Usa-ს თავზე კი არა, ვიო, გუშინ გამთენიისას ტყეში მივდიოდი, ჰუმანიტარული დახმარება უნდა ამეღო (მოგეხსენებათ სტრატეგიული პარტნიორი ყრის-ხოლმე პერიოდულად პარაშუტით სხვადასხვა საკვებს, სამოსსა თუ აღჭურვილობას).
ხოდა, ვიო, მივდივარ სასიგნალო მწვანე კვამლისკენ და ერთიც ვნახოთ რაღაც ზუზუნი შემომესმა და კიდეც დავინახე კაი მოზრდილი დრონი არ პატრულირებდა ამ ტვირთის თავზე?!
შევატყე, რომ აშკარად არ იყო კეთილგანწყობილი და გადავწყვიტე შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. შეუმჩნველად კი მივედი კონტეინერამდე და გავივსე ზურგჩანთა, მაგრამ კონტეინერიდან გამოსვლისას მე უკვე ვერ ვხედავდი საით იყო დრონი, იმან კი დამაფიქსირა და ცეცხლი გამიხსნა

ჰოდა 2 C4 და 2 C3 ხარისხის სისხლმდენი ჭრილობა მომაყენა და მოკლედ რომ ვთქვა რამდენიმე წუთში გარდავიცვალე კიდეც .
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე