23 თებერვალს გერმანელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს, რაც როგორც გერმანიის, ისე ევროპის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის დისტანცირება უკრაინის ომისგან, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება და ევროპასთან გაუარესებული ურთიერთობა ამ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან გერმანიაზე, როგორც ევროპის ეკონომიკურ გიგანტზე და ევროკავშირის ლიდერ სახელმწიფოზე, იქნება დამოკიდებული უკრაინის ბედი და ამერიკასა და რუსეთთან ურთიერთობები, ეს არჩევნები გადაწყვეტს რა პოლიტიკას აირჩევს გერმანია და როგორი იქნება როგორც მისი შიდა პოლიტიკა, ასევე მისი როლი საერთაშორისო პოლიტიკაში.
არჩევნები ჩანიშნული იყო 2025 წლის 28 სექტემბერს, მაგრამ კანცლერ შოლცის მიერ ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის, რომელიც თავისუფალი დემოკრატების პარტიიდანაა, გათავისუფლებამ აღნიშნული პოზიციიდან გამოიწვია კოალიციის დაშლა, რის შემდეგაც შოლცმა მოითხოვა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტ შტაინმაიერისგან და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩატარდებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს.
პარტიები ყველაზე მაღალი რეიტინგებით:
1) პარტია: ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (CDU-CSU)
ლიდერი: ფრიდრიხ მერცი
იდეოლოგია: ქრისტიანული დემოკრატია, გერმანული კონსერვატიზმი, მემარჯვენე ცენტრიზმი.
პროგრამა: მხარს უჭერს გამკაცრებულ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას, კვალიფიცირებული მუშახელისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას, გერმანიის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მოდერნიზაციას, მთლიანი შიდა პროდუქტის როგორც მინიმუმ 2 პროცენტის სამხედრო ბიუჯეტზე დახარჯვას და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინისთვის TAURUS-ების გადაცემას, გადასახადების შემცირებას (საკორპორაციო გადასახადების 25 პროცენტამდე შემცირებას), ,,სოლიდარობის გადასახადის" გაუქმებას და ზოგიერთ სექტორში VAT გადასახადის გადახედვას, იმ ხალხისთვის რომლებიც უარს ამბობენ მუშაობაზე, ბენეფიტების გაუქმებას, მაღალი რისკის შემცველ ადგილებში მეთვალყურეობის გამკაცრებასა და ექსტრემიზმთან ბრძოლას.
https://www.euronews.com/2024/12/17/german-...ong-support-for2) პარტია: ალტერნატივა გერმანიისთვის (Alternative Fur Deutschland- AFD)
ლიდერი: ალის ვაიდელი
იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი, ნაციონალური კონსერვატიზმი, ევროსკეპტიციზმი, ულტრამემარჯვენეობა.
პროგრამა: მხარს უჭერს გერმანიის ევროკავშირიდან გასვლას, ევროს გაუქმებას, არ აღიარებს ადამიანების საქმიანობის შედეგად გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას და მხარს უჭერს ქვანახშირზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურების და ატომური სადგურების მშენებლობასა და რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის განახლებას. მკაცრ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლების საზღვარზე დაკავებას და მკაცრი ზომების მიღებას იმისთვის, რომ აირიდონ თავიდან ლტოლვილების მიღება ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში მოგზაურობის შემდეგ, მათთვის საიმიგრაციო თემა შიდა უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, მხარს უჭერენ გარკვეული პირების პრევენციულ დაკავებებს და სისხლის სამართლებრივი დევნის ასაკის შემცირებას 14-იდან 12 წლამდე. ეწინააღმდეგება ბოლო დროს მიღებულ კანონებს საჯარო სივრცეში დანის ტარების აკრძალვის შესახებ და ვიდეოთვალთვალის საჯარო სივრცეში განხორციელებას, მონაცემთა შენახვას და ონლაინ ძიებას, მხარს უჭერს გერმანიაში შობადობის გაზრდას ფინანსური წახალისებით პრო-ოჯახური პოლიტიკის განხორციელებით და ამ გზით დემოგრაფიული ვარდნის შემობრუნებას, არ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში და მიიჩნევს რომ ნეიტრალური უნდა იყოს გერმანია ამ კონფლიქტში, მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოლიტიკას და უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით გადაჭრას.
https://www.dw.com/en/german-election-2025-...rams/a-710839283) პარტია: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD)
ლიდერი: ოლაფ შოლცი
იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია, მემარცხენე ცენტრიზმი.
პროგრამა: მხარს უჭერენ მეტი ვალის აღებას კრიტიკული ინვესტიციების დასაფინანსებლად, განსაკუთრებით გერმანიის ინფრასტრუქტურაში, რომელსაც პრობლემები აქვს, საგადასახადო შეღავათებით ბიზნეს ინვესტიციების წახალისებას და ქონების გადასახადის დაწესებას სუპერ მდიდრებზე, რომელთა აქტივებიც 100 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს, კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ზრდას 12-იდან 15 ევრომდე, პენსიის დონის როგორც მინიმუმ 48 პროცენტზე შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში, ეწინააღმდეგება საპენსიო ბიუჯეტის შემცირებას და ასევე საპენსიო ასაკის ნებისმიერ ზრდას, რომელიც ახლა 67 წელია, ზემოთ ნახსენებ ორ პარტიასთან შედარებით აქვს ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, სურს დააჩქაროს თავშესაფრის პროცედურები და სხვა სახელმწიფოებთან გააფორმოს შეთანხმებები ტრენინგებისა და სამუშაოსთვის უცხოელი მუშახელის მიღების შესახებ, ასევე მტკიცე შეთანხმებებს ემხრობიან სახელმწიფოებთან, რომლებმაც უნდა დაიბრუნონ ის მოქალაქეები, რომელთაც გერმანიის დატოვება მოუწევთ, მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, მათ შორის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მათთვის, პარტია ნატოს ერთგულია და სურს დახარჯოს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი თავდაცვისთვის, ემხრობა ,,ევროპის თავდაცვის კავშირის" იდეას და გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გერმანიის არმიის, ბუნდესვერის მოდერნიზაციისთვის.
https://www.dw.com/en/german-election-2025-...rams/a-710839284) პარტია: გაერთიანება 90/მწვანეები (Bündnis 90/Die Grünen)
ლიდერი: რობერტ ჰაბეკი
იდეოლოგია: მწვანე პოლიტიკა, სოციალური ლიბერალიზმი, ცენტრიზმი, მემარცხენე ცენტრიზმი.
პროგრამა: ბოლო წლებში მწვანეები გააკრიტიკეს მათ მიერ გატარებული კლიმატის დაცვის პოლიტიკის გამო, ამიტომაც მათ შეამცირეს სათბური აირების შემცირების მიზნები 2021 წლის პროგრამასთან შედარებით, მხარს უჭერენ ვალის ლიმიტის საკითხის რეფორმას, ელექტრომობილების სუბსიდირებას და ახალ ,,მოქალაქეთა ფონდს" პენსიების უზრუნველსაყოფად, რომელიც ასევე სახელმწიფოს ფულით დაფინანსდება, მხარს უჭერენ მილიარდერებისთვის გადასახადის შემოღებას, იცავენ თავშესაფრის უფლებას და მხარს უჭერენ ჟენევის ლტოლვილთა კონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და დამხმარე დაცვით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით, ეწინააღმდეგებიან დეპორტაციებს ომისა და კრიზისის რეგიონებში და უარს ამბობენ თავშესაფრის აუთსორსინგის პროცედურებზე მესამე ქვეყნებისთვის, რის მიზეზადაც ასახელებენ გამოწვევებს გაერთიანებულ სამეფოსა და რუანდას, ასევე იტალიასა და ალბანეთს შორის დადებულ შეთანხმებებში, მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან ომში.
https://www.dw.com/en/german-election-2025-...rams/a-71083928ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ყველა პარტიაზე და ზოგადად არჩევნების შესახებ, ვისაც გაინტერესებთ:
https://en.wikipedia.org/wiki/2025_German_federal_electionწინასაარჩევნო გამოკითხვების შესახებ აქ:
https://en.wikipedia.org/wiki/Opinion_polli...ederal_electionვუსურვოთ გერმანელ ხალხს არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან პირობებში ჩატარება
This post has been edited by KobSak on 20 Feb 2025, 14:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)