დავიწყოთ იქიდან, რომ სრული სიგიჟე ხდებოდა პოსტებში.
ერთ ადამიანს ბანი დაადეს და მოდერმა მიაწერა ალტერიო, ეგ ადამიანი ავტომატურად სუსს როგორ დაუკავშირეთ არ ვიცი, რადგან ალტერი მაგას არ ნიშნავს გინდა თუ არა და თქვენგან განსხვავებული აზრის მპოსტავიც არ ნიშნავს რა თქმა უნდა მაგას.
მერე ჩემი შემთხვევა:
40 პოსტიან ოუზერმა ჩემი ქურთუკის ნაწილი დადო ( ხელის) და ბესიკის ქუჩაზე მომხდარი საშინელებიდან კადრი, სადაც თურმე ერთი ზოლი ემთხვევა და არც ისე მცირე ნაწილისთვის მე ვიყავი ან დაეჭვდა, ხოდა რანაირად?
ჩემს პოსტებს რომ გაანებოთ თავი, რაც არანაირად არაა პროქოცური რა თქმა უნდა -
მაგ ფოტოში არიან ტიტუშკები და საზოგადოების ნაწილი.
ჯერ ერთი საერთოდ არ იყო გამორიცხული მაგ ფოტოში მე ვყოფილიყავი, რომც ვყოფილიყავი , რანაირად ვიქნებოდი ტიტუშკა, როცა მათ ერთნაირად ეცვათ ?
თან მაგ ამბავის დროს ეგრევე დავწერეზ რომ ახლოს ვიყავი კი.
მანდვე ახლოს მინიმუმ 100 000 ადამიანი იდგა თან.
ერთს პირადში პრეტენზიაც კი ჰქონდა, რა მოხდა მერე, სხვებიც ხომ გიწერენო, მაგრამ
თვითონ პირდაპირ სუსი რომ ახსენა და პარალელები გაავლო, თურმე არაფერი ყოფილა.
ღირსეულ ოჯახში გავიზარდე, პატარა და წესიერ უბანში, თბილისელი ბიჭი ვარ
და ჩემთვის ჯერ ხომ წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცეები და მიუღებელი, მერე ყველა ადამიანურ მორალს რომ გავანებოთ თავი რაღაცნაირად, თბილისელობა ჩემთვის არის პასუხისმგებლობა.
არ ვიცი ვინ რანაირად უყურებთ ამ ცხოვრებას და ბევრისთვის " უი მერე რა კაცო სუსი თუ დავწერე" თემა, მაგრამ თქვენთვის თუ საოცნებო სამსახურია ან მერერააა ადამიანს ეგეთი რაღაც დააბრალო , ვიღაცისთვის მინიმუმ შეიძლება ძალიიიიან არასასიამოვნო იყოს.
ხალხი ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს( რუსების მიზანიც ესაა + ავტომატურად გახლეჩვა) და ეს მძიმე ფონიც გასაგებია , მაგრამ მეგობრებო, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.
წარმომიდგენია და ვუშვებ ჩვეულებრივად თუ ეს საზოგადოება რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ( და რა თქმა უნდა არის ფაქტებიც)
და რამდენ ადამიანზე იწერება თუ ითქმება არასწორი ინფორმაციები.
იმდღეს ერთი ჩვეულებრივი აქციის მონაწილის ფოტო იდო, ვითომ აგენტიაო
თან არა ფორუმის მასშტაბით, ფბ - ზე ვრცელდებოდა უამრავი აუდიტორიის წინაშე და ის კაცი ყოფილა ძალიან ცუდად.
გამორიცხული არაა ადამიანიც შეიწიროთ ასეთი უპასუხისმგებლობით .
აი ჩვეულებრივად, რამდენიმე ფორუმელს რომ არ ეთქვა ეგ არაა / არ იქნებოდაო, შეიძლება ნოდარ მელაძეს რაღაც ღლე სიუჟეტი გაეკეთებინა ჩემზე.
და ცოტა აზრზე მოვიდეთ რა ( ჩემს თავსაც ვეუბნები)
ნარმონანას რომ ვთხოვე ჩემი ქურთუკის ფოტო დაედო და დადების მერეც თავისას უბერავდა ზოგიერთი, ეგ ცალკე დიაგნოზია

მადლობა ყველა იმ ფორუმელს, რომელიც ადეკვატურ პოსტებს წერდა.
ერთმა ადამიანმა გულრწფელად მომწერა , რომ ამ ფონის გამო ასეთ დღეში ვართ და ვწუხვარო , გასაგებია.
ის კი ნამდვილად """ გაუგებარია """" ადამიანი სუსის აგენტს რომ გიწოდებს
( თან კონტექსტსაც ხომ გააჩნია, თორემ ვიღაცეებს გვიღადავია უბრალოდ)
და უი მერე რა მოხდაო.
შენთვის არაფერი მოხდა კი, რადგან საოცნებო სამსახურია ალბათ

ეს თემაა არა ნიშნისმოგებით გახსნილი, უბრალოდ ერთი წამი მაინც დავფიქრდეთ ხოლმე
რა აბსურდებზე შეგვძლია ასეთი თემების აწევა და აქტუალურობის მიცემა.
* * *
ამ სევდიან ისტორიაში ტრაგიკული ისიცაა, რომ მართლა დივნის გენერლებს, არაფერი რომ არ გაუკეთებიათ და ერთი წამი არ უგვრძვნიათ საფრთხე, ისენი ბედავენ
კლავიატურიდან განკიცხვას და
საწინააღმდეგო მხარეს ყოფნას აბრალებენ ადამიანებს
This post has been edited by Asklipiodotaa on 21 Dec 2024, 08:19