ჟურნალისტი რუსუდან ნიკურაძე: საქმე გვაქვს დიდ ეროვნულ ღალატთან[ჯაბა დათუაშვილი]
„დღეს რუსეთის ერთადერთი პირობა, ულტიმატუმი და კატეგორიული მოთხოვნა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაა“, - აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი, რუსუდან ნიკურაძე, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და 2000-2006 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ რუსეთში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
პრესა.ჯი: რა დამოკიდებულება აქვთ რუს პოლიტიკოსებს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ?
რუსუდან ნიკურაძე: საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედეგებმა რუსულ პოლიტიკურ ელიტაში, ვგულისხმობ, საკანონმდებლო-აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ექსპერტთა საზოგადოებას, მედიას, გაუჩინა ზუსტად ის იმედები, რაც ოკუპანტ სახელმწიფოსა და მის იდეოლოგებს.
მათ მიიღეს ის, რაც ასე აკლდათ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან წამოსულ მესიჯებში და რაც აღიზიანებდათ, რის გამოც ახორციელებდნენ კიდეც სამარცხვინო დეპორტაციებსა და ეთნიკური ქართველების დევნას.
საინტერესო ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებს და თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალო „ობივატელსაც“ კი, გაოცების საფუძველს აძლევდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანი.
როგორ, განა ჩვენთან უკეთ არ გრძნობდით თავს? ჩვენ თქვენ გაჭმევდით... მარადიული დოტაციის ქვეყანა იყავით. აი, ის ტიპიური "მიამიტური" შეკითხვები, რასაც მათგან გაიგონებდით, რაც აფხაზეთის, სამაჩაბლოს წაგლეჯვის შემდეგ იმპერიული აზროვნების მთავარ ორიენტირებად ექცათ.
ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ჩვენდა საუბედუროდ. მათ ახლა იმედი გაუჩნდათ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, როგორც იქნება, დააკანონებს, „ოსეტია ეტო როსსია"-ს. შეიცვლის მათი ინტერესებისათვის აშკარად უცხო და მიუღებელ რეალობას -საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამაზე მეტყველებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი მთელი რიგი პოლიტოლოგიური ცენტრების, პროპაგანდისტული დატვირთვის მქონე ფინანსურ-სააგიტაციო რესურსების დაინტერესება ქართული მედიის "აღზრდის", ტრეინიგებისა და „ჟურნალისტთა სკოლების" ფორმირებით, დელეგაციების მიწვევითა და ახალგაზრდებზე რუსული მასკულტურის მეშვეობით გავლენის აღდგენა.
ასე რომ, მათი აშკარა იმედები საქართველოს იმპერიული გავლენის სფეროში დაბრუნებაზე ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მეტად აგრესიულად გამოიკვეთა.
მაგალითები უხვადაა, იგივე ტელეხიდების, კონფერენციებისა თუ დისკუსიების ჩატარება საქართველო-რუსეთის დაახლოების პერსპექტივების ფორმატში, რაც, ცხადია, რომ ქართველ მიამიტ „ობივატელზეა“ საუკეთესოდ გათვლილი, რომელსაც სრულიად არ აინტერესებს, რის ხარჯზე გაგვიხსნის ონიშჩენკო რუსულ ბაზარს, სადაც ქართული პროდუქცია ისევე აინტერესებთ, როგორც ჩვენ, მაგალითად, ნაურუს სანაპიროზე ბადით დაჭერილი ლიფსიტა.
გადაავლეთ თვალი ბოლო პერიოდის რუსულ მედიას - იქ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსა თუ ტელესიუჟეტებში საუკეთესოდ იკითხება, რისთვის დასჭირდა რუსეთს აგვისტოში საქართველოს დაბობმვა და რა მიზნებს ისახავს ივანიშვილთან სასიყვარულო დიალოგი ან მედვედევის სამოწყალოდ გაწვდილი ხელი.
- თვლიან თუ არა, რომ ივანიშვილის მოსვლით საქართველომ შეიცვალა საგარეო კურსი?- არა მხოლოდ თვლიან, აღიარებენ კიდეც საჯარო გამოსვლებში, (იხილეთ მაქსიმ შევჩენკოს პროპაგანდისტური მონოლოგები რუსულ რესურსებზე, პუშკოვის და მისთანების, მსგავს იდეოლოგთა საჯარო გამოსვლები, ასევე რუსულ ფედერალურ არხებზე ბოლო დროს გაშვებული აგრესიული, ანტიქართული სიუჟეტები), სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა კინაღამ მსოფლიოს პირველ რეფორმატორებად გვევლინებიან, ხოლო ბოლო წლების ქართული მიღწევები და აღმშენებლობა, რაც ასევე არ ეპარება რუსულ თვალსა და მადას, დამანგრეველ ძალადაა მონათლული.
გასაგებია, რომ ღირებულებათა ასეთი შეგნებული აღრევა იმპერიული აზროვნებითაა დაღდასმული და კარგს არაფერს გვპირდება ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული დაპირებების, ქმედებების ფონზე. ამიტომ აშუქებს პირზე დუჟმორეული სიხარულით რუსული მედია "უპრეცენდენტო ამნისტიას" და ჯაშუშების გათავისუფლებას.
ასე რომ ლოგიკურია, დიდ იმედებსაც ამყარებენ, რომ მეზობელი მართლმადიდებელი პატარა ქვეყანა არსებული და მათთვის საინტერესო კომუნიკაციების გამოყენებით დაეხმარება მათ დიდ გეგმებს ასე საჭირო და სასიცოცხლო ევრაზიული დერეფნის, მთავარი სატრანსპორტო არტერიების ხელში ჩაგდებაში, რაც, პრინციპში უკვე ხორციელდება.
- როგორ შეფასდა ამნისტია, რომლის შედეგადაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები გათავისუფლდნენ?- შეფასება, როგორც ასეთი, კარგად აისახა იმ ტელესიუჟეტებსა და პუბლიკაციებში, რაც გავიდა რუსულ ფედერალურ არხებზე და რაც ასევე ცნობილია საქართველოში. ამ პუბლიკაციებისა და სიუჟეტების, პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლების თანახმად, საქართველომ აღიარა, რომ რუსეთი არაა ოკუპანტი ქვეყანა, და რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესები, ამა თუ იმ სახით გამოკვეთილი, არ გააჩნია.
- რას ელიან მოსკოვში ივანიშვილის ახალი მთავრობისგან? - მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: დღეს რუსეთის ერთადერთი პირობა, ულტიმატუმი, კატეგორიული მოთხოვნა, ესაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა.
მათი დაუფარავი სიმპატიები ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ასევე ცხადად წასაკითხია. ისევე, როგორც უკვე გამოიკვეთა საქარათველოს მომავალი განვითარების მეტად შემაშფოთებელი და ტრაგიკული პერსპექტივები. და აქ მხოლოდ ქართული თემის გაშუქების რუსულ ტენდენციებში არაა საქმე.
საქმე გვაქვს დიდ ეროვნულ ღალატთან, რაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ტრადიციულად, ისევ ქართველების ხელით და ენერგიის გამოყენებით განახორციელეს. ახლა უკვე მორიგ, შესაბამის პრეფერენციებსაც ელიან ახალი მთავრობის მხრიდან.
http://presa.ge/new/?m=society&AID=20534
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი