქმედო ზონა დატოვოთ. შესაბამისად, ამ შრის/პუნქტის შესრულება ბოლომდე შეუძლებელია მტრისთვის ტერიტორიის დათმობის გარეშე. მაგრამ, თქვენ არ გაქვთ სათანადო აღჭურვილობა ან სხვა გარემოება, რომ რობობოზის დარტყმამ ვერ შეძლოს თქვენ გაიძულოთ ზონის დატოვება. ამ სიტუაციაში გირჩევნიათ გაერიდოთ დარტყმის სამიზნეს, რაც გაძლევთ მომავალი მანევრის შანსს. აუცილებლად ბრუნდებით დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში ან გადადიხართ ალტერნატიულ პოზიციაზე, სადაც იმჩნევა ნაკლები მტრული ელემენტი. ალტერნატიული პოზიცია იდეურად ვერ იქნება განლაგებული მოწინააღმდეგის ზეწოლის ტრაექტორიაზე. მანდ მას უნდა, რომ მოგათავსოთ. არჩიეთ ფლანგები, პარალელური ქუჩები, ეზოები მაგრამ არასდროს ის მიმართულება, სადაც მტერი ცდილობს, რომ გადმოგრეკოთ. პირადი დაცვის ეს შრე განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც არ ატარებს სათანადო აღჭურვილობას. თუ არ გაქვთ აირწინაღი და დაცვის სხვა საშუალებები, ნუ ცდილობთ წინა ხაზზე დგომას. თქვენ თანამებრძოლეებს მხოლოდ დაბრკოლებას უქმნით, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის მაგივრად იძულებულნი ხდებიან გაგიყვანოთ საფრთხის ზონიდან იმიტომ რომ ვერ ხედავთ/ვერ სუნთქავთ.
არ დააზიანებინო თავი:
ყველაზე აქტუალური ნაწილი. ჩვენი მიზანი ეწინააღმდეგება მოწინააღმდეგის მოწოდებას. პოზიციის შესანარჩუნებლად, გვიწევს წინააღმდეგობის გაწევა. რაც უფრო დაცულები ვართ, მით უფრო ნაკლებია შანსი რომ დარტყმას შეეძლოს თქვენი სამოქმედო ზონიდან გაყვანა. აღჭურვილობა - გაზი და წყალი: აირწინაღი/რესპირატორი. სასურველი მოდელი სახის სრული დაფარვით. აირწინაღის სასურველი ფილტრების კლასი ABEK P3, ABEK P2, C2A1 ან ნებისმიერი სხვა პარტიკულატის ფილტრი (ცრემლსადენი გაზი არის ფხვნილი და არა აირი).
რესპირატორის შემთხვევაში, საცურაო სათვალე (ქმნის ჰერმეტულ სივრცეს თვალების გარშემო). სერიოზულად ზღუდავს მხედველობას, თუმცა არა ისე სერიოზულად, როგორც წიწაკის სპრეი ან მაღალი კონცენტრაციის ცრემლსადენი. წყალგაუმტარი ფენა არ გიშველით წყლის ჭავლის პირდაპირი დარტყმისგან. თან იქონიეთ ჰერმეტულად შეფუთული, 1 სრული კომპლექტი ტანსაცმელი/წინდები/ა.შ. როგორც წყალი, ისევე ცრემლსადენი ფხვნილი დიდხანს რჩება ტანსაცმელზე. ნატურალური მატყლი ინარჩუნებს თბოიზოლაციის 70%ს სრული გალუმპვის შემდეგაც კი.
აღჭურვილობა - ფიზიკური ძალა:
სამშენებლო არმირებული კეპი ან ჩაფხუტი. არ დაგიცავთ ტვინის შერყევისგან, მაგრამ საგრძნობლად შეამცირებს დარტყმას დაუფარავ თავთან შედარებით. ბენეფიტი - შედარებით მარტივად ინტეგრირდება აირწინაღთან. მოტო-ჩაფხუტი. საგრძნობლად გაზრდის თავის დაცვას. უფრო მეტად დაგიცავთ შერყევისგან. არ ინტეგრირდება მარტივად აირწინაღთან/რესპირატორთან. 60-ლარიანი ჩინური ჩაფხუტი როგორც მოტოციკლეტზე არ გიშველით არაფერს, ისე აქაც. სულ არაფერს, ცხადია, ჯობია. დარტყმა გამძლე დამცავი სათვალეები. სასურველია რეზინაზე. სასურველია რეზინის ფენით პერიმეტრზე, ჰერმეტულობის დასაცავად.
ტანის დამცავები:
მოტო-ქურთუკები და ე.წ. „ჩერეპახები“
მხრების, იდაყვების და ზურგის დამცავებით. მოტოციკლეტის ზურგის დამცავი ფირფიტა შეგიძლიათ შეიძინოთ ცალკე, გაჭრათ ქურთუკის ლაინერი და შიგნით მოათავსოთ. საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიურად მოთავსებული გაზეთის ქაღალდის მსხვილი ფენა ნაწილობრივ შეასრულებს იგივე ფუნქციას. სამშენებლო სამუხლეები, აირსოფტის სამუხლეები/საიდაყვეები, მოტო წვივის დამცავები. სალაშქრო, სამშენებლო, სამხედრო ჩექმები სტაბილური კოჭით. ფეხის გადაბრუნება უმოქმედოდ გაგხდით მრავალი დღის განმავლობაში. ფარი - ყოვლად გამოსადეგი ხელსაწყო. მინიმალური სისქე 1სმ. მიხიდართ ხის ნებისმიერ საამქროში, ჭრით საორიენტიროდ 80სმ*60სმ ფანერას. შუაში ათავსებთ შურუპებით მიმაგრებულ სახელურს ან თოკს. ჯამური ღირებულება 20 ლარი. (შეგიძლიათ 200 ლ. რკინის კასრისგანაც გამოჭრათ ბალგარკით მშვენიერი ფარი)
აღჭურვილობა - სამედიცინო:
მოცემული აღჭურვილობა არის მინიმუმი. გაზი/სპრეი - ფიზიოლოგიური ხსნარი, ან სპრეის ბოთლში არეული წყალი და
მაალოქსი (50/50). ჭრილობა - წყალბადის ზეჟანგი, ბამბა, ბინტი სხვა - ლეიკო, გამაყუჩებელი, კოფეინის ტაბლეტები და სხვა მედიკამენტები თქვენი წინდახედულობის გათვალისწინებით. რჩევები: აირწინაღს და სათვალეს მოუჭირეთ იმაზე მეტად, ვიდრე გგონიათ, რომ
საკმარისია. აირწინაღი არ იმუშავებს, თუ გაქვთ წვერი. წვეროსნებო, გაიპარსეთ. აირწინაღი მუშაობს უკეთ, თუ თმა არის ძალიან მოკლე ან გადახოტრილი. აირწინაღის ფილტრები არ არის სამუდამოდ ეფექტური. მიხვდებით, როდესაც უნდა გამოცვალოთ.
აირწინაღი და სათვალე აუცილებლად, აუცილებლად გიღალატებთ რაღაც მომენტში. ამისთვის უნდა იყოთ მზად. უშველეთ თავს მანამ, სანამ უშველით სხვას. 99% სიტუაციაში ორ ნახევრადეფექტურ მებრძოლს ერთი ეფექტური სჯობს. თუ აღმოჩნდით მიწაზე, მუხლები მიიტანეთ მკედრთან, ერთი ხელი აიფარეთ კისერზე, მეორე კი ზურგზე, თირკმლების ზონაში
(ნეკნების ოდნავ ქვევით). ნებისმიერი სახის დაცვა ჯობია სრულიად დაუცველობას.!!!
აირწინაღის და სათვალის დროული გაკეთება, ასევე მოძრაობა სრულ აღჭურვილობაში მრავალჯერ სცადეთ უსაფრთხო პირობებში!!!აღმოაჩინეთ ეკიპირების ნაკლოვანებები სირბილში, ჩაკუზვაში, ხოხვაში, და მიიღეთ სათანადო ზომები.
არ დააპატიმრებინო თავი:
ნებისმიერი სხვა ფენის დარღვევას შეუძლია, რომ სამოქმედო ზონიდან გაგიყვანოთ მოკლე ან გრძელი ვადით, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის იმდენად სერიოზული, როგორც მოწინააღმეგის ხელში ჩავარდნა. ჩვენი მიზნის განსახორციელებლად, უნდა მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა, რომ მტრული ელემენტის რიგებში არ აღმოვჩნდეთ ჩვენ ან ჩვენი თანამებრძოლეები. იყავით მობილურები. აკონტროლეთ სიტუაცია გვერდით. შეძლებისდაგვარად, იყავით კონტაქტში თანამებრძოლეებთან და მზად იყავით, რომ მტრული ელემენტის რიგები გაიხსნება და მინიმუმ 4 ადამიანი შეეცდება, გაგიყვანოთ სამოქმედო ზონიდან. მოქმედება ჯგუფად. კომუნიკაცია. ინფორმაცია. არსებითად შეგვიძლია ჯგუფები გავყოთ ორ ნაწილად: ღია და დახურული. ღია ჯგუფი ორგანიზდება ველზე თქვენთვის უცნობი თანამებრძოლეების კონტინგენტისგან. ჯგუფის დათანხმება სამოქმედო პროტოკოლზე უმჯობესია მოხდეს იქამდე, სანამ ეს პროტოკოლი განსახორციელებელი იქნება. ღია ჯგუფის უპირატესობა ვლინდება მარტივი მიზნების მიღწევაში, რომლებსაც არ სჭირდება მიკრომენეჯმენტი.
ღია ჯგუფის ნაკლოვანება ვლინდება უფრო რთული მიზნების მიღწევისას, რომელიც საჭიროებს სპეც. ინვენტარს, წინასწარ მომზადებას და პროცედურულობას. დახურული ჯგუფი შედგება წინასწარ განსაზღვრული თანამებრძოლეებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, მიზნის მისაღწევად საჭირო ინვენტარის და გეგმის წინასწარ მომზადება. დახურულ ჯგუფში გაცილებით უფრო მარტივია ეფექტური ალტერნატიული კომუნიკაციის ხერხების შემუშავება. დახურული ჯგუფის ნაკლოვანება მის დახურულობაშივეა. ერთი ან მეტი წევრის სამოქმედო ზონიდან გასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ჯგუფის ეფექტურობას.
მასშტაბური მოქმედების პირობებში მიზანშეწონილია, დახურულმა ჯგუფმა იმუშაოს როგორც ღია ჯგუფთაშორისი კოორდინატორი (ჯგუფის წევრები ქმნიან რამოდენიმე ღია ჯგუფს, რომელთა შორის კოორდინაცია დახ. ჯგუფის წევრების ხარჯზე ხდება), ან როგორც სპეც. ელემენტი გარკვეული დავალების შესასრულებლად (მაგ. გაზის კანისტრების ნეიტრალიზების ჯგუფი). კომუნიკაცია არსებულ ვითარებაში ტელეფონი არ არის სანდო კომუნიკაციის ხერხი როგორც უტილიტარული, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მხოლოდ ტელეფონის ქონის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი და ზარი ითიშება პირველი. ყველაზე მარტივად აღწევს ჩვეულებრივი SMS მესიჯი. ჩვეულებრივი სამოქალაქო რაცია ბევრად ზრდის თქვენ კომუნიკაციის უნარს თანამებრძოლეებთან.
ერთ-ერთი ყველაზე იაფი რაცია ქართულ ბაზარზე,
BaoFeng 888S, მშვენივრად მუშაობს (პირადი გამოცდილება) ისეთ სიტუაციებშიც კი, სადაც ჩვეულებრივ ტელეფონს არ შეუძლია არაფრის გაკეთება. სასურველია ისეთი რაცია, რომელსაც აქვს კონკრეტული სიხშირის დაყენების ფუნქცია, რადგან ზემოთაღნიშნულ ვარიანტს აქვს მხოლოდ 16 წინასწარ განსაზღვრული სიხშირე რომელთა შეცვლაც მხოლოდ პროგრამული კაბელის და კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი. სიხშირეების ნაკლებობა და ასეთი რაციების უფრო ჩვეული გამოყენება გამოიწვევს სიხშირის გადატვირთვას ტრაფიკით. რაციით ხმის გადაცემისას თქვენ იკავებთ მთლიან სიხშირეს. სანამ ტრანსლირებს ერთი მოწყობილობა, დანარჩენებს ამ სიხშირეზე მხოლოდ მიღება შეუძლიათ, თუ არ არიან უფრო მძლავრი ვატაჟის W ანტენით/სიგნალით აღჭურვილი. ინფორმაცია ყველაზე ძვირფასი და არსებულ მდგომარეობაში ერთ-ერთი ყველაზე უგულეველყოფილი რესურსი.
სათანადო ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება სამოქმედო ზონაში აბსოლუტურად ყველას მოვალეობაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ფლობს ამ სრულ სივრცეს და შეუძლია მარტივად შეაგზავნოს თავისი წილი ფალსიფიცირებული ინფორმაცია დასაბნევად, დასაშინად და ხელის შესაშლელად. ძვირფას ინფორმაციას წარმოადგენს მტრული ელემენტის განლაგება,მოძრაობა, აღჭურვილობა, კომუნიკაცია - გასული, ამჟამინდელი,სავარაუდო. ინფორმაციის შეგროვების ხერხები, რომლებიც სამოქალაქო პირის ლეგალურ შესაძლებლობებში შედის: ვიზუალური - თვალით, ჭოგრიტით, დრონით. ელექტრონული - ონლაინ გვერდების, ჯგუფების, ტელევიზიის მონიტორინგით. შეგროვებული ინფორმაცია არაფერს წარმოადგენს მისი გადაცემის გარეშე, რომელიც შეგვიძლია: ფიზიკურად - „შიკრიკების“ მეშვეობით. რაციით ტელეფონი და კომპიუტერი - სასურველია დაენკრიფტებული აპებით, მაგ.
სიგნალი.
დახურულ ჯგუფში შეძლებისდაგვარად სასურველია ერთი ინდივიდის მიერ ინფორმაციული კოორდინაციის გაწევა. ის იმყოფება უსაფრთხო ზონაში, ახორციელებს ვიზუალურ და ელექტრონულ დაკვირვებას და აწვდის ამ ინფორმაციას ველზე მყოფ ჯგუფის სხვა წევრებს. რიგ კონკრეტულ გარემოებაში, შესაძლებლობა გვაქვს გავავრცელოთ დეზინფორმაცია მტრული ელემენტის დასაბნევად. მათთვის ღიად გასაგონ სივრცეში არარსებული მეგობრული ელემენტების მოხსენიება, არასწორი დისლოკაციის მითითება, და ა.შ. გარანტირებულად გამოიწვევს მცირე საობზერვაციო რესურსის დახარჯვას მაინც, რაც ყოვლად მომგებიანია. დეზინფორმაციის გავრცელება უნდა იყოს ლოკალურად კოორდინირებული, ან გამოიყენოს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაბალი რისკია მეგობრულმა ელემენტმა (რომელსაც თქვენთან კომუნიკაცია არ აქვს), სიმართლედ მიიღოს მტრისკენ მიმართული დეზინფორმაცია.
პოზიციის გამაგრება:
თუ კი ჩვენი მიზანია სამოქმედო ზონაში მაქსიმალურად ხანგრძლივად გავჩერდეთ, მიზანშეწონილია, პირველ სექციაში ნახსენები პირადი დაცვის შრეები გავაძლიეროთ ფიზიკური ბარიერებით. პოზიციის გამაგრებისას გასათვალისწინებელია: გამაგრების მიმართულება - მტრული ელემენტისკენ. გამაგრების სრულფასოვნება - არ უნდა არსებობდეს „ძაბრი“. რეალურ ცხოვრებაში „ძაბრი“ ან ბარიერის ობიექტურად უფრო სუსტი ნაწილი ყოველთვის იარსებებს. ამ სექციასთან მიზანშეწონილია მეტი თანამებრძოლის დგომა.
გამაგრების სიღრმე - რაც უფრო მეტი სხვადასხვა ტიპის ბარიერი არსებობს თქვენი სივრცის გამოსაყოფად, მით უფრო ეფექტურია. მაგ. მთავარ ბარიერამდე მისაღწევად, გზაზე განლაგებული სამონტაჟო წებოთი დამაგრებული აგურები საგრძნობლად შეუშლის ხელს ჩვეულებრივ ავტომობილს, მაგრამ არა წყლის ჭავლის მანქანას, რომელსაც წინ ასასხლეტი ფარი უყენია. თუმცა, მისი საბურავები მაინც რეზინისაა.
თუ საბარიერო ობიექტის განთავსება მარტივი იყო, მოშორებაც მარტივი იქნება. ბორბლებზე გამოგორებული ნაგვის ბაკი უნდა დაიწვინოს გვერდზე. ცარიელი ბაკი უნდა შეივსოს. რკინის მოაჯირები, რომლებიც ცალცალკეა მოტანილი, გაცილებით უფრო რთული ხდება მოსაშლელად შედუღების შემდგომ. მანქანა გაცილებით რთულია გადასაყენებლად, თუ მას დაუჩუტეს საბურავები, ჩააგდეს პირველში და წაიღეს გადაბმის პედალი.
ბარიერის სიგანე ზრდის მისი გადალახვის სიძნელეს. ბარიერის სიმაღლე ზრდის მის ეფექტურობას მფრინავი ობიექტების წინააღმდეგ. ბარიერი აუცილებლად უნდა შეძლებისდაგვარად დაიტესტოს აშენებისთანავე და გამაგრდეს იქ, სადაც ნაკლოვანია. სამოქმედო ტაქტიკები სამოქმედო ტაქტიკები მრავალფეროვანი და სიტუაციურია. მთავარი, რაც არის გასათვალისწინებელი, არის ის რომ ორგანიზებულად და ოპერატიულად ქმედება, ხარისხიანი ან „მძიმე“ აღჭურვილობა, მოქმედების კოორდინირება, რაციის გამოყენება და ნებისმიერი სხვა „განსაკუთრებული“ ქმედება აუცილებლად გაგხდით სამიზნედ.
თუ ეს ფაქტი უშლის ხელს თქვენს ეფექტურობას, ნუ შეეცდებით ასეთი როლის მორგებას საკუთარ თავზე. თავისი ბუნებით, ყველა სახის „განსაკუთრებული“ მოქმედება იქცევს მტრული ელემენტის ყურადღებას და ხშირად იწვევს პანიკურ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. აშკარად ორგანიზებული, აღჭურვილი ჯგუფის უბრალოდ გამოჩენაც კი აუცილებლად წაიღებს მოწინააღმდეგის ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, ასეთი მოქმედებების ფასი როგორც ფიზიკური, ასევე ინფორმაციულია.
მაგალითად მოყვანილი ტაქტიკა: გაზის კანისტრების ნეიტრალიზაცია
იღებთ 4-კაციან ჯგუფს. რჩებით შედარებით შემაღლებაზე რომ დაინახოთ, რა მიმართულებით ისვრიან გაზს. მოგაქვთ დიდი სათლი წყალი,
უმჯობესია თავსახურით რომ სირბილში არ დაიქცეს. ჯგუფში 1 ადამიანი აღჭურვილია ყველაზე კარგი აირწინაღით და სქელი
ხელთათმანებით (გაზის კანისტრა ცხელია, რეზინა/პ.-ურეთანი არ ჩაიცვათ). ამ ადამიანის ერთადერთი მოვალეობაა კანისტრა იპოვოს და წყალში დაახრჩოს.
დანარჩენი 3-4 კაცი ქმნის მის გარშემო სივრცეს, აუცილებლად - სხვა შემთხვევაში მარტივია კარგად აღჭურვილი ადამიანის გათრევა სამოქმედო ზონიდან.

მაგდას #####ი ჯერ მკვდარ ბადრის ეკუთვნოდა, ეხლა კი მისი პირი ბორიაზე მუშაობს!

2007 წლის 7 ნოემბერს რომ არ მოეღო ბოლო ამ საბჭოთა თესლით ჩასახულ, რუსი ოლიგარქების პროპაგანდონებს, იმიტომ მიგვათრევენ ეხლა რუსეთისკენ!

* * *
Ასეა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას !
პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე და შვილი...
This post has been edited by ჩეკო on 8 Dec 2024, 23:08