Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კარგი მამაოებიც არსებობენ!
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#57198617
· 21 Nov 2020, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საბედნიეროდ !
სამწუხაროდ ედიკასა და მიშას გამოისობით გაძეძგილია უღირსი მღვდლებით !
ალბათ იმიტომ რომ ფული გაჩნდა ეკლესიაში!.
მეტი ფული = მეტ სიბინძურეს!
საბედნიეროდ კარგებიც არიან!
აქ ჩამოვწეროთ ვინ სად მსახურობს!
აი მამა აკაკის აქებდნენ ძაან! ქაშუეთში მსახურობდა თუ მსახურობს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12609
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#57201372
· 22 Nov 2020, 12:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტოკჰოლმის სინდრომი გაქვს?
კარგი ფაშისტებიც არსებობენ, კარგი კომუნისტებიც, მაგრამ მაინც თავის სისტემას ემსახურებიან. ხოლო სისტემა რას ემსახურება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57201843
· 22 Nov 2020, 15:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ronald_wesley
QUOTE
საბედნიეროდ !
სამწუხაროდ ედიკასა და მიშას გამოისობით გაძეძგილია უღირსი მღვდლებით !
ალბათ იმიტომ რომ ფული გაჩნდა ეკლესიაში!.
მეტი ფული = მეტ სიბინძურეს!
საბედნიეროდ კარგებიც არიან!
აქ ჩამოვწეროთ ვინ სად მსახურობს!
აი მამა აკაკის აქებდნენ ძაან! ქაშუეთში მსახურობდა თუ მსახურობს!
რა კრიტერიუმით უნდა მოიყვანო მამაო კარგად ან ცუდად. ჯერ კარგი და ცუდი რას ნიშნავს და მერე მამაო კარგად და ცუდად როგორ უნდა დაყო.
მე პირადად ისინი ბიზნესმენები მგონია რომლებიც ყიდიან ბრენდს "ღმერთი" და ამით შემოსავალს ღებულობენ. როგორც ყველა პროფესიაში თუ ბიზნესში, ამ სფეროშიც არიან წარმატებულნი და ასევე წარუმატებელნი. წარმატებულნი არიან ისინი ვინც მამაოობით უკეთესი შედეგი აქვთ ვიდრე ჰქონდათ ან ექნებოდათ ჩვეულებრივი ცხოვრებით რომ ეცხოვრათ. წარუმატებლები კი ისეთები არიან ვინც ერშიც ვერაფერს ვერ აღწევდა და აქაც ვერაფერს მიაღწია.
* * *
QUOTE
კარგი ფაშისტებიც არსებობენ, კარგი კომუნისტებიც, მაგრამ მაინც თავის სისტემას ემსახურებიან. ხოლო სისტემა რას ემსახურება?
ძალაუფლებას და გამდიდრებას.
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#57233617
· 30 Nov 2020, 12:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
QUOTE
მე პირადად ისინი ბიზნესმენები მგონია რომლებიც ყიდიან ბრენდს "ღმერთი
ექიმიც "ბიზნესმენია", რომელიც ყიდის ბრენდს " ჯანმრთელობა"...
QUOTE
წარმატებულნი არიან ისინი ვინც მამაოობით უკეთესი შედეგი აქვთ ვიდრე ჰქონდათ ან ექნებოდათ ჩვეულებრივი ცხოვრებით რომ ეცხოვრათ. წარუმატებლები კი ისეთები არიან ვინც ერშიც ვერაფერს ვერ აღწევდა და აქაც ვერაფერს მიაღწია.
როგორ გგონიათ, როდისაა ექიმი წარმატებული, როცა ბევრი ფული აქვს, თუ როცა ბევრი გამონაჯანმრთელები პაციენტი ყავს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57234131
· 30 Nov 2020, 14:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
ექიმიც "ბიზნესმენია", რომელიც ყიდის ბრენდს " ჯანმრთელობა"...
რა თქმა უნდა ასე აქვს ჯერჯერობით კაცობრიობას აწყობილი
* * *
QUOTE
როგორ გგონიათ, როდისაა ექიმი წარმატებული, როცა ბევრი ფული აქვს, თუ როცა ბევრი გამონაჯანმრთელები პაციენტი ყავს?
წარმატება ზოგადად შეფასებაა, ანუ მოსაზრებაა ვიღაცის რაღაც შედეგზე და ობიექტური ვერ იქნება, ასე ვთქვათ ყოველი მოსაზრება თითოეული ადამიანის ცოდნით ანუ გამოცდილებიდან გამომდინარე ყალიბდება. შესაბამისად ყველას საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია და მათი გათვალისწინებით აკეთებს შეფასებას. თუ ექიმს უნდოდა ბევრი ფულის შოვნა და ამიტომ აირჩია ექიმობა და შესაბამისად იშოვა იმდენი ფული რამდენიც სურდა მაშინ წარმატებულია თუნდაც ეს მხოლოდ ერთი პაციენტის განკურნების შედეგად მიეღო. თუ სურდა რომ ექიმი გამხდარიყო და ბევრი პაციენტისთვის ემკურნალა და მიაღწია ამ მიზანს მაშინ ამაშიც წარმატებულია. თუმცა დიდი შანსია რომ ორივე მათგანი ერთმანეთზე ფიქრობდნენ რონ წარუმატებელნი არიან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#57238834
· 1 Dec 2020, 17:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
QUOTE
ეტყობა გარემოება აიძულებს მათ ასე მოიქცნენ და არა გაურკვეველი პატიოსნების და გაურკვეველი სინდისის გრძნობა
გარემოება?
არანაირი გარემოება ამას არ აიძულებს და მხოლოდ ქართველ ექიმებზე ნუ ვისაუბრებთ.
მაგალითად, ამერიკაში მთელი სისტემა ისეა აწყობილი, რომ ერთხელ თუ მივხვდი ექიმთან ნერვოზის ან დეპრესიის მიზეზით, მთელი ცხოვრება 3 4 თავ წამალზე გიწევს შეჯდომა. არავითარი გარემოება გარდა იმისა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს მილიონები შეუვიდეთ, აქ არ არსებობს. იგივეს თქმა შეიძლება კიბოზე, არ არჩენენ იმიტომ, რომ "კიბო ჭირდება ფარმაცევტულ კომპანიებს საარსებოდ"_ ჩემი სიტყვები არაა, ერთ ერთმა ძალიან წარმატებულმა ამერიკელმა მეცნიერმა მითხრა.
იგივე მამაოებზეც, მამაო რომელიც სახარებას ქადაგებს და შესაბამისად ცხოვრობს, სოფლის ექიმს გავს და მამაო, რომელიც ამბიონიდან "ფული უნდა მომიტანოთს" ქადაგებს, ზემოთ აღნიშნულ ფარმაცევტულ კომპანიებს და ექიმებს და ამ შემთხვევაში თქვენი ეპითეტი, სწორია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57238881
· 1 Dec 2020, 17:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
არავითარი გარემოება გარდა იმისა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს მილიონები შეუვიდეთ, აქ არ არსებობს
ანუ მაინც რაღაც გარემოება აიძულებთ მათ, ანუ თუნდაც ის გარემოება რომ ფარმაცევტულ კომპანიებს მილიონები რომ შეუვიდეთ.
მამაოებს რაც შეეხება ყველა ერთსა და იგივეს ყიდის "ღმერთს" გინდა სოფლის იყოს და გინდა დედაქალაქის. იგივე გარემოება აიძულებთ მათაც იმუშაონ იქ სადაც მუშაობენ და არა ყბადაღებული რაღაც ზებუნებრივი არსება თუ რა ვიცი რა ვუწოდო.
This post has been edited by
Heracles12
on 1 Dec 2020, 17:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#57238888
· 1 Dec 2020, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mepar
QUOTE
მისმინე, სამწუხარო სიმართლეს გეტყვი:
ადამიანი რომელიც სპეკულირებს სხვა ადამიანთა გაბრიყვებით, კარგი არ შეიძლება იყოს, მაქსიმუმ შეიძლება იყოს თავად ბრიყვი რომელმაც სიბრიყვით არ უწყის რომ სხვას აბრიყვებს.
თანამედროვე სამყაროში მღვდელი არის ყველაზე არაპატიოსანი პროფესია ყველა პროფესიას შორის
რატო?
არ არსებობს ღმერთი? თუ ის არაა ღმერთი ვისაც მღვდლები ქადაგებენ? თანამედროვე სამყარომ ქვეყნიერების საწყისი აღმოაჩინა? გაურკვეველი თეორიების გარდა, რამე ჭეშმარიტებამდე მივიდა მეცნიერება?
"უნდა ყოფილიყოს" გაცდა რომელიმე მკვლევარი და დაამტკიცა, რომ ღმერთი არაა საწყისი?
რითია ეს პოსტი გამყარებული.
"პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, ის იყო პირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და არაფერი მის გარეშე არ შექმნილა" _ იოანე 1. 1-4. დაამტკიცეთ საპირისპირო, მასე მტკიცებით ფორმაში, რო საუბრობთ?
* * *
Heracles12
QUOTE
მამაოებს რაც შეეხება ყველა ერთსა და იგივეს ყიდის "ღმერთს" გინდა სოფლის იყოს და გინდა დედაქალაქის. იგივე გარემოება აიძულებთ მათაც იმუშაონ იქ სადაც მუშაობენ და არა ყბადაღებული რაღაც ზებუნებრივი არსება თუ რა ვიცი რა ვუწოდო.
ბერებზე რაღას იტყვით?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57238968
· 1 Dec 2020, 17:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რატო?
არ არსებობს ღმერთი? თუ ის არაა ღმერთი ვისაც მღვდლები ქადაგებენ? თანამედროვე სამყარომ ქვეყნიერების საწყისი აღმოაჩინა? გაურკვეველი თეორიების გარდა, რამე ჭეშმარიტებამდე მივიდა მეცნიერება?
"უნდა ყოფილიყოს" გაცდა რომელიმე მკვლევარი და დაამტკიცა, რომ ღმერთი არაა საწყისი?
რითია ეს პოსტი გამყარებული.
"პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, ის იყო პირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და არაფერი მის გარეშე არ შექმნილა" _ იოანე 1. 1-4. დაამტკიცეთ საპირისპირო, მასე მტკიცებით ფორმაში, რო საუბრობთ?
რელიგიის მიმდევრებმა უნდა დაამტკიცონ რომ არსებობს ღმერთი და არა იმან ვისაც ის არ უნახავს და შესაბამისად არ შეუძლია ამტკიცოს რომ ის არსებობს. ის ვინც ამბობს რომ არსებობს ღმერთი ალბათ ფლობს ისეთ ინფორმაციას რომელიც ამას დაამტკიცებს. ჯერჯერობით ისმის მხოლოდ საუბარი მაგრამ არც საქციელით, არც ქმედებით ღმერთის არსებობას არავინ გვიჩვენებს.
* * *
Heracles12
ბერებზე რა უნდა ვთქვა, ყველას თავისი მუღამი აქვს ცხოვრების და ცხოვრობენ ისე როგორც უსწორდებათ. ზოგი ძალიან კომფორტულად ცხოვრობს, ზოგი ნაკლებად კომფორტულად, ზოგი შეიძლება ფეხშიშველიც დადიოდეს და ამით სიამოვნებას განიცდიდეს რაღაც მიზნის გამო. მასე მოკრივეები დღედაღამე მუშტებს იქნევენ და იმდენ დარტყმებს ღებულობენ თავში და ვარჯიშობენ დაუსრულებლად და იმდენ ტკივილს ღებულობენ მაგრამ სიამოვნებთ არა ტკივილი არამედ მიზანის მიღწევის მუღამი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#57239010
· 1 Dec 2020, 17:39 · ·

ღმერთის არსებობის მტკიცებულება მხოლოდ მორწმუნე ადამიანის გულშია. ძალიან ბევრია ნათქვამი და დაწერილი და არ დავიწყებ ახლა მაგაზე აქ საუბარს. მე უბრალოდ მაინტერესებს იმ ადამიანების, რომლებიც "ამტკიცებენ", რომ ღმერთი არაა. მე ვთვლი, რომ თეისტი არ უნდა შეუვარდეს ათეისტს და პირიქით, არც ათეისტი უნდა შეუვარდეს თეისტს. თავისუფალი ნება ერთნაირია ყველასთვის. არ მესმის რა შლის ადამიანს ნერვებზე ეკლესიის, მღვდლის, მორწმუნე ადამიანის დანახვისას.
პ.ს. ეგ კითხვა თქვენთან არ იყო...
* * *
Heracles12
QUOTE
ბერებზე რა უნდა ვთქვა, ყველას თავისი მუღამი აქვს ცხოვრების და ცხოვრობენ ისე როგორც უსწორდებათ. ზოგი ძალიან კომფორტულად ცხოვრობს, ზოგი ნაკლებად კომფორტულად, ზოგი შეიძლება ფეხშიშველიც დადიოდეს და ამით სიამოვნებას განიცდიდეს რაღაც მიზნის გამო. მასე მოკრივეები დღედაღამე მუშტებს იქნევენ და იმდენ დარტყმებს ღებულობენ თავში და ვარჯიშობენ დაუსრულებლად და იმდენ ტკივილს ღებულობენ მაგრამ სიამოვნებთ არა ტკივილი არამედ მიზანის მიღწევის მუღამი.
საქმეც მაგაშია, რომ ბერები არაფერს არ ყიდიან. მონასტერში მღვდელიც უნდა იყოს, რომელიც არაფერს არ ყიდის. ზის თავისთვის და ლოცულობს და წირავს. ამიტომ არაა მართებული იმის თქმა, რომ მღვდელი ყიდის
ბრენდს "ღმერთი".
კონკრეტული მღვდელი შეიძლება ყიდდეს, მაგრამ არა ზოგადად მღვდლობა, ეკლესია ან ქრისტიანობა. ქრისტეს მცნების თანახმად "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით"...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57240292
· 1 Dec 2020, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
პ.ს. ეგ კითხვა თქვენთან არ იყო...
ჰო მარა თავს უფლება მივეცი ჩემი აზრი გამომეთქვა. ანუ გამოკითხვის მეთოდით ხელმძღავენლობთ? (რადგანაც თქვენობით ფორმაში მეტყველებთ მეც ასევე მოგმართავთ ბატონო)
* * *
Heracles12
QUOTE
საქმეც მაგაშია, რომ ბერები არაფერს არ ყიდიან.
თვითონ ბერებიც ყიდიან გინდა მატერიალურად და გინდა "ინტელექტუალურად". ყიდიან სხვადასხვა პროდუქციას საიდანაც ღებულობენ ფინანსურ დაუბეგრავ შემოსავალს და მეორეს მხრივ ადამიანებს ბერობიდან გამომდინარე არაპირდაპირი შემოსავლები აქვთ. მაგალითად პატრული თითქმის არ აჩერებს მღვდელმსახურის ავტომობილს, იქ სადღაც შუქის ფულს არ ახდევინებენ, აგერ სამებას ფულს არ ახდევინებენ წლები ელექტროენერგიისას, იქით ხელებზე ეამბორებიან და იმშვენებენ და არა მგონია ეს ყველაფერი მათთვის ერში ცხოვრებაში გაეკეთებინათ.
QUOTE
ზის თავისთვის და ლოცულობს და წირავს. ამიტომ არაა მართებული იმის თქმა, რომ მღვდელი ყიდის
ბრენდს "ღმერთი".
თქვენ ეტყობა არ გქონიათ საკმარისი ურთიერთობა ეკლესიის წარმომადგენელებთან. ძალიან რომანტიულად წარმოაჩენთ - ზის თავისთვის და ლოცულობს. ანუ არ სვამენ, არ ჭამენ, არ ქეიფობენ, მანქანით არ დადიან, არ მღერიან, არ იცინიან, ტელევიზორს არ უყურებენ, ტელეფონი თამაშებს არ თამაშობენ, ინტერნეტში არ იყურებიან, ფეისბუქი არ აქვთ, ფეხბურთს არ უყურებენ, არ მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით და გარეთ რასაც მოლოცვას უწოდებენ, საჩუქრებს არ ღებულობენ და ა.შ.???
QUOTE
კონკრეტული მღვდელი შეიძლება ყიდდეს, მაგრამ არა ზოგადად მღვდლობა, ეკლესია ან ქრისტიანობა. ქრისტეს მცნების თანახმად "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით"...
თქვენ რა იცით ეს ეკლესია როგორც სტრუქტურა რას ყიდის და რას არა? პატრიარქის დონეზე და მეუფეების დონეზე რა ურთიერთობები მყარდება სხვადასხვა ბიზნესმენებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, თუ ერთმანეთთან ეპარქიებს შორის?
This post has been edited by
Heracles12
on 1 Dec 2020, 22:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#57241001
· 2 Dec 2020, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
QUOTE
ჰო მარა თავს უფლება მივეცი ჩემი აზრი გამომეთქვა. ანუ გამოკითხვის მეთოდით ხელმძღავენლობთ? (რადგანაც თქვენობით ფორმაში მეტყველებთ მეც ასევე მოგმართავთ ბატონო)
* * *
გამოკითხვის მეთოდი არაფერ შუაშია, უბრალოდ მისი პოსტიდან გამომდინარე დავუსვი კითხვა იმ იუზერს. თქვენობით კიდე იმიტო გესაუბრებით, რომ წინასწარ თავი დავიზღვიე თქვენგან მითითებისგან
კარგი, იყოს აწი შენობით
QUOTE
თვითონ ბერებიც ყიდიან გინდა მატერიალურად და გინდა "ინტელექტუალურად". ყიდიან სხვადასხვა პროდუქციას საიდანაც ღებულობენ ფინანსურ დაუბეგრავ შემოსავალს და მეორეს მხრივ ადამიანებს ბერობიდან გამომდინარე არაპირდაპირი შემოსავლები აქვთ. მაგალითად პატრული თითქმის არ აჩერებს მღვდელმსახურის ავტომობილს, იქ სადღაც შუქის ფულს არ ახდევინებენ, აგერ სამებას ფულს არ ახდევინებენ წლები ელექტროენერგიისას, იქით ხელებზე ეამბორებიან და იმშვენებენ და არა მგონია ეს ყველაფერი მათთვის ერში ცხოვრებაში გაეკეთებინათ.
შენ გგონია მარტო საქართველოში არსებობს ბერ მონაზვნობა?
პატრულის არგაჩერების გამო მიდიან მონასტრებში, ანუ?
რაც შეეხება რაღაცის ყიდვა გაყიდვას, მათაც ხო უნდა ჭამა და თავის რჩენა. თუ , მონასტერი თაფლს ყიდის, რო პურის ფქვილი იყიდოს, ე.ი. "ღმერთს ყიდის"? ეგ რა ლოგიკაა?
QUOTE
თქვენ ეტყობა არ გქონიათ საკმარისი ურთიერთობა ეკლესიის წარმომადგენელებთან. ძალიან რომანტიულად წარმოაჩენთ - ზის თავისთვის და ლოცულობს. ანუ არ სვამენ, არ ჭამენ, არ ქეიფობენ, მანქანით არ დადიან, არ მღერიან, არ იცინიან, ტელევიზორს არ უყურებენ, ტელეფონი თამაშებს არ თამაშობენ, ინტერნეტში არ იყურებიან, ფეისბუქი არ აქვთ, ფეხბურთს არ უყურებენ, არ მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით და გარეთ რასაც მოლოცვას უწოდებენ, საჩუქრებს არ ღებულობენ და ა.შ.???
ტელეფონში თამაში, ფეისბუქი, ფეხბურთის ყურება და ა.შ ღმერთის გაყიდვაა?
QUOTE
თქვენ რა იცით ეს ეკლესია როგორც სტრუქტურა რას ყიდის და რას არა? პატრიარქის დონეზე და მეუფეების დონეზე რა ურთიერთობები მყარდება სხვადასხვა ბიზნესმენებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, თუ ერთმანეთთან ეპარქიებს შორის?
ეკლესიაში თუ მანკიერებაა არ ნიშნავს, რომ ეკლესიაა ცუდი...
ისევ ექიმის მაგალითზე, ცუდი ექიმი არ გინახავს? ვისზე დგას მედიცინა, ცუდ ექიმებზე, თუ კარგ ექიმებზე?
This post has been edited by
dola86
on 2 Dec 2020, 00:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
miriani777
ეზოთერიკოსი-მისტიკოსი
ჯგუფი: Members
miriani777
ეზოთერიკოსი-მისტიკოსი
ჯგუფი: Members
წერილები: 14794
წევრი No.: 24081
რეგისტრ.: 6-October 06
#57241306
· 2 Dec 2020, 01:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ronald_wesley
მე ძლიერ მიყვარს კუნილინგუსის გაკეთების
<<<<<<<<<<<<< ამ თემის მერე ეს თემა რა პონტში გახსენი?)
დემონი ხარ?
))
This post has been edited by
miriani777
on 2 Dec 2020, 01:06
--------------------
Dum Spiro, Spero.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#57241542
· 2 Dec 2020, 01:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
გამოკითხვის მეთოდი არაფერ შუაშია, უბრალოდ მისი პოსტიდან გამომდინარე დავუსვი კითხვა იმ იუზერს. თქვენობით კიდე იმიტო გესაუბრებით, რომ წინასწარ თავი დავიზღვიე თქვენგან მითითებისგან
კარგი, იყოს აწი შენობით
მიმართვის ფორმა ავირჩიეთ
* * *
QUOTE
შენ გგონია მარტო საქართველოში არსებობს ბერ მონაზვნობა?
პატრულის არგაჩერების გამო მიდიან მონასტრებში, ანუ?
რაც შეეხება რაღაცის ყიდვა გაყიდვას, მათაც ხო უნდა ჭამა და თავის რჩენა. თუ , მონასტერი თაფლს ყიდის, რო პურის ფქვილი იყიდოს, ე.ი. "ღმერთს ყიდის"? ეგ რა ლოგიკაა?
ბერობა შეიძლება არ იყოს მარტო საქართველოში მაგრამ ალბათ საქართველოს რეალობაზე ვსაუბრობთ და თუნდაც საქართველოს ეკლესიის ბერ-მონაზვნებზე საზღვარგარეთ. ყოველშემთხვევაში მე საქართველოს ვგულისხმობ. ამ ცხოვრებაში ადამიანს უნდა უსაფრთხოება, ჭამა-სმა-გართობა და გამრავლება, ანუ ყველაფერი ამ სამ საჭიროებაზე არის აგებული. შესაბამისად ყველა ცდილობს ამ ყველაფერს მიაღწიოს და ყველა რაღაც გზას ირჩევს ამისთვის - ზოგი პოლიციაში მიდის, ზოგი ექიმობაში ხედავს ამას, ზოგი სპორტში, ზოგი ეკლესიაში და ა.შ. და რატომ გამორიცხავს რომ პატრულმა რომ არ გააჩეროს იმიტომ წავიდეს, განა მარტო პატრულის არ გაჩერებას ღებულობს ის ეკლესიაში თავის შეფარებით? განა პატივსა და ხელზე ამბორში არ არიან? განა პატივისცემა აკლიათ ხალხისგან და რომელიმე კარი იკეტება მაგათთვის როდესაც უბრალო ადამიანებისთვის იგივე კარი ხშირად დაკეტილი? იქ მანქანას უფასოდ გაურემონტებენ, იქ საბურავს აჩუქებენ, იქ აკუმულატორს, იქ რესტორანში ფულს გადაუხდიან, იქ მრევლი დაბადების დღეზე ტელეფონს უყიდის მოკლედ ასე უსასრულოდ
თაფლს და კვერცხი რომ ყიდის ის ზღვაში წვეთია რასაც ისინი სახელმწიფოსგან იღებენ, ადგილობრივი ადმინისტრაციებიდან იღებენ, კერძო კომპანიებისგან, შვილ-მკვდარი ადამიანებისგან, ოჯახის- წევრი რომ გარდაეცვლება იქ ქვეყნის ხარჯია - წესის აგება, პანაშვიდები, სასაფლაოს კურთხევა, ორმოცი, წლისთავი, დაბადების დღე, გარდაცვალების დღე და რა ვიცი კიდევ რა სიკვდილთან დაკავშირებული სხვა ნივთები მიცვალებულზე გადასაფარებელი სადაც ჯვარი და გარკვეული ტექსტებია გამოხატული, სანთელი, კანდელი, ლოცვანი, ხატები და ა.შ. ჯვრისწერა, ნათლობა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტებით და ოქრო-ვერცხლის ნივთების გაყიდვის წილში ყოფნა, ციხეზე შესვლა და პატიმრის მონახულება, ეკლესიების მშენებლობისთვის შესაწირი, ცალკე შესაწირი ყულაბები მთელი ქვეყნის მაშტაბით, საეკლესიო მაღაზიები ეკლესია-მონასტრებსა და ცალკე ობიექტები ქალაქებში, სუვენირები, ლიტერატურა, ბიზნესები რომელიც შეღავათებით სარგებლობს და ა.შ. იქ სახლის კურთხევა, იქ მანქანის კურთხევა, იქ ბიზნესის კურთხევა, . ეს ძალიან დიდი ფულია მეგობარო და ნუ ვუყურებთ ამას ასე გულუბრყვილოდ თითქოს საჭმლის ფული რომ იშოვონ იმისთვის წვალობენ. ეს 30 წლის წინ იყო როდესაც ეკლესია სუსტი იყო და სანამ ფეხს იდგამდნენ. როგორ ფიქრობ იქ პატრიარქის თუ ვიღაცის მოწამვლის მცდელობისთვის რომ ზის ვიღაც მამაო ციხეში და ამას წინად ვიღაც მამაომ რომ დაუშვა მეორეს ავტომატი ის სიყვარულით გააკეთეს? არ შეიძლება მიამიტობით თავის მოტყუება და მერე უნებლიედ სხვისი მოტყუება.
* * *
QUOTE
ტელეფონში თამაში, ფეისბუქი, ფეხბურთის ყურება და ა.შ ღმერთის გაყიდვაა?
ეს გაყიდვა არ არის, ეს პასუხია იმაზე რომ თქვი ბერები ზიან და ლოცულობენო. თითქოს ლოცვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. როგორც ჩვენ ვსარგებლობთ ცხოვრებაში ყოველდღიურად თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთით ისინიც იგივე საშუალებებს იყენებენ და არაფრით სხვაზე მძიმე ცხოვრებით არ ცხოვრობენ თუ ამ ფრაზით - ზიან და ლოცულობენ - მათი ცხოვრების სიმძიმის გამოხატვა გინდოდა.
* * *
QUOTE
ეკლესიაში თუ მანკიერებაა არ ნიშნავს, რომ ეკლესიაა ცუდი...
ისევ ექიმის მაგალითზე, ცუდი ექიმი არ გინახავს? ვისზე დგას მედიცინა, ცუდ ექიმებზე, თუ კარგ ექიმებზე?
მე პირადად ეკლესიაში რომ მანკიერებაა ის არ მიკვირს და ამას საერთოდ არ ვთვლი მანკიერებად, მე არ ვუყურებ მას ცუდად ან კარგად, ის უბრალოდ ბიზნესია
(როგორც რელიგიას რომ შეხედავ იმ შემთხვევაში ამაზრზენია რადგანაც ეს არ არის ის როგორც რელიგიური ხალხის ძირითადი ნაწილი მოიაზრებს რელიგიას) და ვუყურებ როგორც ბიზნესს რომელიც ძალიან წარმატებულია დღეს საქართველოში. როგორც თამაშის ბიზნესი, პოლიტიკური ბიზნესი.
რაც შეეხება ექიმებს ექიმის პიროვნული ლტოლვა დიდებისაკენ ან სიმდიდრისკენ ეს მისი პირადი საკითხია და მე ვერ განიკითხავ მას ამის გამო, იმიტომ რომ მას წითელი ღვინო უყვარს მწვადთან, სიგარეტის მოწევა, ქალებში სიარული და გინება სიმთვრალეში საერთოდ არ მეტყველებს მის როგორც ექიმის პროფესიონალიზმზე. ეს მისი პირადი საქმეა მაგრამ, ექიმი ყიდის თავის ცოდნას ანუ თუ მე ექიმმა მომარჩინა მე ვიტყვი რომ ის კარგი ექიმია რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა მომიხსნა, ან ჩემს ახლობელს უმკურნალა და ფეხზე დააყენა, ან ავარიაში დაზიანებული მომაკვდავი ადამიანი გადაარჩინა და ა.შ. ის კარგი ექიმია. მაგრამ ვერაფერს ვიტყვი სასულიერო პირზე რომელიც რაღაც წიგნიდან რაღაცას კითხულობს და გეუბნება რომ მოვკვდები მერე კარგ ადგილას მოხვდებიო, მიცვალებულთან რაღაცას წაიკითხავს იმ.ქვეყნად წაადგებაო და ფული მიაქვს და ა.შ.
ამაზე დიდი თაღლითობა რა უნდა იყოს რომ აჯერებენ ადამიანებს ღმერთი არსებობსო და მერე ღმერთთან სიახლოვის მოპოვების პონტში ფულს ახევენ ადამიანს
იგივეა მოთამაშე, აპარატებთან რომ თამაშობს, ჰგონია რომ მოიგებს რადგანაც ვიღაცამ მოიგო ერთხელ ან თვითონ მოიგო ერთხელ და ათასობით ფულს ხარჯავს იმისთვის რომ შეიგრძნოს მოგების მუღამი თუნდაც დახარჯული თანხის 1% იყოს. ამიტომაც მრავლდება ეკლესიები და მონასტრები, ყველა ჭკვიანი ეკლესიაში მიდის სასულიერო პირად. ათობით ათასი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები 200-300 ლარის გულისთვის მარკეტებში ვირივით მუშაობენ და 99% მათგანის ოცნება არის ის რომ ოდესმე 1000 ლარს მიაღწიოს, მერე ბანკში სესხი და ბანკის მონა გახდეს (საქართველოს საბანკო სისტემა/ეკონომიკა სხვაგვარად ვერ იარსებებს) აიღოს და მანქანა იყიდოს, მერე დაოჯახდეს, მაგრამ მათგან 99% პროცენტის საშუალო 500 ლარ შემოსავალს ვერ ცდება, მათ არ შეუძლიათ დაგეგმონ საცხოვრებელი ფართის ყიდვა საქართველოში არსებული შემოსავლებით და რატომ უნდა გაგვიკვირდეს ამ ახალგაზრდების ნაწილი ღმერთის გზას შეუდგეს? უკეთეს პერსპექტივას რას სთავაზობს სახელმწიფო?
This post has been edited by
Heracles12
on 2 Dec 2020, 03:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George_Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
George_Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
წერილები: 2365
წევრი No.: 251055
რეგისტრ.: 11-June 19
#57241780
· 2 Dec 2020, 03:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
რა შეიცვალა?
ის რომ მეპარებს და მსგავსებს თავისი """აზრების""" პროპაგაციის უფლება აქვთ
ეს რა არის, ადრე უნდა გენახა მსგავს მარაზმებს რომ წერდა და პარალელურად ავატარად ღრმადმორწმუნე კათოლიკე ტოლკინის სურათი რომ ეყენა
This post has been edited by
George_Bush
on 2 Dec 2020, 03:08
--------------------
"They misunderestimated me."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"I'll be long gone before some smart person ever figures out what happened inside this Oval Office."© George Bush
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0341 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.