#61821104 · 31 Dec 2024, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი და განუმეორებელი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა (მოკლეს). 1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. თვითმკვლელობის ვერსია
მოგვიანებით, გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა 31 დეკემბერს, როდესაც ის და მისი კოლეგების ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს მხედრიონელთაგან. რუსული მედიის განცხადებით მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით. მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა მათი თქმით თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი: „ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი.“ ამ მოვლენათა კომენტატორები საქართველოს ფარგლებს გარეთ იზიარებენ მოსაზრებას, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედრო ხელმძღვანელთან, ლოთ ქობალიასთან, შელაპარაკების გამო. გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს. გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: „ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“ 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ნელ ნელა კარგად ჩნდება რომ ზვიადი მოკლულია და მკვლელებიც ჩრდილიდან გამოდიან.
This post has been edited by sulo on 31 Dec 2024, 18:10
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|