#61852816 · 16 Jan 2025, 21:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
14-15 იანვრის ღამეს, ბათუმში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის და მისი თანმდევი აქციებიდან სასტუმრო „შერატონში“ დაბრუნებულ მის კოლეგას, ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - გიორგი მანველიძე, დიმიტრი სამხარაძე და სხვები დაესხნენ თავს - აგინეს, გაუტეხეს სათვალე, ესროლეს კერამიკის საყვავილე, რომელიც მას ასცდა. ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ იყო ის და რისთვის იმყოფებოდა ბათუმში.
მალევე ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ იმავე ადგილას, ისინი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ამ ვიდეო ინტერვიუში ზვიად ქორიძე დეტალურად იხსენებს მომხდარს, აღადგენს სრულ სურათს, თუ რა მოხდა შერატონში და როგორ გაგრძელდა შემდგომ მისი შვიდსაათიანი გამოკითხვა. ჟურნალისტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მოითხოვს დაზარალებულად ცნობას, სასტუმროს ვიდეოკამერებით გადაღებული სრული მასალის ამოღებას და თავდამსხმელების დასჯას.
ამავე ინტერვიუში ვლაპარაკობთ, როგორი შეიძლება იყოს დიქტატურის რეაქცია, რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები და რატომ არის მზია ამაღლობელის საპატიმროში გაშვება მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი ყველა ადამიანი დაისჯება.
--------------------
#ბიძინახუი! #Бидзинахуй!
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"ჩემო დაღლილო ქოც-ბოტებო, ბიძინას დედისტყვნამდე გაძელით" :cry: ® Crypto
|