ჩემი აზრით უნდა მოხდეს იმ
ხალხის აღწერა ვინც ეთანხმება ამ აქციებზე წამოყენებულ მოთხოვნებს.
მაგალითად : აქციებზე იმუშავოს 5-10 კაცმა კომპიუტერით სტაციონარულად. ხალხი მივა და დარეგისტრირდება პირადი მონაცემებით. მსგავსი ორგანიზება უნდა მოხდეს რეგიონებშიც. შაბათ-კვირას შეიძლება სოფლებშიც ჩასვლა და მსურველების რეგისტრაცია.
პირადი მონაცემები უნდა იყოს დაცული რადგან ვისაც შიში აქვს ან რამე სახის ზეწოლას განიცდის იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.
რეალურად გამოჩდება სურათი რა რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს ახალ არჩევნებს.
ეს პროცესი საჭირო მგონია არა იმის გამო რომ ჩვენ დავრწმუნდეთ რამეში, არამედ ამ ახვრების მხარდამჭერებს რომ ავაფაროთ სახეზე როცა 3000 კაცია აქციაზეო იტყვიან.
გარდა ამისა მგონია რომ იმ მაშტაბზე ავა ხელმოწერების რაოდენობა უბრალოდ ვეღარავინ დააიგნორებს. ორგანიზებას არ დასჭირდება დიდი ხარჯები.
რას ფიქრობთ აბა