#61910485 · 15 Feb 2025, 18:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰოდა, რადგან წესები გვავიწყდება, აქ დავაკოპირებ. ბოლო დროს ძალიან აქტუალურია - პოსტების მომატება უაზრო პოსტინგით, ალტერების გრიალი, რეკლამის მცდელობა. მოკლედ, არ მინდა რომ განყოფილება გაბანძდეს, წესები უმარტივესია და მხოლოდ წესრიგის დაცვას ითვალისწინებს, რაც ისედაც უნდა იცოდეს ყველამ. რასაც ვუყურებ, ზოგს მაგრად კიდია და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად იგივეს აგრძელებს, ამ შემთხვევაში ბანიც არ დააყოვნებს.
იკრძალება და ისჯება:
1. უაზრო, უშინაარსო, განყოფილებისთვის შეუსაბამო თემის გახსნა; 2. ოფტოპიკი (უაზრო, უშინაარსო პოსტები); 3. სამასხარაო პოსტები სერიოზული შინაარსის თემაში; 4. უცენზურო ლექსიკა (მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლოების ჩანაცვლებით თუ არა ); 5. ფორუმის იუზერების და მესამე პირების შეურაცხყოფა; 6. ნებისმიერი ნიადაგზე (რასობრივ, რელიგიურ, მსოფლმხედველობრივ) განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედება; 7. გამიზნული რეკლამა (ან მისი შემცველი განცხადება);
გისურვებთ წარმატებებს.
--------------------
არ გასწორდების ქართველი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
ცოტა პოსტეთ რა, ნაკლები ###ობა დაიწერება ©iverski
სულ მავიწყდება რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანაში, მთლად საამაყო ადგილზე არ ვართ, ამიტომ აქ დავწერ, საკუთარ თავს რომ შევახსენო, პერიოდულად.
|