რავი მე უბრალოდ ვტენი ბოლომდე და მერე მაგით ვტენი ტელეფონს და ვნახულობ რამდენჯერ დამიტენის, ან მაგალითად ტელეფონის ერთხელ სრულად დატენვაზე რამდენი პროცენტი აკლდება და მიახლოებით გამოვთვლი.
* * *
ამათ კორპუსი ასევე მეტალისაა და არა პლასტიკის როგორიც მაგალითად ბოროფოუნებს და სხვა იაფიან ბრენდებს აქვს. ეს ვინმეს თავში რო ჩაარტყა ადვილად გათიშავ

თავისუფლად შეილება ცივ იარაღად ჩათვალო
ასევე ეკრანი არა მარტო ელემენტის პროცენტულობას აჩვენებს ასევე გვერდითა ღილაკზე დაჭერისას როცა რამეს ტენი ერთ დაჭერაზე ვოლტაჟს გიჩვენებს და მეორე დაჭერაზე ამპერაჟს და მესამეზე ცხადია დარჩენილ პროცენტულობას.
* * *
ახლა დავაერთე ერთ ერთ ფაუერბანკს ჩემი სამსუნგი და ფაუერბანკის ენერგია 90%-ზე რო ჩამოვიდა ტელეფონის ელემენტმა 38%ით მოიმატა. ჩემი ტელეფონის ელემენტის ტევადობა ახლის უნდა იყოს 4500mah, მაგრამ ეს რადგან მეორადია ვთქვათ იქნება 4000mah ამ შემთხვევაში, ანუ ფაუერბანკის 10% გამოდის 1600mah საშუალოდ. სრული ტევადობა 16000mah გამოდის. რაც საკმაოდ კარგი შედეგია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საბუთში 20000mah, რო უწერიათ ხოლმე ეგ არაა გარანტირებული 20000mah.
თვითონ საიტზევე უწერიათ ბრენდებს ცალკე Rated Capacity. ამას მაგალითად უწერია 12000mah (
https://baseusonline.com/product/516/baseus...-0-quick-charge )
https://www.reddit.com/r/explainlikeimfive/...n_a_power_bank/ აქ არის ახსნილი ეგ რას ნიშნავს. ანუ იმ 20000mah-იდან ენერგიის ნაწილი იხარჯება მე როგორც გავიგე სხვადასხვა ვოლტით დატენვისას ენერგიების ცვლაში. ანუ თავისი გასამრჯელო უნდა მაგასაც რო იმუშაოს
This post has been edited by bulog89 on 16 Nov 2024, 01:06