#61781284 · 13 Dec 2024, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1988 წლის ნოემბრის აქციების თაობა ვარ. იქიდან ვარ "პოლიტიკაში". აქამდე იმედი მქონდა ევროსტრუქტურების, როგორც ჩამყაყებული ბოროტი და ჩვენი ქვეყნის მტერი რუსეთის საპირწონედ გაერთიანების,
მაგრამ,
რასაც ვხედავ, იქიდან გამომდინარე"
აღარ მჯერა რომ ოდესმე ნატოს წევრად მიგვიღებენ - გაფართოების მიმართ რუსეთის პოზიციის გამო.
აღარ მჯერა რომ უკრაინის ომი მისი გამარჯვებით და ტერიტორიების დაბრუნებით დასრულდება. პირიქით, ის დასრულდება მისი კაპიტულაციით, ტერიტორიების დაკარგით და რუსეთისთვის გადაცემით.
აღარ მჯერა რომ ოდესმე ევროკავშირში მიგვიღებენ - პირდაპირი საზღვრის არქონის გამო.
აღარ მჯერა რომ ევროსტრუქტურები ოდესმე "მოლაპარაკებას" დაიწყებენ საქართველოსთან - დსთ_ს წევრ და ყველა ასპექტში 10 ჯერ მეტად ბანძ მოლდოვასთან "მოლაპარაკების დაწყების" ყოვლად ალოგიკური ნაბიჯის გამო.
აღარ მჯერა რომ უვიზო მიმოსვლა (რაც ძალიან კარგი ნაბიჯი იყო) იქნება მაქსიმუმი და არა ჩვენდამი დიდი სიყვარულის გამო - არამედ მხოლოდ იმისთვის რომ აქედან მიდიოდეს გაჭირვებული ხალხი შავი სამუშაოს შესასრულებლად, თან მესამედ ფასად, რადგან თვითონ ამ სამუშაოს არასოდეს შეასრულებენ.
მოკლედ რომ ვთქვა, ეს ყველაფერი რაც აქ ხდება არის ფიქცია და ვირიშვილობა მათი მხრიდან და სხვა არაფერი.
მადლობა ყურადღებისათვის.
--------------------
www.HolyBible.ge
|