#61814969 · 29 Dec 2024, 08:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად: პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
ეს გაგვახსენდა რატომღაც ამ თქვენეულ მოწოდებაზე QUOTE | ლიტერატურასთან, ახლოს ვინც ხართ |
QUOTE | რობერტ გრინზე ან მის შემოქმედებაზე |
არ მინდა გაწყენინოთ მარა საერთოდ არაფერი არ ვიცი.
ხოლო ამას რაც შეეხება QUOTE | ხომ ვერ მეტყვით რაიმე საინტერესოს თქვენი თვალსაწიერიდან? |
შემიძლია გაგესაუბროთ შიო არაგვისპირელის არაჩვეულებრივ "გაბზარული გულზე". ან და 1928 წ. გამოცემულ, პირველ ქართულ ფემინისტურ ნოველაზე "ლიანა ლორდია". წაკითხვის მერე, ამ სათაურის ჩემ ფსევდონიმად აღებაც კი მინდოდა  ისე მომხიბლა ქ-ნ ლიანას გაბედულმა, თავისუფალმა მიდგომამ კუხნა და ბუდკაში არ შესული ქალის მდგომარეობაზედ. ჰო კიდე, ძალიან მომწონდა მთავარი პერსონაჟის მამიდა - ჯინა სანსევერინა. იგივე სახელწოდების ძველ ფრანგულ ფრანგო - იტალიურ ეკრანიზაციაში "პარმის სავანე" 1948 წ.
|