მოდით ხალხებო, შევეცადოთ მორდორის, ანუ კრემლის თვალით შევხედოთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ერთი შეხედვით კრემლი კმაყოფილია და „სველდება“ ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, მის პრინციპულობასა და პრაგმატიზმზე, ასევე კობახიძის გამბედაობაზე.
ყველაფერი დალაგებული აქვს, რასაც უნდა იმას ათქმევინებს, რასაც უდნა იმას გააკეთებინებს, რაც უნდა ის შეაქვს და გააქვს საქართველოს გავლით, მოკლედ სრულა წაკუზული ყავს საქართველოს ხელისუფლებას კრემლს და თან აძახებინებს - ესაა სუვერენული დემოკრატია და ღირსება მაქვს ისეთი, ევროპას რომ თვალით არ დაენახებაო.
აბაა ჩემი.
მაგრამ, არის კი ასეთი საქართველო საკმარისი და იდეალური კრემლის გეგმებისთვის?
მით უფრო ახლო აღმოსავლეთში და სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე?
ხომ ვიცით რა ჩათლახებიც არიან პუწინი და მისი ამალა.
ვფიქრობ, რომ აღარ აწყობს მორდორს რაიმენაირი სტაბილურობა, თუნდაც ქოც-დიქტატორულ-კოლაბორაციონისტული სტაბილურობა საქართველოში.
რუსეთისთვის უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის გახადა სამოქალაქო ომის გამოწვევა საქართველოში. კობახიძე და მისი კურსელები ალბათ ამ დავალებას ასრულებენ.
ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, რუსეთი გადაყლაპავს სამაჩაბლოს და აფხაზეთსაც.
იმავდროულად კონტროლს დაამყარებს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მაგისტრალებზე.
დაახლოებით ისეთ სიტუაციას დაამყარებს აქ როგორიც აფრიკის იმ ქვეყნებშია სადაც ვაგნერი გულაობდა. ჩვენთან ვაგნერი არა და ალბათ კადიროველები იქნებიან.
თუ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს კობახიძემ და რუსებმა და დაინიშნა ახალი არჩევნები, ან სხვა ფორმით შეიცვალა ხელისუფლება, კრემლი იტყვის რომ საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია მოაწყო დასავლეთმა და „ლეგიტიმურად“ მიიერთებს სამაჩაბლოს. აფხაზეთს ალბათ ვეღარ.
მაგრამ, თუ ისე მოხადა რომ ეს კობახიძე მოაცილეს და თან, ფორმალურად, ხელისუფლებაში რუსების დამსველებელი ქოცნება დარჩა, თანაც სტაბილურობა აღდგა - ამ შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება დასახული მიზნების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი სუბ. აზრით, კარგი „ტრიუკი“ იქნება ქოცების გასანეიტრალებლად, მათი თვითგანადგურების რეჟიმში გადასაყვანად თან რუსეთის კლანჭებიდან გამოსაძრომად ჰეშთეგი #დააბრუნეთ ირაკლი ღარიბაშვილი!
ღარიბაშვილს ბევრი მომხრე ყავს მოპატრიოტო ქოცებში. კარგი იქნება თუ აიტაცებენ ამ ჰეშთეგს.
დაეხმარეთ ამაში.